reportiori.ge - ილია ჭავჭავაძის ძეგლის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები აგვისტოში დაიწყება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 08:23
კულტურა
ილია ჭავჭავაძის ძეგლის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები აგვისტოში დაიწყება
ავტორი:
16 ივლისი, 2014. 13:14


მუნიციპალური განვითარების ფონდი ილია ჭავჭავაძის ძეგლის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებს. ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ძეგლის აღდგენასთან ერთად მიმდებარე ტერიტორიაც კეთილმოეწყობა.


ილია ჭავჭავაძის  ძეგლის  სამშენებლო-სარეაბილიტაციო  სამუშაოებს  საქართველს  მუნიციპალური  განვითარების ფონდი მიმდინარე  წლის  აგვისტოს  პირველ  ნახევარში  დაიწყებს.  ამჟამად,  ფონდის დაკვეთით  საპროექტო კომპანია  მცხეთის   მუნიციპალიტეტის სოფელ წიწამურში მდებარე ილია ჭავჭავაძის  ძეგლის  რეაბილიტაციის პროექტზე მუშაობს. პროექტირება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია, რათა მოხდეს სწორი   პროექტის შემუშავება. საპროექტო  კომპანიამ  უკვე  წარმოადგინა ვიზუალური მასალა - "რენდერები",  თუ როგორი იქნება ილია ჭავჭავაძის ძეგლი რეაბილიტაციის  დასრულების შემდეგ, რომელსაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე აღნიშნულ განცხადებასთან  ერთად  ვავრცელებთ.


საპროექტო  კომპანიას პროექტირებისთვის  75  დღიანი  ვადა  აქვს.  კომპანია  ძეგლის რეაბილიტაციისთვის საჭირო  პროექტზე  2 თვეზე მეტია მუშაობს. ხელშეკრულების მიხედვით 27 ივლისს საპროექტო კომპანია ძეგლის  რეაბილიტაციისთვის  საჭირო პროექტზე  მუშაობას დაასრულებს. საბოლოო პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან  შეათანხმებს,  აგვისტოს  პირველ  ნახევარში კი  უკვე სამშენებლო სამუშაოები დაიწყება.



საქართველოს  მთავრობის  2014 წლის 10 აპრლის # 649 განკარგულებით, პროექტირების დასრულების შემდეგ, პროექტის შეუფერხებლად  განხორციელების  მიზნით, სამშენებლო სამუშაოების  შესყიდვა  გამარტივებული   საშუალებით  განხორციელდება. 


პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება  კვარცხლბეკს, მოხდება  მისასვლელი კიბეების რეკონსტრუქცია და კეთილმოეწყობა მიმდებარე  ტერიტორია.  საქართველოს მთავრობისთვის ილია ჭავჭავაძის ძეგლის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დროულად და ხარისხიანად  განხორციელება პრიორიტეტული საკითხია.  აღნიშნული პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს მცხეთის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი, საზოგადოებრივი და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას", - ნათქვამია განცხადებაში.





(მოამზადა რუსუდან ჯაბანიშვილმა)

 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016