კულტურა
თბილისში, 20-27 ივლისს ფესტივალი „არტ-გენი“ გაიმართება
ავტორი: ნათია ცუხიშვილი
16 ივლისი, 2014. 16:32
თბილისში, 20-დან 27 ივლისის ჩათვლით, ხუროთმოძღვრებისა და ყოფის სახელმწიფო მუზეუმში, ფესტივალი „არტ-გენის" შემაჯამებელი რვადღიანი დასკვნითი ნაწილი გაიმართება.
ფესტივალის ორგანიზატორების ინფორმაციით, „არტ-გენი" წელს საზოგადოებას მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებს. საქართველოს ყველა კუთხიდან, როგორც ხალხური სიმღერის, ინსტრუმენტალური მუსიკის, ქორეოგრაფიის, ზეპირსიტყვიერებისა და რეწვის ოსტატები, ასევე თანამედროვე ქართული ჯგუფები მიიღებენ მონაწილეობას.
ტერიტორიაზე იფუნქციონირებს ტრადიციული კულინარიული კუთხე და კვების ობიექტი.
მუსიკალური ფესტივალი ჯგუფი „არტ-გენის" ორგანიზებით, უკვე მეთერთმეტე წელია ტარდება და მის ძირითად მიზანს, ქართული ფოლკლორის და სხვადასხვა ძირძველი ტრადიციების მოძიება და მათი პოპულარიზაცია წარმოადგენს.
13 თებერვალი, 2016. 13:40
12 თებერვალი, 2016. 00:11
09 თებერვალი, 2016. 00:52
08 თებერვალი, 2016. 17:08
08 თებერვალი, 2016. 16:03
08 თებერვალი, 2016. 12:02
04 თებერვალი, 2016. 12:00
04 თებერვალი, 2016. 11:23
03 თებერვალი, 2016. 12:30
03 თებერვალი, 2016. 04:27
31 იანვარი, 2016. 01:21
29 იანვარი, 2016. 21:29
29 იანვარი, 2016. 02:50