reportiori.ge - გიორგი თარგამაძე და ეროსი კიწმარიშვილი ახალი სატელევიზიო არხის ჩამოყალიბებას ერთად გეგმავდნენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 13:18
მედია
გიორგი თარგამაძე და ეროსი კიწმარიშვილი ახალი სატელევიზიო არხის ჩამოყალიბებას ერთად გეგმავდნენ
16 ივლისი, 2014. 19:10


ჟურნალისტი გიორგი თარგამაძე ეროსი კიწმარიშვილთან ერთად ახალი სატელევიზიო არხის შექმნას აპირებდა. როგორც თარგამაძემ „რეპორტიორთან"  საუბარში აღნიშნა, ამ თემაზე მათ შორის საუბრები ბოლო ერთი წლის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა, მომავალი ტელევიზიისთვის უკვე შერჩეული იყო პროგრამული ბადე და პროფესიონალი კადრები. 



„ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც პოლიტიკიდან წასვლა გადავწყვიტე, გვქონდა საუბრები საერთო სატელევიზიო პროექტზე, რომ ახალი სატელევიზიო არხი დაგვეარსებინა, ამისთვის გვქონდა რამდენიმე სამუშაო შეხვედრა. ამ შეხვედრების დროს ჩამოვყალიბდით, რა კონცეფციის მატარებელი არხი უნდა ყოფილიყო, ვისაუბრეთ და ჩამოვაყალიბეთ გარკვეული პროგრამული ბადე, შევთანხმდით შესაძლო დონორ ორგანიზაციებზე, ასევე გვქონდა საუბრები სავარაუდო პროფესიონალ კანდიდატებზე, თანამშრომლებზე, ვისთვისაც შეიძლებოდა, შეგვეთავაზებინა ჩვენთან ერთად ამ არხზე მუშაობა. საქმე ამაზე შორს არ წასულა.

 

მას შემდეგ, რაც მან მიიღო გადაწყვეტილება რუსთავში თვითმმართველობის არჩევნებში ეყარა კენჭი, ამ თემებზე საუბარი აღარ გვქონია, რადგან მედიაპროექტი და პოლიტიკური საქმიანობა ერთდროულად არ გამოდიოდა, შეუთავსებელია, ამიტომაც გარკვეული პაუზა ავიღეთ ამ თემაზე,  მაგრამ ურთიერთობას ვინარჩუნდებდით. ბოლოს ჩემი  სატელეფონო კომუნიკაცია მასთან არჩევნებამდე ორი დღით ადრე შედგა,"- აცხადებს გიორგი თარგამაძე. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016