reportiori.ge - ეროსი კიწმარიშვილის ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები - სკანდალები და პირადი ცხოვრების დეტალები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:29
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ეროსი კიწმარიშვილის ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები - სკანდალები და პირადი ცხოვრების დეტალები
ავტორი:
16 ივლისი, 2014. 22:15


ეროსი კიწმარიშვილი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც ambebi.ge-ს შსს-ში განუცხადეს, კიწმარიშვილის ცხედარი სამართალდამცველებმა მის საცხოვრებელ სახლთან, საკუთარ ავტომანქანაში იპოვეს. იქვე აღმოჩენილია მისი ცეცხლსასროლი იარაღი. გამოძიება თვითმკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.



1964 წელს დაბადებული, პროფესიით ექიმი ეროსი კიწმარიშვილის ბიზნენსისკენ მიმავალი გზა 1993 წლიდან იწყება, როცა სადაზღვევო კომპანია შექმნა, თუმცა მალევე გაკოტრდა. დაახლოებით 20 წლის წინ კიწმარიშვილი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს აფუძნებს. ტელევიზიის თანამფლობელი და ხელმძღვანელი კიწმარიშვილი თითქმის ათი წლის განმავლობაში იყო.



"ვარდების რევოლუციის" შემდეგ კიწმარიშვილი თმობს "რუსთავი 2"-ს და საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში მიდის - გავრცელებული ინფორმაციით, ზურაბ ჟვანიასთან დაპირისპირების გამო.



2007 წელს კიწმარიშვილი სამშობლოში ბრუნდება. მას წინა ხელისუფლებამ ჯერ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" რეფორმირების საქმე ჩააბარა, მოგვიანებით კი, რუსეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად გაუშვა.



2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ კიწმარიშვილი სააკაშვილის ხელისუფლებას უპირისპირდება და 2010 წელს მის წინააღმდეგ "ქართულ პარტიას" ქმნის.

კიწმარიშვილი კიდევ ერთი ტელეკომპანიის "მაესტროს" მართვაში შევიდა...



კიწმარიშვილი და სკანდალები


საზოგადოებრივი და პოლიტიკური აქტივობებით გამორჩეული კიწმარიშვილი სკანდალში არაერთხელ გაეხვა. ყველაზე მეტად საზოგადოებას კიწმარიშვილი-თარგამაძისა და კიწმარიშვილი-ღლონტის დაპირისპირება დაამახსოვრდება.



2008 წელს კიწმარიშვილი აგვისტოს ომის შემსწავლელ საპარლამენტო კომისიის სხდომაზე დაკითხეს, სადაც რამდენიმე სკანდალური განცხადება გააკეთა, რის საპასუხოდ გივი თარგამაძის მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიიღო. კიწმარიშვილმა მას შემდეგ დატოვა სხდომათა დარბაზი, რაც გივი თარგამაძემ მისი მისამართით კალმისტარი ისროლა სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ. პირდაპირ ეთერში, რა რეჟიმშიც სხდომის ტრანსლირება ხდებოდა, გაურკვეველი იყო ის კონკრეტული მიზეზი, რამაც თარგამაძის მოქმედება განაპირობა. თუმცა მან მოგვიანებით, როცა ბოდიში მოიხადა კომისიის წინაშე ინციდენტის გამო, განაცხადა, რომ ვერ მოითმინა შეურაცხმყოფელი სიტყვა "გარეწარი" კიწმარიშვილისაგან.



ბევრად ხმაურიანი აღმოჩნდა კიწმარიშვილი-"მაესტროს" სკანდალი 2011 წელს, როდესაც იმ დროს ოპოზიციური პარტიის, "ქართული პარტიის" ლიდერი და ტელეკომპანია "მაესტროს" მმართველი კომპანიის დამფუძნებელი ეროსი კიწმარიშვილი ტელეკომპანიის შენობაში შეიჭრა. კიწმარიშვილი 10 უცნობ ადამიანთან ერთად დილის რვა საათზე ღობეზე გადაძვრა და სამსახურში მისულ თანამშრომლებს იქ შესვლისა და მუშაობის გაგრძელების საშუალება არ აძლევდა.



კიწმარიშვილთან დაკავშირებული ბოლო სკანდალური ეთერი მაყურებელმა "მაესტროზე" უკვე წელს, 2014 წლის 14 მაისს იხილა, როდესაც ის არხს უკვე რუსთავის მერობის კანდიდატის ამპლუაში ჩაერთო. "მაესტროს ცხრიანში" კიწმარიშვილთან ინტერვიუს ჟურნალისტი ნინო ჟიჟილაშვილი უძღვებოდა. ჟიჟილაშვილსა და მის რესპონდენტს შორის კითხვა-პასუხი ინტერვიუს დასაწყისიდანვე მწვავე დებატებში გადაიზარდა. საუბრის ძირითადი თემა არა თვითმმართველობის არჩევნები, არამედ "მაესტროს" და ტელეკომპანიის მმართველი კომპანიის დამფუძნებელს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობა იყო.



კიწმარიშვილი და პირადი ცხოვრება



ეროსი კიწმარიშვილს ჰყავდა მეუღლე, ია კიწმარიშვილი და სამი შვილი, რომლებმაც განათლება აშშ-ში მიიღეს. 2011 წელს ტაბლოიდები იუწყებოდნენ, რომ კიწმარიშვილების წყვილს შორის ურთიერთობა დაიძაბა და დაშორებას აპირებდნენ, თუმცა ეს ასე არ მოხდა.



ეროსი კიწმარიშვილი მთამსვლელი იყო. ის ევერესტის დაპყრობაზე ოცნებობდა, თუმცა ეს სურვილი ვერ აიხდინა. კიწმარიშვილმა კავკასიონის მრავალი მწვერვალი დაიპყრო, ასევე იმყოფებოდა პამირის 7000 მეტრის პიკზე, აფრიკაში კილიმაჯაროზე და ჩრდილო ამერიკაშის მწვერვალებზეც...



კიწმარიშვილი ცხენზე ჯირითითაც იყო გატაცებული.


რაც შეეხება ხასიათს, როგორც  თავად ამბობდა, "კლასიკური გურულისთვის დამახასიათებელი თვისებები" ჰქონდა. "სხარტი აზროვნება მაქვს, სწრაფად ვღიზიანდები, თუმცა, მალევე მავიწყდება წყენა და გაღიზიანება. მაგრამ, მე უფრო სტაერი ვარ, ვიდრე სპრინტერი. მიყვარს გრძელი თამაში, როცა პროცესი დიდხანს გრძელდება", - ასე ახასიათებდა კიწმარიშვილი საკუთარ თავს.




წყარო: ambebi.ge



 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016