reportiori.ge - არა შეჯდა მწყერი ხესა, ლელა არის გვარი მისი...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 09:18
პრეს-დაიჯესტი
არა შეჯდა მწყერი ხესა, ლელა არის გვარი მისი...
ავტორი:
17 ივლისი, 2014. 16:37


დიახ, ლელა წურწუმიაზე მოგახსენებთ, კიდევ სტეფანეზე და კიდევ ქართული ესტრადის ყველა იმ "ვარსკვლავზე", ვინც ამას წინათ ე.წ. მშვიდობის ხიდზე სოლიდარობას უცხადებდა, როგორც იქნა "ვირის აბანოში" გამწესებულ გიგი უგულავას. თუმცა, ქართული ესტრადის "პრიმადონა" იმ ხიდზედაც ისევე იყო გამორჩეული გიგი უგულავას მიმართ განსაკუთრებული აღტკინება-სიყვარულით, როგორც ყოველთვის გამოირჩეოდა ლელა წურწუმია ე.წ. სამთავრობო მომღერალთა შორის განსაკუთრებული სიბრმავე-სიყრუით მიშნაცების მიერ 9 წელიწადში ჩადენილი დანაშაულობების მიმართ და ამიტომ სათაურშიც გამოვარჩიე "მამულიჩას კნეინა", მაგრამ სანამ ამ ქალბატონის ვრცელი ტირადიდან (რომელიც ინგა გრიგოლიას რეაქციაში მოვისმინეთ) "მარგალიტებს" გამოგირჩევდეთ, მანამდე ისა ვთქვათ, როგორ, რატომ მივედით აქამდე და რა გვჭირს საერთოდ...


ქსოვრელების დასტა - ყველას გვსმენია, მათი დუდუკების ისეთი საამური ჰანგები, რომელიც მკვდარსაც კი ქეიფის იშტაზე მოიყვანს და ნაცტერორის დროს შექმნილი „მიშას კასტა", გნებავთ „მიშას მომღერლები", კიდევ გნებავთ - „მიშასთვის მღერალნი", რომელთა სმენა (ქსოვრელთაგან განსხვავებით) პირიქით, ცოცხალ კაცს სიკვდილს განატრებინებდა...


მარტო ჩამონათვალი რად ღირს: მერაბ სეფაშვილი (რომელმაც „ჩემი გმირი მიშათი" სამუდამოდ მოიჭრა ქართველი მსმენელის გულებისკენ მავალი გზები), ეკა კახიანი და მისი მხოლოდშობილი ასული ნინი ბადურაშვილი (რომელმაც სისხლით მორწყულ რუსთაველზე ისე უმღერა ქართველთა სისხლით გაუმაძღარ სააკაშვილს, რომ ლამაზი წარბ-წამწამნიც არ შერხევია), ნიკოლოზ, ახლა რაჭველი, მაშინ მემანიშვილი, ბუბა კიკაბიძე და სოფო ნიჟარაძე (რომლებმაც მანამდე არ გააგდეს ხელიდან „დირიჯორსკი პალოჩკა" და პირებიდან მიკროფონი, სანამ სცენაზე ცოცხებით არ აუვარდნენ და ჩაუშალეს „ვერის უბნის მელოდიების" რიმეიკი „შედევრი") და, რა თქმა უნდა, დუტა სხირტლაძე და ოთარ კობერიძე, რომლებიც ვოკალური მონაცემების გარეშეც მიშას კასტის უმნიშვნელოვანესი წევრები გახლავან, პირველი - მასხარა დუტა უცვლელი წამყვანი იყო მიშას კასტის სამთავრობო კონცერტებისა, ხოლო მეორე, „ბაში-აჩუკის" შემდეგ პედოფილიაში ეჭვმიტანილი ბებერი, კიდევ ერთი ბებერის, მაგრამ ამჯერად „კარენოი" მთაწმინდელი ბუბასი არ იყოს, დღესაც ლამის მესიად გვისახავენ მსოფლიოში სიმხდალით განთქმულ კურდღელს. ჰოდა, აბა, „მიშას კასტის" წვრილფეხობა, გნებავთ „პეხოტა": ნიაზ დიასამიძე, სტეფანე და ზუმბა-მუმბა-ცუმპარუმპები რაღა სახსენებელია.


თუ ვინმე გამომრჩა მომიტევეთ, რადგან მათი სახელი ლეგიონია!..


თუმცა მას შემდეგ, რაც, 2012 წლის 1 ოქტომბერს, უკაცრავად ჟარგონისთვის და ერთიანად „დაეხათ ფლაგები" ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და მათ ბელადსაც, კუთხეში მიმწყვდეულ მიშას მომღერალთა კასტის სექტანტებს, ყველას ერთად და ცალ-ცალკე რამდენიმე „რკინისებური არგუმენტი" ჰქონდათ და დღესაც აქვთ - „მე პოლიტიკაში არ ვერევი, მე პოლიტიკა არ მესმის, მე პოლიტიკა არ მაინტერესებს" და ა.შ. სხვა მრავალი უსუსური მცდელობები საკუთარი უზნეო ქმედებების გამართლებისა!..


ჯერ ვის რა ჰქონდათ" იმისა ვთქვათ: ალბათ, გახსოვთ 7 ნოემბრის სასტიკი დარბევის შემდეგ დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების წინ მიშას კასტელების მიერ გამართულ კონცერტზე მერაბ სეფაშვილმა, როგორ პირდაპირ პირში შეამღერა, ჩემი გმირი ხარ და „გაიმარჯვებ იცოდეეე, ჩემო ვაჟკაცოო", პარტერში მჯდომ, სიამოვნებისგან გაბადრულ „გადამდგარ" ნაპრეზიდენტალს, რითაც იმ ქართველი საზოგადოების რისხვა გამოიწვია, რომელსაც დღესაც ყურში ჩაგვესმის მერაბ სეფაშვილის, ამ უდავოდ ნიჭიერი კი არა და ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, დიდი მომღერლის საეტაპო, საცხრააპრილო „თეთრი რაში" თუ სხვა მრავალი ქალაქური ჰიტები...


მერაბის გმირმა, ტუტუცმა სააკაშვილმა, რა თქმა უნდა, გაიმარჯვა გივია თარგამაძის მიერ „სულამოხდილ" საქართველოში და მაშინ, როდესაც ნაცებსაც და მათ კასტასაც ეგონათ, რომ მშვიდად „ჰგიებდნენ უკუნითი უკუნისამდე"...


არა, ნამდვილად არ მინდა ე.წ. საკანი №5 აქციის გადაჭარბებით შეფასება, მაგრამ არც მთლად დუმილი ივარგებს. ასე იყო თუ ისე, საბოლოო ჯამში „უცნობის" პერფორმანსმა სერიოზული რყევები გამოიწვია ნაცების ბანაკში, მაგრამ ახლა სხვა რამ მინდა, შეგახსენოთ - „უცნობის" მიერ საკანში „შეტყუებულთაგან", ზოგმა გაუძლო „განაბის როლში შესული" გია გაჩეჩილაძის წნეხს და პირიქით, დივიდენდებით გამოვიდა „სვაბოდაზე", ზოგმა კი აშკარად ჩაისვარა და ამ ჩასვრილთაგან ერთ-ერთი სწორედ მერაბ სეფაშვილი იყო, ზემოთ ნახსენები „რკინისებური" არგუმენტებისა გამო!


ახლა იმათიც ვთქვათ, ვისაც „დღესაც აქვთ": თუ არ ვცდები, ეკა ხოფერიას ჰქონდა მცდელობა და 1 ოქტომბრის შემდეგ ერთმანეთთან შესარიგებლად დასვა მიშას კასტელები და მიშასგან შერისხულები, რომელთაგან კონკრეტულად ვინ იყვნენ, ყველა არ მახსოვს, მაგრამ ის კი მახსოვს, რომ იმ გადაცემაში მერაბ სეფაშვილს ჭკუა ეყო და „ვერ მივიდა", ხოლო ვინც მივიდა, მათ შორის, მთავარი აქტიორები შერისხულთაგან ისევ „უცნობი" ნაცნობი, ხოლო სექტანტთაგან ეკა კახიანი იყვნენ, რომელსაც სეფაშვილისგან განსხვავებით ჭკუა არ ეყო და ზემოთ ხსენებულ: „არ ვიცი, არ მაინტერესებს, არ ვერევი" რკინისებრ არგუმენტებს, ერთი სავსებით მიწიერი და აქედან სავსებით „გასაგებ-მისაღები" არგუმენტიც დაუმატა - ჩემი პროფესია სიმღერაა და რა მექნა, ჭამა ხომ მინდოდაო!..


მართლაცდა, რა უნდა ექნა არა მარტო ეკას, მაგრამ ამაზე ქვემოთ და ახლა ე.წ. მშვიდობის ხიდზე შემდგარ მიშას კასტელებს დავუბრუნდეთ, რომლებიც „მეგობარი" გიგი უგულავას დაცვით, ხმაც რომ არ ამოეღოთ, ისედაც შეურაცხყოფას გვაყენებდნენ ქართველ საზოგადოებას...


მამულიჩას კნეინას გახმოვანებით კი, თურმე იმ ხიდიდანაც ჩანს გიგი უგულავას ნაღვაწი გაბრდღვიალებული ნარიყალას სახით. მერე რა, რომ ჯერ თავად ხიდია სააკაშვილი-უგულავას ბანდის ვოლუნტარიზმის მკაფიო მაგალითი და აქედან გამომდინარე, თბილისელთაგან იმთავითვე „ოლვეის ულტრად" მონათლული ე.წ. მშვიდობის ხიდია წმინდა ანჩისხატის ტაძრის შეურაცხყოფა და ზოგადად ძველი თბილისის კოლორიტის დამახინჯება და მთავარი „მერე რა რომ" - მიშას ვარსკვლავების კასტის მეტს, ნაკლებად აინტერესებს გაბრდღვიალებული ნარიყალა, რადგან ქართველთა უმრავლესობის ცხოვრებაში გამეფებულ ბნელსა და ყიამეთს, ვერ ათბობს და ანათებს ნარიყალას პროჟექტორები...


ან, უკვე ყელში ამოსული - „ბოლოს და ბოლოს რაღაც კარგიც ხომ გაკეთდა" და მაგალითად ისტორიულ რიყეზე გაჩხერილი ორი მახინჯი „ტრუბა" მოიყვანა ხიდზე პროტესტის მონაწილემ, რუსთაველის თეატრის ყოფილმა დირექტორმა, ზაალ ჩიქობავამ - თქვენ შიგნით არ გინახავთ რა არის, ასეთი დარბაზით ევროპაც იამაყებდაო და საერთოდაც, მადლიერების გრძნობა უნდა გვქონდეს „დიდი ტანადის" მიმართ, დაგვამუნათა უმადური ქართველები...


მარინე საღარაძეც ყოფილა მსახიობთა და, რაც მთავარია, უგულავას ხიდის მეგობართა ამქარში - მისი სამსახიობო ტალანტების შესახებ არაფერი ვიცი. ისე, თუ ცხონებული გურამ საღარაძის ქალიშვილია, გავჩუმდები, რადგანაც თავად ქალბატონის მსახიობობა მხოლოდ სატელევიზიო ტიტრიდან გავიგე, იძულებული ვიქნები გურამ საღარაძის ლექსაობა (ქლესაობა) გავიხსენო მაშინ, რუსთაველზე იმ ღამეს, როდესაც წაგებულ ომში გამარჯვებას ზეიმობდა ჰალუსტუკჭამია და მიწაზე მფორთხავი პრეზიდენტი!


და ბოლოს, ზემოთ შეპირებული, აბა რა ექნათ, ჭამა ხომ უნდოდათო - ბუტა რობაქიძეს, გიორგი გამცემლიძეს, სანდრო გირგვლიანს, ქუჩებში ათობით ჩაცხრილულ ბიჭებსაც უნდოდათ ჭამა-სმაც და კარგი ცხოვრებაც, მაგრამ...


იმ 350 ათას პატიმარსაც უნდოდა კაი ცხოვრება, მაგრამ მათ არა მხოლოდ მიშას გულაგები გაიარეს, არამედ ბევრი ცოცხებით გააუპატიურეს. იმ მიშას გულაგებში რომლის პრეზიდენტობისასაც მიშას კასტელთა დამუნათებით, რაღაც კეთდებოდა, მაგრამ...


ლელა წურწუმიამ, რა პრივილეგიებიო. წელიწადში სულ 2 სამთავრობო კონცერტი გვქონდა, ახალ წელს და თბილისობასო. ისემც კარგი დაგემართოს, მაგრამ, თუნდ ასეც იყოს, სხვებს, თუნდაც ზურაბ დოიჯაშვილს (რომელთან ჩაწერილი დუეტით გახდა ლელა პოპულარული, აღარაფერს ვამბობ ნატო მეტონიძეზე, ლიზი ბაგრატიონზე, მაია ჯაბუაზე, ნუკრი კაპანაძეზე და ა.შ. საბედნიეროდ, ნიჭიერი და, რაც მთავარია, პატიოსანი შემოქმედების სახელიც ლეგიონია), რომ არსად აჭაჭანებდნენ, ამაზე მაინც რატომ არ უჩნდებოდა პროტესტი ლელას.


რაღა ბევრი გავაგრძელო და ვინ პრივილეგირებული იყო და ვინ არა, ამის საილუსტრაციო დოკუმენტია ზუმბას ინიცირებით გადაღებული კლიპი „გამარჯობა, აფხაზეთო ჩემო" - ვისაც იქ მონაწილეობის პატივი და მსუყე ჰონორარი ერგო (ალბათ ოთარ რამიშვილის გარდა) ეგენი არიან მიშას კასტელები!


ჰოდა, მათ და არა მარტო მათ გასაგონად - მიშას მომღერლებო, ჟურნალისტებო თუ ე.წ. თავისუფალი ზონის კასტელებ-სექტანტებო, სამართლიანობის ვერ, ან სასურველი ტემპით არ აღდგენით გაღიზიანებულ ქართველებს ნუ გვიჩიჩხინებთ, რადგან მიუხედავად იმისა, რომ "არ იცოდით, არ გესმოდათ, არ ერეოდით და აბა რა გექნათ, ჭამა ხომ გინდოდათ", როგორც მინიმუმ სააკაშვილის 9-წლიანი რეჟიმის თანამონაწილენი თქვენცა ხართ და ქართველი საზოგადოების მოთმინებასაც აქვს საზღვარი და ისე ნუ იზამთ, რომ ან იმ ხიდიდან მტკვარში გიფრინონ და ან გმირთა მოედანზე თქვენი ბელადის ავტოპორტრეტ ფალოსის სტელაზე შემოგსვან! 


იმ ევროპაში, რომლისკენაც ვიწრაფვით, კერძოდ გერმანიაში, მეორე მსოფლიო ომის წინ ორი დიდი მსახიობი, ვარსკვლავი - მარიკა როკი და მარლენ დიტრიხი მოღვაწეობდნენ. პირველმა ბოლომდე უმღერ-უცეკვა ფიურერს, ხოლო მეორემ დროზე გაასწრო ამერიკაში და თავისი შემოქმედებით იქიდან ებრძოდა ჰიტლერის რეჟიმს, მიუხედავად იმისა, რომ აბა გერმანიაში აშენდა თუ აშენდა ფიურერის დროს, განსხვავებით ნაცების ფიურერ მიშასგან.



მარიკა როკი, როგორც ადოლფ ჰიტლერის კახპა ისე შევიდა ისტორიაში, ხოლო მარლენ დიტრიხი, როგორც დიდი მსახიობი!


ეს ისე, ცნობისთვის, ან როგორც შტირლიცი იტყოდა, ინფორმაცია განსჯისათვის"...




გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა"

დავით მხეიძე


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016