reportiori.ge - სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის თანამშრომელი იგორ ფუხაევი და მისი ძმა, სამშობლოს ღალატის ბრალდებით დააკავეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 18:45
კონფლიქტები
სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის თანამშრომელი იგორ ფუხაევი და მისი ძმა, სამშობლოს ღალატის ბრალდებით დააკავეს
18 ივლისი, 2014. 13:41


ცხინვალში სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის თანამშრომელი იგორ ფუხაევი და მისი ძმა, ცხინვალის პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ბათირ ფუხაევი სამშობლოს ღალატისა და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია ავრცელებს.



"2014 წლის 11 ივლისს ქ. ცხინვალში სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის თანამშრომელი იგორ ფუხაევი და მისი ძმა, ცხინვალის პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ბათირ ფუხაევი დააკავეს.


არსებული ინფორმაციით, მათ ბრალს სდებენ სამშობლოს ღალატსა და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში. ორივე ძმა საკუთარი დედის დაკრძალვაზე იქნა დაკავებული.


როგორც «Эхо Кавказа» იუწყება, ძმებმა ფუხაევებმა ცხინვალში ჩასვლამდე ადგილობრივი «ხელისუფლებისგან» უსაფრთხოების გარანტიები მიიღეს.


ფუხაევების მშობლები ჩრდილოეთ ოსეთში ცხოვრობენ. მათი დედა თბილისში მკურნალობის კურსს გადიოდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. „წითელი ჯვრის" მისიის მეშვეობით შესაძლებელი გახდა მისი ცხინვალში გადასვენება. ხოლო იგორ და ბათირ ფუხაევები სამხრეთ ოსეთში ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით მოხვდნენ. ცხინვალში შესვლიდან 6 საათის შემდეგ მოხდა მათი დაკავება და დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანა.


სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ იგორ ფუხაევი არის აღნიშნული უწყების ხელმძღვანელის დიმიტრი სანაკოევის მრჩეველი სპორტის საკითხებში და საფეხბურთო გუნდ „სპარტაკ - ცხინვალის" მენეჯერი. მას არანაირი კავშირი არ აქვს ცხინვალის რეგიონში „გადატრიალებასთან", ხოლო სამშობლოს ღალატში მისი დადანაშაულება კატეგორიულად მიუღებელია.


ცხინვალის „ხელისუფლების" მოქმედებები სამხრეთ ოსეთის ადმინისტაციაში მიაჩნიათ არაკანონიერად, ხოლო დაკავებას პოლიტიკურ მიზეზებს უკავშირებენ.


სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია თხოვნით მიმართავს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს რათა მათ მაქსიმალური ძალისხმევა გაიღონ და ხელი შეუწყონ იგორ და ბათირ ფუხაევების გათავისუფლებას", - ნათქვამია სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


 

‹ წინა123...89შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016