reportiori.ge - გიორგი სიგუა: რა ვქნა ახლა, ვამტკიცო, რომ აქლემი არ ვარ?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 04:02
საზოგადოება
გიორგი სიგუა: რა ვქნა ახლა, ვამტკიცო, რომ აქლემი არ ვარ?
ავტორი:
18 ივლისი, 2013. 12:44

ამერიკაში მცხოვრები ქართველები საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტის ახალ თავმჯდომარეს, გიორგი სიგუას ფულის მითვისებაში ადანაშაულებენ. როგორც შტატებში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ვაჟა აპშინაშვილი „ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში აცხადებს,  სიგუა არის სააკაშვილი ნომერი ორი - „ეს კაცი თვალის დახამხამებაში ცრუობს. ერთ სიტყვასაც არ იტყვის, თუ ფული არ გადაუხადე. მას ამერიკაში ხელფასი ჰქონდა, თუმცა სიგუაზე მეტი გააკეთეს ადამიანებმა, ვისაც  ხელფასი არ ჰქონდათ, პირიქით თავიანთი ფული დახარჯეს. ჰკითხე ერთი, ეცოდინება, მაგ საქმეზე შეგროვებულ ნახევარ მილიონ დოლარზე მეტი სად წავიდა? ეს ფული იყო შეგროვებული საარჩევნო ხარჯებისთვის აქ, ამერიკაში... სამხილი უამრავია, სიგუაზე სისხლის სამართლის საქმეა აქ აღძრული და მაგას მანდ ტურიზმის დეპარტამენტს აბარებენ?" -აცხადებს აპშინაშვილი.

ტურიზმის დეპარტამენტის ახლად დანიშნული უფროსი, გიორგი სიგუა, ბრალდებას უარყოფს  - „ესე იგი, მიშას რომ შეკითხვა დავუსვი ამაში ფული ავიღე? მაგას მარტო ვაჟა არ ამბობს, ეგ მიშამაც თქვა იქვე. რა ვქნა ახლა, ვამტკიცო, რომ აქლემი არ ვარ?  პირადად მე იმისთვის არ ვიბრძოდი, რომ ვინმეს ამ თანამდებობაზე დავენიშნე. 9 წელი ვერ ჩამოვდიოდი საქართველოში იმიტომ, რომ პოლიტიკური დევნილი ვიყავი და  ჩემზე ამბობენ სააკაშვილის კაციაო?!" - აცხადებს სიგუა.

გიორგი სიგუა ქართულმა საზოგადოებამ მაშინ გაიცნო, როდესაც მიხეილ სააკაშვილი პრინსტონის უნივერსიტეტში ჩავიდა და სიგუას ორგანიზებით შეკრებილი ქართველი ემიგრანტები სტვენა-შეძახილებით დახვდნენ. 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016