reportiori.ge - განადგურებას დაქვემდებარებული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა დაახლოებით 181 საათი 30 წუთის ხანგრძლივობისაა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 07:58
საზოგადოება
განადგურებას დაქვემდებარებული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა დაახლოებით 181 საათი 30 წუთის ხანგრძლივობისაა
ავტორი:
02 სექტემბერი, 2013. 22:19

"პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა, რომლის განადგურებაც 5 სექტემბერს, 15:00 სათისთვის გადაწყდა, დაახლოებით 181 საათი 30 წუთის ხანგრძლივობისაა," - ამის შესახებ ჟურნალისტებს შსს-სთან შექმნილი სპეციალური კომისიის წევრმა ლაშა ტუღუშმა აცნობა. 
ტუღუშმა მედიასთან საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ საუბარია მხოლოდ პირადი ცხოვრების, ინტიმური ეპიზოდების ამსახველი მასალების განადგურებაზე, თუმცა, რჩება იმ ტიპის მასალები, რაც საინტერესოა გამოძიებისთვის.
"ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანია დღეს მიღებული გადაწყვეტილება, რომ ამდენი ბრძოლისა და ჭიდაობის შემდეგ მივედით შეთანხმებამდე, რომ ეს სიბინძურე მოვაცილოთ ქვეყანას", - აღნიშნა ტუღუშმა. 
გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე საუბრობს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი ეკა გიგაურიც. მისი თქმით, განადგურების პროცედურა წარიმართება კანონისა და საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად. გიგაურის ცნობით, განადგურების პროცესზე მიწვეული იქნებიან მედიის წარმომადგენლები. "პოზიტიური ნაბიჯია, რომ ხელისუფლება ასეთი ტიპის მასალის შენახვაზე უარს ამბობს და ეს ხდება არჩევნების წინ", - აღნიშნა გიგაურმა.
კომისიის სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა. კომისია გაფართოებული შემადგენლობით შეიკრიბა, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდნენ სახალხო დამცველი, პერსონალური ინფორმაციის დაცვის ინსპექტორი და თავად მინისტრები ირაკლი ღარიბაშვილი და თეა წულუკიანი. დღეს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები 5 სექტემბერს, 15:00 საათზე მოდულის შენობაში განადგურდება. 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016