reportiori.ge - კახა კახიშვილი: ფარული ვიდეომასალების განადგურება ნიშნავს, რომ ეს ადამიანები არ დაისჯებიან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 08:14
საზოგადოება
კახა კახიშვილი: ფარული ვიდეომასალების განადგურება ნიშნავს, რომ ეს ადამიანები არ დაისჯებიან
ავტორი:
02 სექტემბერი, 2013. 22:24

ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის წევრი კახა კახიშვილი პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების განადგურებას ეწინააღმდეგება. კახა კახიშვილი კომისიის ერთადერთი წევრი იყო, რომელმაც ფარული ჩანაწერების 5 სექტემბერს განადგურების წინააღმდეგ მისცა ხმა. კახიშვილს მიაჩნია, რომ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული მასალის განადგურებამდე უნდა მომხდარიყო იმ პირთა ვინაობის დადგენა, რომლებმაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებითა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით ინტიმური შინაარსის მასალები უკანონოდ გადაიღეს. 
"ის, რომ ეს მასალები ნადგურდება, ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები არ დაისჯებიან. არც საერთაშორისო და არც ქართული კანონმდებლობა არ იცნობს ასეთი ტიპის დანაშაულის ჩამდენთა დაუსჯელობას", - განაცხადა კახიშვილმა. 
კომისის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, პირადი ინტიმური ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები 5 სექტემბერს, 15:00 საათზე, ე.წ. მოდულის შენობაში განადგურდება. პროცესზე დასწრების შესაძლებლობა მედიის წარმომადგენლებს მიეცემათ. 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016