reportiori.ge - გარემოს დაცვის სამინისტროს კორუფციული სქემა - რას უყვება „ალიას“ უფლებადამცველი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 09:16
პრეს-დაიჯესტი
გარემოს დაცვის სამინისტროს კორუფციული სქემა - რას უყვება „ალიას“ უფლებადამცველი
ავტორი:
18 ივლისი, 2014. 20:44



ორი დღის წინ „მოდულის" შენობაში 8 საათის მანძილზე მიმდინარეობდა გარემოს დაცვის მინისტრსი ხათუნა გოგალაძის მოადგილის ირაკლი ნოზაძის დაკითხვა, რომელმაც გარეთ გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ საგამოძიებო კითხვებს უპასუხა და რომ საკითხი ამოწურულია. არადა, წინასწარი ცნობით, ნოზაძის დაკითხვაზე დაბარება კორუფციულ სქემებს უკავშირდებოდა, საუბარია სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილებების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე.



„უფლებადამცველთა კავშირის" ხელმძღვანელის, ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სამინისტროში „საკითხი ამოწურული" ნამდვილად არაა და აქ მიმდინარე დარღვევებთან დაკავშირებით ის უახლოეს დღეებში აპირებს პრესკონფერენციის მოწვევას:



- ამ შემთხვევაში საკითხი ეხება გარემოს დაცვის მინისტრ გოგალაძეს, რადგანაც სოციალური ქსელით მოგვმართა უამრავმა მოქალაქემ და ხაშურის, ქარელის, კასპისა და გორის ტერიტორიაზე ხე-ტყეს გაჩეხვის მასშტაბურ ფაქტებზე შეგვატყობინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიწოდებული აქვს მინისტრსაც, რადგანაც სამინისტროს ცხელ ხაზზე რამდენჯერმეა უკვე დარეკილი, თუმცა სამინისტროს სატყეო სამსახურმა არანაირ ზომებს არ მიმართა.


- ვითომ რატომაო?


- რატომ და ამ რეგიონის სატყეო სამსახურის ხელმძღვანელი, ჩვენი ინფორმაციით, არის ხათუნა გოგალაძის ახლო ნათესავი, კერძოდ, მამიდაშვილი, ესაა ზურაბ ჩადუნელი და ამ ადამიანს რომ ეუბნებიან, რაიმე ზომას მიმართეთ ამ უკანონო ჭრასთან დაკავშირებითო, კაცი პასუხობს, გოგალაძე ჩემი ნათესავია და ვერაფერსაც ვრე მიზამთო, მოკლედ, იქით ზემომქედებს მოსახლეობაზე. მაგრამ როცა ხე-ტყის გაჩეხვას მასშტაბური სახე ეძლევა, რეგიონის ეკოლოგიური მდგომარეობა საშიშროების წინაშე დგება. წარმოიდგინეთ, მორებით სავსე მანქანები როგორ ტოვებენ სოფელს, ამას ხალხი ყოველდღე ხედავს და ტყის ჭრა რომ ინტენსიურია, ეს შემდგომში, ძალიან ცუდად შემოუბრუნდება რეგიონს. თქვენ კარგად გახსოვთ, რომ გოგა ხაჩიძის დროს მთელი სატყეოს ხალხი დაიჭირეს, რადგანაც გაქანებული აღებმიცემობა იყო გაჩაღებული ამ სამინისტროში, კერძოდ, სატყეო მიმართულებით და ვფიქრობ, რომ მინისტრმა გარკვეული რეფორმები უნდა განახორციელოს და ზომები მიიღოს. რაც შეეხება მოადგილის, ნოზაძის დაბარებას „მოდულის" შენობაში, ეს გარკვეულწიად უკავშირდება იმას, რომ, ჩემი აზრით, დაჭერების სიო ქრის და დაჭერების სერიალს უნდა ველოდოთ.


თუ პარალელს გაავლებთ ამ და წინა ხელისულფებას შორის, დავინახავთ, რომ ესენი ადამიანს ღირსებას არ ულახავენ და სატელევიზიო დაჭერები არ ხდება, მაგრამ მეორე მხრივ, ეტყობა, ვიღაცებს თავს გაუვიდათ და ზოგიერთი მოეშვა, თორემ სხვას რას დავაბრალო ჩინოვნიკების ასეთი ქცევა? ყველას გვახსოვს, რომ „ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პროგრამა იყო ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, სარეკრეაციო ზონებისდაშვება, რადგანაც ამ მხივ სააკაშვილის რეჟიმმა გაანადგურა ყველაფერი, რისი განადგურებაც შეიძლებოდა, ეკოსისტემის მხრივ სერიოზული ზიანი მიადგა ქვეყანას და ახლა თუ ჩვენ გავაგრძელეთ კაფვა და ძირკვა, მაშინ უდაბნო გვდომებია. ამიტომ მინისტრმა დროზე უნდა მიხედოს საქმეს და თუ მიხედვის შნო არ აქვს, შესაბამისი დასკვნ აგაომიტანოს, რადგანაც შენი საკუთარი ნათესავი, თანამდებობის პირი, იმის ნაცვლად, რომ ზომებს იღებდეს ტყის ჩეხვაზე, კაცი იმუქრება, „კრიშა" მყავს, ცოტა აზრზე მოდითო და არ არის ეს გაუგონარი ფაქტი?


- როცა ნოზაძე დააკავეს, საუბარი იყო იმაზე, რომ ეს დაკავება კორუფციული სქემებს უკავშირდება, სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან სამსახურის ბოროტად გამოყენებასო.


- ეს, რაც დაიწერა, მშრალი ინფორმაციია, მაგრამ შიგნიდან არაერთმა პირმა მომმართა, გარემოს დაცვის სამინისტროში კორუფცია მძვინვარებსო, მაგრამ რახან უკვე ჩაერთო საგამოძიებო სტრუქტურები, დარწმუნებული ვარ, მხოლოდ დაკითხვით არ შემოიფარგლებიან და მარტო ნოზაძეს არ დაკითხავენ, საქმე გამოსაძიებელია და, ჩემი აზრით, ვინაიდან გარემოს დაცვის სამინისტროში შედის ბუნებრივი რესურსები, წიაღისელუი, საკმოდ სერიოზული ფულის შოვნის საშუალება ეძლევათ, თუკი ვინმე დახუჭავს თვალს. მაგალითად, იყო ერთ-ერთი პრობლემა გარემოზე ზემოქმედების შეფასების დებულებაში ახალი ცვლილებების შეტანა, რომლის თანახმადაც გარემოს დაცვის სამინისტრო ითხოვს, საშუალო და მხსვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე წინასწარ იქნას წარმოდგენილი დაგეგმილი საქმიანობის ეკოლოგიური, ეკონომიური და სოციალური ეფექტის დეტალური მონეტარიზებული დოკუმენტაცია.


- ეს რას ნიშნავს?


- ანუ ის, რომ გარემოზე ნებისმიერი სახის ზემოქმედება იქნას ეროვნულ ვალუტაში გამოხატული და ეს მაშინ, როცა მსგავსიტიპის ინფორმაციის მისაწოდებლად საჭიროა მეთოდოლოგია, სამინისტროს კი არ აქვს ეს ყოველივე შემუშავებული, ხოლო ზუსტი და ნათელი მეთოდოლოგიის გარეშე პროეტისთვის ეკოლოგიური, ეკონომიურიდა სოციალური ეფექტის ობიექტური მონეტარული შეფასება წარმოუდგენელია და ჩვენ ვხედავთ, რომ სამინისტროში ამ მხრივაც არის გარკვეული პრობლემები.


ყველას გვეგონა, რომ გარკვეული შვება და დასანახი ეფექტი უნდა მოჰყოლოდა გოგალაძის დანიშვნას და სამინისტროს უნდა ეზრუნა მთელი რიგი პროლემების მოგვარებაზე, საქართვლეოში ეკოსისტემის გამოკვეთაზე, ტყვიაშემცველი ბენზინის შემოტანის პრობლემაზე, მდინარეების დაბინძურების პრობლემაზე, არადა ამ კუთხით არავითარისერიოზული ნაბიჯებიარ გადადგმულა და რეალურად, ჩემიაზრით, კორუფციულისქემებიიკვეთება იმ კუთხითაც, რომ რომელიღაც მხვილ სამრეწველო ობიექტებს აქვთ მწვანე შუქი ანთებული, მათ არ აჯარიმებენ, არადა, ამის დაუჯარიმებლობა ყოვლად გამორიცხულია, ასევე წიაღისეულისა და ბუნებრივი რესურსების მოპოვების კუთხითაც უნდა დაისვას მთელი რიგი კითხვის ნიშნები, ვის აძლევენ ამის უფლებას და აუქციონზე როგორ და რა თანხებში ხდება ამის გატანა. ანუ, ძალიან ბევრი პრობლემაა, მაგრამ ხე-ტყის გაჩეხვა ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა და რატომ ვერ ხდება ამისი შეწყვეტა-შეჩერება, წარმოუდგენელი ამბავია. ჩვენი აზრით, საგამოძიებო სტრუქტურები უნდა დაინტერესდნენ ამ ფაქტითაც, კერძოდ, ზურაბ ჩადუნელის ქცევას ვგულისხმობ და შესწავლილ იქნას ჩემ მიერ ჩამოთვლილ ადგილებზე, ანუ შიდა ქართლში არსებული მდგომარეობა. როგორ ფიქრობთ, ყველაფერი ამის შემდეგ მინისტრს მოგვარებული აქვს საქმე? აქეთ მამიდაშვილია მიშვებული, იქით მოადგილეს იბარებენ მოდულში და 8 საათი დაკითხვა მიდის, გარკვეული კორუფციული სქემები არსებობსო, მე ხუთი წელი ვიყავიეკოლოგიური სამათრლის ცენტრისხელმძღვანელი და ხუთი თითივით ვიცი ეს სქემა, გაჩეხვას ვგულისხმობ, ამ საკითხზე პროცესები მოგვიგია და ზუსტად ვიცი, რო დიდიფული სწორედ ხე-ტყის ბიზნესში კეთდებოდა ყოველთვის გარემოს დაცვაში. იგივე მერაბიშვილის ბიძას სამცხე-ჯავახეთი იმიტომ ჰქონდა ჩაბარებული, მთავარი ფული იქ კეთდებოდა. ახლა თუ არ შეიცცვალა ამ კუთხით რამე, მაშინ რა აზრის ჰქონდა ყველაფერს?


- რა უნდა გაკეთდეს?


- ეს ხალხი უნდა მოსცილდეს, ვინცასეთ საქმეს სჩადის და ხე-ტყის გაჩეხვაზე უმკაცრესი რეგულაციები დაწესდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ვთქვათ, მწვანეს ანთება იმით არის განპირობებული, რომ მაღალჩინოსნებიც არიან ჩართულები ამ სქემებქში და, სავარაუდოდ, ამიტომ იყო დაკავებული ირაკლი ნოზაძე. ეს იფნომრაცია მე მაქვს და საგამოძიებო სტრუქტურებს არ ექნება? ამით ხელისულფებამ გვანახა, რომ საკუთარი გუნდის უახლოეს ადამიანებსაც არ დაინდობს. და ამის მაგალითები ჩვენ გვაქვს, იგივე სოფლის მეურნეობის მინისტრის განთავისულფება და მაღალჩინოსნების დაკავება. თუ ვინმეს ჰგონია, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლების ხელშეუხებლობა და იმუნიტეტი არსებობს, ეს სისულელეა, მათ ჩადენილზე პასუხი მოეთხოვებათ. ვერ გავიგე, მშვენიერი ხელფასები აქვთ, პრემიებს იღებენ და ყველა საშუალება აქვთ, რომ ქრთამი არ აიღონ და რა ხდება? ცოტა აზრზე მოვიდნენ და ვიღაცას თავში ნუ აუვარდება, რადგანაც სააკავშილის დროს ყველას გვახსოვს, მინისტრების როგორი „კარუსელი"ტრიალებდა და ერთიც ვნახოთ, ამათ რომ სხვა „კარუსელი" დაუტრიალდეთ, არა?



კომენტარისთვის ვუკავშირდებით გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელს, მაია სიხარულიძეს:

 


- რასაც მჟავანაძე ამბობს, ეს არის... მე მოგაწვდით მარტივ სტატისტიკას და გამოიტანეთ დასკვნა, რომ მისი სიტყვები არის აბსურდი. ჩვენი სამინისტრო, სწრაფი რეაგირებს სამსახურსი თანამშრომლეი და მობილური ჯგუფებიახორციელებენ პატრულირებას მთელი საქართველოს მასშტაბით, ცხადია, ამ მხრივ არც შიდა ქართლის რეგიონებია გამონაკლისი. 2014 წლის სტატისტიკა ხე-ტყის ჭრის ფაქტების შესახებ ასეთია, მაგალითისათვის, თბილისში 8 ფაქტი...


- თქვენ არ ადასტურებთ, რომ ხსენებულ რეგიონში ყოველდღიური ჭრის ფაქტებიარსებობს? სტატისტიკა სტატისტიკად და ამ რეგიონში რა ხდება?


- შიდა ქართლში გამოვლინდა ხე-ტყის უკანონო ჭრის 88 ფაქტი, ანუ საუბარი იმაზე, რომ ვინმეს მხრიდან ხდება ვინმეზე ხელის დაფარება, არის აბსოლუტური აბსრუდი.


- რაც შეეხება სატყეო სამსახურის ხელმძღვანელ ზურაბჩადუნელს, რომელიც არ რეაგირებს უკანონო ჭრაზე, ნამდვილად მინისტრ გოგალაძის ნათესავია?


- რაც შეეხება ბატონ ზურაბ ჩადუნელს, ის ნამდვილად სატყეო სამსახურის უფროსია, გეთანხმებით, ის დაახლოებით 10 წელია ამ სფეროში მუშაობს და ამ პოზიციაზე შერჩეულია მისი გამოცდილების მიხედვით და...


- არის მინისტრის ნათესავი?


­- ეგ ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ პროფესიონალია.




გაზეთი ალია

თამარ ოქრუაშვილი


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016