reportiori.ge - როგორ გამოიყენებენ „ნაციონალები“ ეროსი კიწმარიშვილის საეჭვო გარდაცვალებას?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 09:11
პრეს-დაიჯესტი
როგორ გამოიყენებენ „ნაციონალები“ ეროსი კიწმარიშვილის საეჭვო გარდაცვალებას?
ავტორი:
18 ივლისი, 2014. 20:15



ეროსი კიწმარიშვილის საეჭვო ვითარეაში გარდაცვალებამ ყველა მოვლენა გადაფარა. ეს არის თემა, რაზეც ძალიან დიდხანს ისაუბრებენ.

 


ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე, „ალიას" კითხვებს პასუხობს:

 


- ბატონო მამუკა, რამდენიმე ვერსიამ გაიჟღერა, რა იცით კიწმარიშვილის ბურუსით მოცულ გარდაცვალებასთან დაკავშირებით? როგორ ფიქრობთ, ეს არის მკვლელობა თუ თვითმკვლელობა. რა ინფორმაციას ფლობთ?



- რამდენიმე ვერსიამ გაიჟღერა, ოპოზიცია ხელისულფებისკენ იშვერს ხელ, ბევრი ადამიანი საურობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" აწყობდა ამის გაკეთება, მესამე არის ტრივიალური თვიმკვლელობა, გარკვეული საყოფაცხოვრებო, თუ პირადი ამბების გამო. მოდით, ამ საკითხს ასე შევხედოთ, ყველა ამ ვერსიას აქვს თავის დიდი მინუსები. ერთ-ერთ უცხოურ გამოცემაში წავიკითხე, რომ ეროსი კიწმარიშვილი იყო მედიამაგნატი. აი, ასე მოხდა მისი პრეზენტირება. ჩვენ ხომ ვიცით, რომ დღეს ეს სიმართლეს არ შეესაბამება და ამ ეტაპზე ის არ იყო მედიამაგნატი. რასაკვირველია, ეროსი კიწმარიშვილი მედიამენეჯმენტობის თვალსაზრისით ერთ-ერთი მსხვილი ფიგურა იყო, მაგრამ წარსულში. უნდა ითქვას, რომ ხელისუფლებისთვის ეროსი კიწმარიშვილის სიკვდილი უარყოფითის გარდა, არაფრისმომტანი არ არის. თუ იმ ვერსიას მივყვებით, რომ თითქოს ხელისუფლებას აწყობდა კიწმარიშვილის სიკდვილი, ეს არის გამორიცხული. რაც შეეხება „ნაცმოძრაობას", მოდით, დავსვათ კითხვა, რაში უნდა აწყობდეთ კიწმარიშვილის მკვლელობა მათ? აქ არის ასეთი პასუხი, - შეიძლება „ნაცმოძრაობას" იმისთვის დასჭირვებოდა ეროსის სიკვდილი, რომ მან ძალიან ბევრი იფნომრაცია იცოდა და როგორც ჩანს, რაღაცეების ლაპარაკი დაიწყო. ყოველ შემთხვევაში მისი მემუარებიამაზე მეტყველებს. დარჩა მესამე ვერსია, თითქოს საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მოიკლა თავი. ესეც შეიძლება ყოფილიყო. ეროსის იმის ნიჭიც ჰქონდა, რომ ცარიელ ადგილზე მტრები გაეჩინა. მას ჰქონდა უამრავი სასამართლო პროცესიც, არ არის გამორიცხული, რომ ესეც ყოფილიყო მისი სიცოცხლის ტრაგიკული დასასრულის მიზეზი. საბოლოო ჯამში, ჩვენ უნდა დავსვათ კითხვა, - ვის უნდა აწყობდეს კიწმარიშვილის სიკვდილი და კვალი აუცილებლად უნდა გამოჩნდეს. არ არის საკმარისი ინფორმაცია იმისთვის, რომ მივიდეთ ლოგიკურ დასკვნამდე.


ჯერჯერობით ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მან შეიძინა 15 ივლისს იარაღი. ჩემთვის არ არის დამაჯერეელი ის ვერსია, რომ ეროსი კიწმარიშვილმა ეს იარაღი თავისი ძმისთვის შეიძინა. თუკი საკუთარი ძმისთვის აკეთებდა ამ საჩუქარს, საკუთარ თავზე კი არ გაიფორმებდა იარაღს, მის ძმას გადაუფორებდა. იარაღის შეძენა მე მაინც მაფიქრებინებს, რომ წინა დღეებქშიმოხდა რაღაც ამბავი, რამაც ის აიძულა, უსაფრთხოების დამატებითი გარანტიები მიეღო. ჩემთვის ასევე საინტერესოა, რატომ არ იმყოფებოდა მანქანაში მისი პირადი დაცვა, დაცვის საქმე ხომ ის არის, მუდმივად მის გვერდით იმყოფებოდეს.



- თქვენ დანამდვილებით იცით, რომ ეროსი კიწმარიშვილს პირადი დაცვა ჰყავდა? ბევრი წყარო ამტკიცებს, რომ კიწმარიშვილი დაცვით არ დადიოდა...



- შეიძლება ვცდები, მაგრამ მე ასეთი ინფორმაცია მომაწოდეს, რომ მას პირად დაცვა ნამდვილად ჰყავდა. გარდა ამისა, ბოლო დღეებში გადაღებული რამდენიმე კადრი ვნახე, სადაც ეროსი საჭესთან არ ზის, ის იჯდა მძღოლის გვერდით. მე არ ვიცი, ამ შემთხევაში ის იყო პირადი დაცვა თუ მძღოლი, მაგრამ ჩემი ინფორმაციით ის პირადი დაცვით დადიოდა. თუ გახსოვთ, პირველივე დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავტოფარეხის დაცვამ დაურეკა ეროსი კიწმარიშვილის პირად დაცვას, რომელმაც შეატყობინა კიწმარიშვილის საზარელი სიკვდილის შესახებ.


დეტალურად ამ საკითხს ვერ ჩავუღრმავდები, რადგან ეს გამოძიების პრეროგატივაა. აქედან გამომდინარე, ვცდილობ, დავადგინო ის ჯგუფები, თუ რომელი ჯგუფის ინტერესში შედიოდა მისისიკვდილი. შეიძლება ასეთიბევრი ჯგუფი იყოს, როგორც პოლიტიკური, ასევე ფინანსური და ბიზნესჯგუფი. სხვათა შორის, კიწმარიშვილის ბოლო ინტერვიუშიარის ერთი საინეტერსო პასაჟი, - აქიმიძის ჯგუფი გაიმარჯვებს თუ ქიბარ ხალვაში, მაინც მე ვარ „რუსთავი 2"-ის პატრონიო. რაღაცნაიარდ ესთემა ურთიერკავშირშია, როგორც ჩანს, რაღაცა ტიპის მუქარები მისი მისამართით იყო, მაგრამ ვერავის დაადებხელს და მის სიკვდილს ვერავის დააბრალებ. ასე რომ, ერთადერთი, ვისაც კიწმარიშვილისსიკვდილიარ აწყობდა, ეს არის ხელისუფლება. კიწმარიშვილი იმდონის ფიგურა არ იყო, რომ შეიძლებოდა ხელისუფლებისთვის პრობლემები შეექმნა.



- ცნობილი აქსიომაა, რომ პოლიტიკაში დიდ საქმეებს ყოველთვის დიდი მსხვერპლი მოჰყვება. ხომ არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დაინტერსებულმა პოლიტიკურმა ჯგუფმა დაგეგმა მისი მკვლელობა, რითაც გადაარჩნა „რუსთავი 2". „რუსთავი 2"-ის დანგრევის შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობა"როგორც პოლიტიკური ძალა, განადგურდებოდა.



- თქვენი შეკითხვიდან საინტერესო ლოგიკა იკვეთება, ხელისუფლებას „რუსთავი 2"-ის ხელში ჩაგდება უნდოდა, ფიზიკურად ლიკვიდირებული იქნა ადამიანი, რომელსაც „რუსთავი 2"-ზე ჰქონდა გავლენა. ეროსი კიწმარიშვილი უკვე პრეზენტირებულია დასავლეთში, როგორც მედიამაგნატი, რომელიც გარდაცვლილი იპოვეს, აქედან გამომდინარე, „ნაცმოძრაობას" შეუძლია ააგოროს ახალი სკანდალი, რომ ხელისუფლებამ ხელში იგდებდა „რუსთავი 2"-ს, მაგიტომ მოიშორა ეროსი კიწმარიშვილი.



- ეროსი კიწმარიშვილის სიკვდილმა გადაფარა ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა, საქართველოში ვანო მერაბიშვილის პროცესზე ჩამოსული იყო უკრაინის ყოფილი შინაგან საქმენთა მინისტრი, რომელიც იანუკოვიჩის რეჟიმს დაპატიმრებული ჰყავდა. მან საინტერესო მესიჯები გააჟღერა, რომ იგი ბოლომდე დაუდგება ვანო მერაბიშვილს, სტრასბურგამდე მივა და ციხიდან დაიხსნის. მანგ საინეტერსო პარალელი გაავლო, მოსამართლეს, რომელმაც მე ციხეში გამიშვა, 4 წელი მიუსაჯესო. უკრაინის ხელისულფება შეიცვალა, ასე იქნება ვანო მერაბიშვილსი შემთხვევაშიცო. ფაქტია, რომ „ნაცმოძრაობა" დიდი მხსვერპლის ფასად აამუშავებს გეგმას „დაბრუნება 2016"...



- უკრაინის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს არ არის ხელისულფებაში და რასაც უნგდა იმას იტყვის. გარდა ამისა, მე ძალიან კარგად ვიცი მიხეილ სააკაშვილსა და მის თანაგუნდელებს რა გავლენა აქვთ უკრაინის ხელისუფლების ერთ ნაწილში, კერძოდ კი „მაიდანის" პუბლიკის ნაწილში. მე არ ვთვლი, რომ უკრაინის ხელისულფების პოზიციაა ლუცენკოს პოზიცია. საკითხის დელიკატურობიდან გამომდინარე, ყველაფერს ვერ ვიტყივ, რადგან ამ გაზეთს მტერიც კითხულობს. როცა ჩვენ ვლაპარაკობთ „ნაციონალებისა" და უკრაინის ხელისუფლების კონტაქტზე, ის მაინც აღიქმება საქართველოსა და უკრაინის კონტაქტად. ამიტომ ბევრ რამეს დღეს ვერ ვიტყივ, რაც შეეხება „თბილისური მაიდანის" მოწყობას, რომელიც „ნაციონალებმა" თავის დროზე დაგვიანონსეს. ის რომ, გარკვეული მოქმედებები ამ მიმართულებით ხორციელდება, ეს ჩანს. არ ვიცი, ხელისულფება რას ხედავს, მაგრამ ფაქტია, საზოგადოება ამას გრძნობს და ხედავს კიდეც. ამას წინათ გია ვოლსკის განცხადება იყო, რომ შემოდგომაზე „ნაციონალური მოძრაობა" ახალ ღონისძიებებს გეგმას. ჩვენ გვაქვს ასეთი სურათი, ერთ მხარეს არის უაღრესად მობილიზებული „ნაციონალური მოძრაობა", რომელი ცსხვადასხვა მიმართულებით ქმნის სპეციალურ ჯგუფებს, სტუდენტების ჯგუფები იქნება ეს, ექსპერტების, არასამთავრობო ორგანიზაციების სახით, ეს ყველაფერი ჩვენს თვალწინ იქნება. დღეს ყველაზე აქტიურები არიან პრონაციონალური არასამთავრობო ორგანიზაციები, ვიდრე ყველა სხვა დანარჩენი. ასევე ჩვენ ვხედავთ, როგორ ხდება ახალგაზრდა ჯგუფების კონსოლიდაცია და მათი ტრენინგები. პარალელურად მიდის ძალიან საინტერესო კამპანია საზოგადოებისთვის ცნობილი პიროვნებების დისკრედიტაციის. ეს ხდება სხვადასხვა ფორმით, მაგალითად ავიღოთ ირაკლი ბათიაშვილის თემა, როცა მასზე ბაჩანა ახალაიამ თქვა, რომ ციხეში ფეხზე დადგომით მიშა სააკაშვილის სადღეგრძელოებს სვამდაო. ჩემს შემთხვევაშიც მოხდა ასეთი რამ და ასევე სხვების შემთხვევაშიც, რასაც აღარ ჩამოვთვლი. მიკვირს კიდეც, პირდაპირი ბმა საკითხისადმი არ არის, მაგრამ ეს ახდენს ძალიან დიდი შთაბეჭდილებას საზოგადოებაზე. ასე რომ, სტრატეგია გააზრებულად და ძალიან კარგად მოფიქრებულია, თუმცა ამის კონტრსტრატეგიას ქვეყანაში ვერ ვხედავ. როცა ასეთი კონსოლიდირებული ძალა არსებობს, ხელისუფლებამ სხვანაირად უნდა იმოქმედოს, რადგან „ნაციონალების" სახით ეს არის კედელზე ჩამოკიდებული თოფი, რომელიც აუცილებლად გაისვრის. მე არ ვიცი„ თბილისური მაიდანი" ამ შემოდგომაზე მოხდება თუ მომდევნო შემოდგომაზე, მაგრამ ის, რომ აუცილებლად მოხდება, ამის თქმა დანამდვილებით შემიძლია.



ევროწარმომადგენლების ასეთი კატეგორიული განცხადებები გიგი უგულავას დაპატიმრებასთნა დაკავშირებით, აი, ამ კონტექსტში ზის. ჩვენ კონტაქტი გვაქვს ამერიკულ დიასპორასთან და ისინი განგაშით გვეუბნებიან, რომ აქ „ქართული ოცნება" 1-ელ ოქტომბერს დამთავრდა, მას შემდეგ მუშაობენ მხოლდ „ნაციონალები" ძალიან აქტიურად. მინდა გითხრათ, რომ 2012 წლის 1-ლი ოტომბრის „ნაციონალების" მარცხი ბევრად რეზონანსულიიყო ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვიდრე საქართვლეოში. ეს იყო ამერიკული პოლიტიკური ისტებლიშმენტისთვის მთავარი ნიშანი, რომ დასრულდა „ნაციონალური მოძრაობა", მაგრამ ეს სიტუაცია დღეს შეცვლილია. ასე რომ, შენს კითხვაზე ასე ვუპასუხებ, - „თბილისური მაიდანისთვის" მომზადება მიდის, არ არის გამორიცხული, რომ ეს გათვალისწინებულია 2016 წლის გაზაფხულისთვის.



დღეს „ნაციონალური მოძრაობა" არის ჩასაფრებულის პოზიციაში და ხელისულების ყველა შეცდომას გამოიყენებს, „ნაცმოძრაობა" ძალიან კაგად აცნობიერებს, რომ ხალხს ძალიან კარგად ახსოვს მათი დანაშაულები, აქედან გამომდინარე ისინი შეეცდებიან, დრო გაიყვანონ, რათა ხელისულფებამ უფრო მეტი შეცდომა დაუშვას, რაც მათ დანაშაულებს გადაფარავს, ამის შემდეგ დაიწყებენ ისინი აქტივობას.



თუ ასეთი ტემპით წავიდა ქვეყანაში გარდაქმნები, უფრო გამძაფრდება ხალხის აგრესია, უფრო გამწვავდება რიტორიკა, რასაც დღეს ხალხი ამბობს, კი, „ნაციონალები" ცუდექბიიყვნენ, მაგრამ მაშინ რაღაცა მაინც შენდებოდა. მე, მაგალითად, ხელთ ჩამივარდა „ოცნების" ბუკლეტი, სადაც ჩამოთვლილია მათ მიერ გაკეთებული საქმეების ნუსხა. ამ ერთიბუკლეტის გარდა, სადმე ვინმემ ეს ამაბვი იცის? მე მგონი, ხელისულფების ზოგიერთი წარმომადგნელისთვის აღმოჩენა იყო ის, რა გააკეთეს თვითონ. ეს არის ამ ხელისუფლების უბედურება, რომ ვერაფრით ვერ მიიტანა საზოგადოებამდე ის, რასაც აკეთებენ და ამის ნაცვად ერთმანეთთა კინკლაობით არიან დაკავებული. მე ზუსტად ვიცი, რომ ბევრი რამ გააკეთეს, მაგრამ, სამწუხაროდ, იმასაც ვერ ახერხებენ, რომ საზოგადოებამდე სწორად მიიტანონ. ამ ყველაფერს კი მათი მოწინააღმდეგე იყენებს. მე გეტყვით, რომ ამ შემოდგომაზე „თბილისურ მაიდანს" არ ველოდები, რადგან ისინი მზად არ არიან, თუმცა ველოდები, რომ შეაგროვებენ კომპრომატებს, დაელოდებიან, ხელისუფლება რა შეცდომებს დაუშვებს და შემდგომ დაარტყამს. ვიდრე არსებობს ისეთი ორგანიზატორი, როგორიც არის გიგა ბოკერია, ჩათვალეთ, რომ ეს პროცესი გეგმიურად მიდის.





გაზეთი ალია

ნინო სამხარაძე


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016