reportiori.ge - გიორგი ტუღუში : ამნისტიასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიამ განმარტა რომ პროცესი კანონდარღვევით წარიმართა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:41
პოლიტიკა
გიორგი ტუღუში : ამნისტიასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიამ განმარტა რომ პროცესი კანონდარღვევით წარიმართა
ავტორი:
18 ივლისი, 2013. 12:49

ანგარიშის "ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა შესახებ 2013 წლის პირველი ნახევრის" პრეზენტაცია ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ტუღუშმა დღეს გამართა. მისი ინფორმაციით, ამნისტიასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიამ პირდაპირ მიუთითა, რომ პროცესი კანონდარღვევით წარიმართა და უგულვებელყოფილი იქნა, როგორც კონსტიტუციის, ასევე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები. მისივე განცხადებით, ზოგადად მთელი პროცედურა კანონის უზენაესობის პრინციპთან წინააღმდეგობაში მოვიდა. ამასთან, ანგარიშში ასევე საუბარი არის თბილისის მერიის მაღალჩინოსნებისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის დაკავების ფაქტებთან დაკავშირებით. გიორგი ტუღუშის განცხადებით, ყოფილ პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებით, პროკურატურის არგუმენტი, რომლის თანახმად აუცილებელი იყო აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის გამოყენება, არ იყო დამაჯერებელი. ტუღუშის განმარტებით, პროკურატურამ ვერ წარმოადგინა მყარი არგუმენტაცია იმ კუთხით, რომ მერაბიშვილი მიიმალებოდა ან მოწმეებზე გავლენას იქონიებდა.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016