reportiori.ge - დღეს ვახტანგ კიკაბიძის დაბადების დღეა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 07:54
კულტურა
დღეს ვახტანგ კიკაბიძის დაბადების დღეა
ავტორი:
19 ივლისი, 2014. 18:02


დღეს ქართველი კინომსახიობის, საესტრადო მომღერლისა და კინორეჟისორის, ვახტანგ კიკაბიძის დაბადების დღეა.  


ვახტანგ კიკაბიძე 1938 წლის 19 ივლისს თბილისში დაიბადა. 1959-1965 წლებში სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1961-1963 წლებში უცხო ენათა ინსტიტუტში. 1959 წლიდან იყო ფილარმონიის არტისტი. 1967 წლიდან ვოკალურ ინსტრუმენტალურ ანსამბლ „ორერას" სოლისტი. საერთაშორისო კინო ფესტივალზე „კარტახანი-70" მიღებული აქვს პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ფილმში „არ დაიდარდო", სახელმწიფო პრემია ფილმში „მიმინო".


კიკაბიძეს კინემატოგრაფიაში შექმნილი აქვს მრავალი დაუვიწყარი სახე, რომლებიც მაყურებელმა მალე შეიყვარა. მათ შორისაა ფილმები „არ იდარდო!", „მიმინო", „ვერის უბნის მელოდიები" და სხვა.


ვახტანგ კიკაბიძე არის სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის, ასევე მრავალი საერთაშორისო სიმღერისა და კინოფესტივალის ლაურეატი. კავალერი ორდენების: ღირსების, ვახტანგ გორგასლის III ხარისხის, ნიკოლოზ საკვირველმქნელის და წმინდა კონსტანტინე დიდის ჯვრის რაინდი. 1999 წელს მოსკოვში „ვარსკვლავების მოედანზე" მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.






(მოამზადა ნინი მოდრეკილმა)


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016