"თავისუფალი საქართველოს" და ბანკებისა და კერძო იპოთეკარების მიერ დაზარალებული მოქალაქეების ერთობლივი აქცია-ბრიფინგი, 11:00 საათიდან სახელმწიფო კანცელარიასთან მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა შეაგროვეს ხელმოწერები, რომელსაც კანცელარიაში შეიტანენ. მათი მოთხოვნაა პარლამენტმა დაასრულოს ბანკებსა და იპოთეკარებთან დაკავშირებული საკითხი, რომელიც დაწყებულია და პირველი მოსმენის შემდეგ შეჩერდა. პარტია „თავისუფალი საქართველოს" გენერეალურმა მდივანმა, ალექსანდრე შალამბერიძემ არსებულ საკითხთან დაკავშირებით „რეპორტიორთან" კომენტარი გააკეთა:
„ეს პრობლემა დიდი ხანია არსებობს ქვეყანაში. პარლამენტმა დაიწყო ამ საკითხის გადაწყვეტა, თუმცა, პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი და შემდგომ გააჩერა. მოვითხოვთ რომ სექტემბრის თვეში, ვიდრე დაიწყება საპრეზიდენტო არჩევნები, ორი მოსმენით დაასრულოს ამ კანონპროექტის მიღება, რათა ადამიანებს შეეძლოთ ნორმალური ცხოვრება. ის მოქალაქეები, რომლებიც სააკაშვილის დროს ბანკებმა ჩააგდეს ამ დღეში, უნდა შეიცვალოს". - აცხადებს ალექსანდრე შალამბერიძე