სინოპტიკოსები 4 სექტემბრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიზე ამინდის გაუარესებას ვარაუდობენ. ამის შესახებ ,,რეპორტიორი" გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრის უფროსს, სვეტლანა ნიორაძეს ესაუბრა.
„მიმდინარე წლის 4 სექტემბრის დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს ტერიტორიაზე შავი ზღვის მხრიდან გავრცელებას იწყებს ბალტიის ზღვიდან გადმონაცვლებული ციკლონი და მასთან დაკავშირებული შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასები. აღნიშნული სინოპტიკური პროცესი გაგრძელდება 5 სექტემბრის გვიან საღამომდე და გამოიწვევს დასავლეთის მიმართულების ქარის გაძიერებას, ჰაერის ტემპერატურის მკვეთრ დაწევას, დასავლეთ საქართველოში ძალიან ძლიერ წვიმებს, ზოგ რეგიონში სეტყვას, ზღვის ძლიერ ღელვას და ცალკეულ მდინარეებზე ძლიერ წყალმოვარდნებს. გააქტიურდება მეწყერსაშიში უბნები. 6 სექტემბრიდან გამოიდარებს მთელი საქართველოს მასშტაბით".
გარემოს ეროვნული სააგენტო, მოსალოდნელი ზარალის შემცირებისა მიზნით, შესაბამის სამინისტროებსა და გამგეობებს გაფრთხილებას დღეს გადაუგზავნის.