reportiori.ge - რატომ უნდა ვერიდოთ მზის გამოსხივებას
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 08:05
სხვადასხვა
რატომ უნდა ვერიდოთ მზის გამოსხივებას
21 ივლისი, 2014. 13:22


ზაფხულის მწველი მზე პირველ რიგში კანზე ახდენს ზეგავლენას. მავნე ულტრაიისფერი სხივები ნეგატიურად მოქმედებს და სერიოზულ ზიანს აყენებს კანს. ჭარბი დასხივების დროს მთელი რიგი  დერმატოლოგიური დაავადებები იჩენს თავს: დამწვრობა, ლაქები სხეულზე, აქერცვლა და სხვა პათოლოგიური პროცესები.


ულტრაიისფერი სხივებით მიღებული დამწვრობა მკვეთრად ზრდის  კანის სიმსივნის ალბათობას.   განსაკუთრებით საყურადღებოა მათთვის ვინც ალერგიულია მზის მიმართ.


ბრიტანეთის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტიუტის ეპიდემიოლოგიური ცენტრის დირექტორმა ჰოუპ-სიმპსონმა ჯერ კიდევ 1969 წელს ივარაუდა, რომ გრიპის ეპიდემია მზის მაღალი აქტივობის შედეგი იყო. დღეს უკვე მეცნიერული შესწავლის საფუძველზე დადგინდა რომ მზის მაღალი აქტიობა სერიოზულად აზიანებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას და აქვეითებს სხვა რიგი დაავადებებისადმი ორგანიზმის ბრძოლის უნარს. ასევე მზეზე დიდხანს დგომა ზრდის  ვირუსითა და სოკოთი ინფიცირების რისკს.


კაცობრიობის განვითარების პროცესში ადამიანის კანს მზის ულტრაიისფერი სხივების წინააღმდეგ დამცველი რეაქცია გამოუმუშავდა. ეს არის მელანინი, რომელიც ყავისფერი პიგმენტით განისაზღვრება. კანში მელანინის არსებობა გენეტიკით არის განპირობებული. მელანინის ჭარბი გამომუშავება არ არის იმის წინაპირობა, რომ კანს ზიანი არ მიადგება.  კანზე ოდნავი რუჯიც კი ნიშნავს, რომ კანის უჯრედები დაზიანების პროცესშია. მუდმივი გარუჯვა დნმ-ის მოლეკულაში უჯრედების ზრდასა და დაყოფაზე პასუხისმგებელ გენებს აზიანებს, ამან კი შესაძლოა კანის კიბოს პროცესი წარმოშვას.


მზის სხივებით გამოწვეული პათოლოგიების თავიდან ასარიდებლად აუცილებელია მზეზე ყოფნის დრო შევზღუდოთ დილის 11-დან  საღამოს 5-6 საათამდე, ამ დროს ულტრაიისფერი გამოსხივება ინტენსიურია. 


იმისათვის რომ, მიუხედავად მზის გავლენისა ვისიამოვნოთ ზღვაზე ყოფნითა და გარუჯვით, აუცილებელია გავითვალისწინოთ შემდეგი რჩევები: უნდა ვერიდოთ თაკარა მზეზე დიდხანს თავდაუბურავად ყოფნას. ხშირად გადავაადგილდეთ ჩრდილში, ვაკონტროლოთ სითხის მიღების  რეჟიმი, მივიღოთ ინტერვალებითა და ჩვეულებრივზე მეტი  რაოდენობით, რადგან წყლის მიღებისას ორგანიზმი გამოყოფს ოფლს, რომელიც გვიცავს გადახურებისგან.

 

 მზის აბაზანები არ არის რეკომენდებული მათთვის ვისაც აღენიშნება:

 

  • არტერიული წნევის მნიშვნელოვნად მომატება;
  • ძლიერი ანემია;
  • სისხლდენა ცალკეული ორგანოებიდან;
  • ონკოლოგიური პათოლოგია
  • კანის ზოგიერთი დაავადება.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016