reportiori.ge - დღეს დავით გურამიშვილის დაბადების დღეა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 08:43
კულტურა
დღეს დავით გურამიშვილის დაბადების დღეა
ავტორი:
21 ივლისი, 2014. 15:01


დღეს დავით გურამიშვილის დაბადების დღეა. ქართველი პოეტი 1705 წელს, გორისუბანში დაიბადა. ძველ საქართველოში დამკვიდრებული წესისამებრ მაღალი წოდების ბავშვები პირველ წლებში აღსაზრდელად  გლეხების ოჯახში მიჰყავდათ. როგორც პოეტი ლექსებში წერს, მშობლებმა ის აღსაზრდელად ძიძას მიაბარეს. „თურქ-ყიზილბაშობის" გამო დავითმა შესაფერისი სასკოლო განათლება ვერ მიიღო.



დავით გურამიშვილი ტრაგიკული ამბების მოწმე და მონაწილე იყო. ქართლი რიგ-რიგად გადათელეს, დაარბიეს, ააოხრეს ჯერ ყიზილბაშებმა, შემდეგ ოსმალებმა. ლეკებიც სარგებლობდნენ ქვეყნის აწიოკებითა და ითბობდნენ ხელს რბევა-თარეშით. თბილისის მიდამოებსა და ქართლის ბარში ცხოვრება შეუძლებელი გახდა.ახალგაზრდა პოეტმა ადრევე მიიღო მონაწილეობა ბრძოლებში.



1727 წელს დავითი ოცდაორი წლის იყო, ახლადდაქორწინებული, როდესაც ლეკიანობის შიშით თავის მოყვრებს შეეფარა ლამისყანაში. ზაფხულის ერთ დღეს აქ დავითს ლეკები დაესხნენ თავს და ლამისყანიდან დაღესტნის მიმართულებით გაიტაცეს. დავითმა გაპარვა სცადა, თერთმეტი დღე მიიკვლევდა გზას და როგორც თვითონვე გადმოგვცემს, მშიერმა და ფიზიკურად განადგურების ზღვრამდე მისულმა, მხოლოდ მე-11 დღეს გააღწია "სარუსეთოს". გაქცევის მარშრუტი პოეტს, როგორც ჩანს, ტყვეობაშივე ჰქონდა მოფიქრებული. ამაზე მეტყველებს მისი ცნობილი ლექსის „ტყვეობითგან გაპარვა დავითისა".



მფარველი რუსი მეგობრების ხელშეწყობით თერგი-ასტრახანის გზით 1729 წელს პოეტი უკვე მოსკოვში ვახტანგ მეექვსის კარზე იყო. მას ჯაბადარბაშის საკმაოდ მაღალი სახელო (თანამდებობა) უბოძეს და საქართველოს გამოხსნისთვის, რის იმედს ჯერ კიდევ არ კარგავდა ვახტანგ მეექვსე, მომავალ ბრძოლებში საჭირო იარაღის საწყობები ჩააბარეს.



დავით გურამიშვილისთვის მეტად სასარგებლო აღმოჩნდა მოსკოვში, გატარებული წლები, ვახტანგის კარი კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობის აქტიურ კერად გადაიქცა.


ვახტანგის გარდაცვალების შემდეგ (1737) სამშობლოში დაბრუნების იმედგაწყვეტილმა ემიგრანტებმა რუსეთის ქვეშევრდომობა მიიღეს. 1738 წელს მათ შექმნეს ქართველ ჰუსართა ასეული, რომელიც შემდეგ პოლკად გადაკეთდა, და მამულები მიიღეს რუსეთის სხვადასხვა პროვინციებში, მეტწილად უკრაინაში.



გურამიშვილის ბედი მჭიდროდ დაუკავშირდა უკრაინასა და ქართველ ჰუსართა პოლკს. მან მამული მიიღო სამხრეთ უკრაინაში - მირგოროდსა და ზუბოვკაში. 1738-1760 წლებში მონაწილეობდა ოსმალეთის, შვეციისა და პრუსიის წინააღმდეგ რუსეთის ლაშქრობებში, თავი ისახელა ერთგულებითა და სიმამაცით.



პრუსიასთან შვიდწლიან ომში (1756-1763) გურამიშვილი ტყვედ შეუპყრიათ და 1759 დეკემბრამდე მჯდარა მაგდერბურგის ციხეში. 1760 წლისათვის მრავალჭირნახულ და სენთაგან დაუძლურებულ პოეტს პორუჩიკის ჩინით თავი დაუნებებია სამხედრო სამსახურისათვის, თავის ახალგაზრდა მეუღლესთან ტატიანა ვასილის ასულ ავალიშვილთან ერთად საბოლოოდ დამკვიდრდა უკრაინაში და შესდგომია გაპარტახებული სახლ-კარისა და მეურნეობის აღდგენას. როგორც ჩანს, მძიმე პოლიტიკური სიტუაციის გამო სამშობლოში დაბრუნება ვეღარ მოუხერხებია. სიცოცხლის დანარჩენი წლები გურამიშვილმა უკრაინაში გაატარა. აქტიურად მონაწილეობდა უკრაინის ქართული ახალშენის ცხოვრებაში. გურამიშვილი 1792 წელს გარდაიცვალა მირგოროდში, დაკრძალულია ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ეზოში.



მწერალმა თავის ლიტერატურულ მემკვიდრეობას თავი მოუყარა ერთ კრებულში და 1787 წელს საკუთარი ხელით გადაწერილი „დავითიანი" პოტიომკინის კარზე მყოფ მირიან ბატონიშვილს (ერეკლეს ძეს) გამოატანა საქართველოში. გურამიშვილის პოეტურმა მემკვიდრეომაბ სწორედ ამ ერთადერთი ავტოგრაფიული კრებულის სახით მოაღწია.



კებული პირველად 1870 წელს დაიბეჭდა, ხოლო 1955 გამოქვეყნდა აკადემიური გამოცემა. „დავითიანი" მთლიანადაა თარგმნილი რუსულ და უკრაინულ ენებზე. ცალკეული თხზულებანი კი თარგმნილია რამდენიმე სხვა უცხოურ ენაზე.






(მოამზადა ნინი მოდრეკილმა)


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016