reportiori.ge - სტრესი და მასთან ბრძოლის სტრატეგიები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 10:10
სხვადასხვა
სტრესი და მასთან ბრძოლის სტრატეგიები
21 ივლისი, 2014. 16:09


სტრესი-XXI საუკუნეში პრობლემების გამომწვევ  ფუნდამენტსაც და შედეგსაც ერთდროულად წარმოადგენს. სტრესთან საბრძოლველად და მის დასაძლევად არაერთი რჩევა არსებობს, რომელიც გვასწავლის სტრესულ სიტუაციაში როგორ მოვიქცეთ, ან რა სახის პრევენციას მივმართოთ, რომ თავიდან ავირიდოთ სტრესი და დაძაბულობა.



სტრესი- ეს ტერმინი პირველად კანადელმა ფიზიოლოგმა ჰანს სელიემ განსაზღვრა. „ ორგანიზმის არასპეციფიკური პასუხი მისდამი წაყენებულ ნებისმიერ მოთხოვნაზე". (ჰ.სელიე)


ეს არის ორგანიზმის რეაქტიულობის დაძაბვის მდგომარეობა, რომელიც წარმოიქმნება ადამიანში განსაკუთრებული ან პათოლოგიური გამაღიზიანებლის ზემოქმედებით და რომელიც იწვევს ორგანიზმის არასფეციფიკური ადაპტაციური მექანიზმის დაძაბვას. მოკლედ რომ ითქვას სტრესი  წარმოადგენს ორგანიზმის ფსიქიკური დაძაბულობის მდგომარეობას.


სტრესის გამომწვევ ფაქტორებს ყველგან ვაწყდებით, ეს არის სამსახური სახლი თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები. სამსახურში ყველა პირობაა იმისათვის, რომ ადამიანი ჭკუიდან შეიშალოს და ამ ყველაფერს თავშეკავება ან დიდი ალბათობით არაადეკვატური საქციელი მოჰყვეს. ორივე შემთხვევაში დაზარალებული არის ის, ვინც ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იმყოფება.  ამას გარდა საყვარელ ადამიანთან კამათი, გაუთავებელი საყვედურების მოსმენა, სრულიად უცხო ადამიანისგან ზეწოლა და კიდევ უამრავი ფაქტი, რომელიც საკმარისია ადამიანისთვის, ჩავარდეს სტრესში და გახდეს დეპრესიული.



დაძაბულობასა და სტრესს ყოველთვის მოჰყვება შედეგი. ის ანგრევს ადამიანის ჯანმრთელობას და შეუძლია მძიმე სომატური და  ფსიქიკური დაავადებების გამოწვევა.  ასევე  ინფაქტი, კუჭნაწლავისა და მომნელებელი სისტემის დაავადებები და ვინ იცის კიდევ რა. ან უბრალოდ ადამიანი გამოიწრთობა სტესულ სიტუაციებში და იძენს ხასიათის სიმტკიცეს.  რათქმაუნდა ეს უკანასკნელი უფრო დამაიმედებლად ჟღერს. 


სტრესის დროს სისხლში დიდი რაოდენობით ადრენალინი გამოიყოფა . ადამიანის ტვინი ვერ ეგუება დაძაბულ სიტუაციას და დაუფიქრებლად წინასწარი გაანალიზების გარეშე იწყებს ყვირილს, შეურაწყოფას, უსამართლოდ ისვრის სიტყვებს, რადიკალურ გადაწყვეტილებებს იღებს, რაც შემდგომში მის მომავალს განსაზღვრავს.


როგორ ავარიდოთ თავი სტრესს?

დასაწყისისთვის მთავარია მიზნად დავისახოთ სტრესის დამარცხება.  „პრობლემები საფასურია, რომლებსაც პროგრესისთვის ვიხდით" (ბრინჩ რიკი). საჭიროა სტრესს და დაძაბულ სიტუაციას შევხედოთ ისე, როგორც ჩვენი გაძლიერების ახალი ალტერნატივების გამოყენების საწინდარს.  გარემო გვაიძულებს სხვა გზების ძიებას და წინ შეიძლება სრულიად ახალი შესაძლებლობები გაგვიჩნდეს. ხშირად ამართლებს გამოთქმაც  „ზოგი ჭირი მარგებელია"-ო და ალბათ ასეც არის. ამიტომ სანამ დაუფიქრებელ ნაბიჯებს გადავდგამთ ვიფიქროთ იმაზე თუ სიტუაციიდან მშვიდად როგორ გამოვიდეთ და ჩვენს სასიკეთოდ როგორ გამოვიყენოთ მომენტი.


სტრესისა და დაძაბულობისგან განთავისუფლების  საშუალებები


ძილი ყველაზე უებარი საშუალებაა სტრესის დროს, მაგრამ თუ დღეა და თუ არ გაქვთ ძილის სურვილი სჯობს დრო უქმად არ დაკაგოთ.


შეიცვალეთ იმიჯი- ეს ქალების ყველაზე საყვარელი მეთოდია და საინტერესო ის არის, რომ მართლა მოქმედებს! ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ადამიანები დიდი ცვლილებების განხორციელების წინ რადიკალურად იცვლიან იმიჯს და სტილს, ამ ყველაფერს ისინი ქვეცნობიერად აკეთებენ.



ესტუმრეთ სალონს და თუნდაც სტილის შეცვლას არ აპირებდეთ,  თმის გამაჯანსაღებელ პროცედურებს მიმართეთ. თავის კანზე შეხება ნერვულ სისტემას ამშვიდებს და სასიამოვნოც არის, როდესაც თმები ლამაზად და ჯანსაღად გამოიყურება.



წადით „საშოპინგოდ"-  ნებისმიერ ადამიანს ახარებს ახალი ტანსაცმლის შეძენა. ეს მეთოდი ყურადღებას გადაგატანინებთ და განწყობასაც გაგიუმჯობესებთ. არ აქვს მნიშვნელობა შეიძენთ თუ ვერა ძვირფასს ტანისამოსს, შოპინგ-თერაპიის დროს მოიზომეთ ყველაფერი რაც მოგეწონებათ.



თვალი გადაავლეთ ძველ ნივთებს-  ძველი, ბავშვობისდროინდელი ნივთების გახსენება ალბათ ყველას უყვარს. ადამიანთა უმეტესობას ერთი ნივთი მაინც აქვს, რომელიც ტკბილ მოგონებებს უკავშირდება.



გაიჩინეთ ჰობი - ჰობი საყვარელი საქმიანობაა, რომელიც ადამიანის ინდივიდუალობას უსვამს ხაზს. რუტინული და დამღლელი დღის შემდეგ საყარელი საქმით დაკავება შვება და ერთგვარი განმუხტვაა. სტრესულ სიტუაციაში ადამიანები საკუთარ „მე"-ს კარგავენ, ამიტომ აუცილებელია ჩვენი ინდივიდუალობა ისევ აღმოვაჩინოთ ჩვენში.



დაკავდით სპორტით- სტრესისგან გათავისუფლების ერთერთი ეფექტური და ამასთანავე ჯანსაღი მეთოდია. ტრენაჟორებზე ვარჯიშისას, აუზში ცურვისას ან უბრალოდ ბუნებაში სირბილის დროს დეპრესიული აზრები სადღაც ქრება. ამას გარდა გარკვეული დროის შემდეგ ფიზიკურ შედეგს დაინახავთ.


„ვივიწყებთ წარსულს, ვკარგავთ მომავალს" -იმისათვის რომ ვებრძოლოთ სტრესულ სიტუაციებს, საჭიროა არ დავივიწყოთ თითოეული შემთხვევა და გავიხსენოთ ემოციების გარეშე, რათა ცივ გონებაზე შევძლოთ ფიქრი იმასთან დაკავშირებით როგორ მოვიქეცით და როგორ უნდა მოვქცეულიყავით, მომავალში სტრესული სიტუაციებიდან თავის დასაღწევი გზების საძიებოდ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016