reportiori.ge - ,,არტ-გენმა" აფხაზეთის დღეს უმასპინძლა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 09:06
კულტურა
,,არტ-გენმა" აფხაზეთის დღეს უმასპინძლა
21 ივლისი, 2014. 23:19


ეთნოგრაფიულ მუზეუმში დღეს ფესტივალმა "არტ-გენმა" აფხაზეთის დღეს უმასპინძლა. ღონისძიება აფხაზეთის ა/რ მთავრობისა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.



ფესტივალს აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ბელა კოპალიანი, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება ესწრებოდა.



ფესტივალზე, აფხაზეთის დღის ფარგლებში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ქორეოგრაფიულმა და ფოლკლორულმა ანსამბლებმა: აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლმა, და სახელოვნებო სკოლა "აფხაზეთი 2"-მა. ასევე მოეწყო სპორტული სანახაობები, გამოფენილი იყო აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდა მხატვრების ნახატები, ქართული კალიგრაფიული ნიმუშები და აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეების ნამუშევრები.



აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო ყოველწლიურად იღებს მონაწილეობას ფესტივალში და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოწვეულ შემსრულებლებთან ერთად წარმოაჩენენ აფხაზეთის მდიდარ კულტურულ ტრადიციებს.


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016