reportiori.ge - "მოდი, აქ დაჯექ, ქალო" - პატიმრების სიმღერა, რამაც გიგი უგულავა გლდანის ციხიდან გააქცია!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 09:17
პრეს-დაიჯესტი
"მოდი, აქ დაჯექ, ქალო" - პატიმრების სიმღერა, რამაც გიგი უგულავა გლდანის ციხიდან გააქცია!
ავტორი:
22 ივლისი, 2014. 10:33


"მოდი აქ დაჯექ, ქალო!!!" - ამ სიმღერით შეხვედრიან თურმე პატიმრები, როგორც იქნა გაბაწრულ გიგი უგულავას, როგორც კი თავი გლდანის ციხეში შეუყვია... ეს ქვეყნად დამდგარი ჯოჯოხეთის პირველი საზვერე გამოდგა ყოფილი ჩინოსნისთვის, რომელმაც, არც მეტი, არც ნაკლები, ვერ გაუძლო და უტირია, უთქვამს, "აქედან წამიყვანეთო"... "ნაცების" ხროვამ ხომ 9 წლის მანძილზე უმოწყალოდ ჩაყარა იქ ლამის ნახევარი საქართველო. ციხის თემა ჩემთვის, ვინც ის ჯოჯოხეთი გამოვიარე, წესით, ტაბუდადებული უნდა იყოს, მაგრამ "ნაცებს" რომ სცოდნოდათ, რა შავი დღე მოელოდათ, მე ხომ თითსაც არ დამაკარებდნენ. ჟურნალისტი ყველგან ჟურნალისტია, რომელმაც იმდენი ვნახე მაშინაც და კიდევ იმდენი მაქვს საწერი, რომ ახლა მეც კი მიკვირს, როგორ გამოვანგრიე ციხის კედლები იმ დროს, როცა ჩემამდე ჯერ კიდევ თითო-ოროლა ბედავდა წერას. მე ის ადამიანი ვარ, რომელმაც ახლა გაქცეულ, ახალაიას უზრდელ მაღალჩინოსან გენერალს, სისასტიკით ცნობილ რეზო ჭარბაძეს, მოშიმშილე პატიმრებს ფეხები რომ შემოგვილაგა მაგიდაზე, ის ფეხები ჩამოვაღებინე... ახლაც თვალწინ მიდგას გაქცეული გენერალ დავით ჭაკუას გამშრალი სახე, რომელსაც ჩემი გამბედაობით გაკვირვებულს თვალები კეფაზე აუვიდა.



ციხე ის ადგილია, სადაც ნაღდად არავის ემღერება და თუ უგულავას ასე შეხვდნენ, ეს "ნაციონალებისგან" გამწარებული ხალხის ამოძახილი იყო, ეს ის განაჩენი იყო, რომელიც პატიმრებმა მისვლისთანავე გამოუტანეს ციხის ახალ ბინადარს. მე, მაგალითად, როცა გაიგეს, რომ ჟურნალისტი ვიყავი და თანაც უდანაშაულო, თავიდანვე, თქვენ აქ რა გინდათო, მითხრეს, იმ წუთში ციხეშიც კი თავისუფალი ადამიანი ვიყავი. უგულავას ასე არ მოქცევიან, მას ცუდი რამ შესთავაზეს...



ისე, დღეს "მატროსოვის" ციხე რაღაც კარგი გამოგონებაა "ძლიერთა ამა ქვეყნისათა" თავშესაფარად, რადგან "ნაცებმა" იციან, რომ სხვაგან არ გაახარებენ. ასე რომ, "მატროსოვი" დღეს კარგი "ნაკრძალია". აბა, ახალაიას, შაშკინისა და კოხტაპრუწა ხათუნა კალმახელიძის დროს ის "ქართული გულაგი" იყო, სადაც მიშას ლამაზმანმა, დამნაშავე კალმახელიძემ "მატროსოვის" ქალთა ზონა ქართული "ბერლინის კედლით" ორად გაყო, ერთ მხარეს მაბეზღრები, ჩამშვებები და მეორე მხარეს, დაუმორჩილებელი ქალები იყვნენ მოთავსებული. ჩამშვებებს ყველაფერი შესდიოდათ, იქვე ნაშიმშილარი ქალები ნერწყვებს ყლაპავდნენ. ასეთ საზოგადოებას აყალიბებდნენ "ნაცები".



გასაკვირია, ახლა რომ ქვეყანა შეყარეს უგულავას მხარდამჭერმა მუსიკოსებმა და მომღერლებმა, მაშინ სად იყვნენ ეს სახეები, როცა იმავე "მატროსოვზე" ქართველ დედებს აწამებდნენ და ნამდვილ გოლგოთას უწყობდნენ?!. ყველას კარგად გვახსოვს, "მატროსოვიდან" პატიმრები წამებით რომ გადაასახლეს, მხოლოდ იმისთვის, რომ "მიშა, წადიო!" იძახდნენ... მაშინ, 2009 წლის 11 აპრილს, არც ბიძინა ივანიშვილი ჩანდა ჰორიზონტზე და არც ცოცხების შესახებ იცოდა ხალხმა რაიმე, როცა რეჟიმს პარტიზანულად უთხრეს უარი ციხეში გამომწყვდეულმა ქართველმა ქალებმა. იმ ათასობით ციხეგამოვლილ ქალს პროკურატურა არც ერთს არ ედავებოდა მილიონებს, როგორც უგულავას ედავებიან. ჰოდა, ასეთი მერი საზოგადოების ერთი მუჭა ფენისთვის თურმე სანიმუშო... ამ ხალხისთვის ყველა ხელისუფალი სათავისო და მისთვის ამბრაზურაზე მკერდგადასაფარებელია. უგულავას ფეხებთან დაშვებულ ქომაგებზე, შოუმენებსა და შოუმასხარებზე ნაკლები დამსახურება როდი აქვს სწორედ მერიის გაზეთის ცნობილ ჟურნალისტს დალი დვალს, რომელიც პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირი იყო, რომელსაც, როცა წამლების დასაფინანსებლად მერიის სოციალური სამსახურისთვის მიუმართავს, იქიდან ასეთი პასუხი მიუღია: "საქალაქო სამსახურს შესაბამისი პროგრამა არ გააჩნიაო"...



გთავაზობთ ჟურნალისტის მინაწერს მერიიდან გაგზავნილ ფურცელზე:



"ნეტავ, რა ასაკის ხართ, რომ ჩემმა წერილმა, სადაც ვწერდი, რომ მუნიციპალიტეტის ორგანოს გაზეთ "თბილისის" ცნობილი ჟურნალისტი გთხოვდით დახმარებას, გული ოდნავადაც არ შეგიტოკათ. თქვენი უპროგრამობა რა საკვირველია?!" - ამ სიტყვებით მთავრდებოდა მინაწერი... ეს ის მერი გახლდათ, რომელმაც მე, ჟურნალისტი, არ მიმიღო, აპარატის უფროსმა ოფიციალურად მაცნობა ერთი დღით ადრე - ბატონ გიგი უგულავასთან შეხვედრაზე გეცნობებათო. ის დღე აღარ დადგა. მისი ჯიბისა და კარის ჟურნალისტებს, კარგად ვიცით, როგორ პომპეზურად იღებდა.



ამიტომ მეც და ქალბატონი დალი დვალიც ვითხოვთ, მერიის სოციალური სამსახურის უფროსმა და მერიის აპარატის უფროსმაც დატოვონ სამსახური, სანამ ახალი მერი გაათავისუფლებთ, თუ კიდევ უარესი არ დაემართათ...



რა ცინიკურია, როცა დამნაშავე მერს ლელა წურწუმია აქციაზე "მშვიდობის ხიდიდან" მადლობას უხდის, რომ არა უგულავა, ის "ვარსკვლავების სახლი" დღესაც დაუმთავრებელი იქნებოდაო. ის თუ იცის წურწუმიამ ან მამალაძემ, რომ ასევე ცნობილმა სახეებმა ყიფშიძის #5-ში მშენებარე სახლის დასრულებაზე მიმართეს უგულავას, ოღონდ რეჟიმის არამხარდამჭერებმა, ქალაქის მერმა მათ ასე უპასუხა: "ჩარეცხილების სახლს" არ ავაშენებო!.."

კიდევ გავაგრძელო?!.





(გაზეთი "კვირის ქრონიკა", ნანა სულავა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016