reportiori.ge - ცნობილი ბაღის დაარსების ისტორია- მუშტაიდმა ქართველი ცოლი სტამბულის ტყვეთა ბაზარზე იყიდა (ფოტოკოლაჟი)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 10:24
სხვადასხვა
ცნობილი ბაღის დაარსების ისტორია- მუშტაიდმა ქართველი ცოლი სტამბულის ტყვეთა ბაზარზე იყიდა (ფოტოკოლაჟი)
ავტორი:
22 ივლისი, 2014. 09:43



შენობების ისტორიათა ციკლი კვლავ გრძელდება. სახლი, რომელიც, ალბათ, ყველას გინახავთ, თბილისის ერთ-ერთ უძველეს პარკშია აშენებული.


ის ერთ დროს პარკის მშვენება იყო. შემდგომ სხვადასხვა დანიშნულებას ასრულებდა (სანაყინე კაფე, სამეჯლისო ცეკვების შემსწავლელი დარბაზი)...


თავდაპირველად კი ირანიდან საქართველოში ჩამოსულმა მირ ფეთეხ-აღა სეიდ თავრიზიმ ააშენა. ის ირანის აზერბაიჯანში შიიტების რელიგიური ლიდერი - მუჯთაჰიდი იყო. სწორედ მისი სასულიერო წოდებისაგან წარმოსდგა ბაღის სახელიც - მუშტაიდი, რომელიც XIX საუკუნის 30-იან წლებში დაარსდა, მაგრამ ძალიან ცოტამ თუ იცის მისი ნამდვილი ისტორია.



ფეთეხ-აღა სეიდ თავრიზი დიდგვაროვანი ოჯახიდან იყო, განათლებული, კეთილი, გულუხვი და მიმტევებელი. ამიტომ ყველამ ადვილად შეიყვარა და სახელიც მალე გაუვარდა. იგი რუსეთის მთავრობამ გადაიბირა და თავის სამსახურში ჩააყენა, რის გამოც ირანის შაჰმა სამშობლოდან გამოაძევა.


მუშტაიდი თბილისში საყვარელი მეუღლის რჩევით დასახლდა, რომელიც სტამბულის ტყვეთა ბაზარზე იყიდა. ის ულამაზესი ქართველი ქალი, სახელად ნინო გახლდათ. მუშტაიდის ბაღს საფუძვლად სევდიანი ისტორია უდევს.


ხელისუფლებამ მუშტაიდს მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მიწის ნაკვეთი გამოუყო. ნინოს თბილისში მშობლები ცოცხლები აღარ დახვედრიან, დარდისაგან ავად გამხდარა და ძალიან მალე, ექვს თვეში გარდაცვლილა. საყვარელი მეუღლე მუშტაიდმა სახლის წინ დაკრძალა და საფლავზე უამრავი წითელი ვარდი დარგო. საღამოობით ის დიდხანს იჯდა მის საფლავთან და გლოვობდა.


საფლავის ირგვლივ რგავდა უამრავ ვარდს, ყვავილს, ბუჩქსა და ხე-მცენარეს. სწორედ ასე დაიწყო ამ შესანიშნავი ბაღის გაშენება. მოსარწყავად მუშტაიდმა მტკვრიდან 12-კილომეტრიანი არხი გამოიყვანა.



1845 წელს იგი შაჰმა შეიწყალა და თავრიზში დაბრუნდა. ბაღი კი ერთ ვაჭარს მიჰყიდა. დროთა განმავლობაში ბაღი სასეირნო და გასართობ ადგილად იქცა. აქ მრავალი გასართობი და თავშესაქცევი იყო: რესტორანი, ბუფეტი, პავილიონი, საზაფხულო თეატრი. პირველი საჰაერო ბურთი ამიერკავკასიაში სწორედ აქედან აუშვეს.






ამჟამად ბაღი განახლების სტადიაშია, მალე აქ ახალი ატრაქციონები გაიხსნება. მიუხედავად იმისა, რომ ბაღმა რამდენჯერმე გამოიცვალა სახელი, სამუდამოდ შერჩა დამაარსებლის, მუშტაიდის სახელი.





 


(მოამზადა თეო ტაბატაძემ) 

 

 

 

(წყარო: http://teasblogi.wordpress.com/)

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016