reportiori.ge - საქართველო უცხოეთის მასმედიაში - 22.07.2014
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 06:58
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
საქართველო უცხოეთის მასმედიაში - 22.07.2014
22 ივლისი, 2014. 12:49



„კომერსანტი" (რუსეთი): საქართველოს ახალი მთავრობა ეყოლება: კოალიციის მთავარმა პოლიტიკურმა ძალებმა თავიანთი მინისტრები შეინარჩუნეს

„ეხო" (აზერბაიჯანი): „კაბინეტური რევოლუცია" საქართველოში: პრემიერმა მინისტრები შეცვალა

„ნოვოე ვრემია" (უკრაინა): ვერა ქობალია: „ჩვენ ბრძოლა იმ პარტიასთან წავაგეთ, რომელიც უფრო პრორუსული გამოდგა, ვიდრე გვინდოდა"

„პარლამენტსკაია გაზეტა" (რუსეთი): ვლადიმერ ხომერიკი: „რუსეთის მთავრობა საქართველოს მოსახლეობას რუსული ენის შესწავლაში უნდა დაეხმაროს"

„კომსომოლსკაია პრავდა" (რუსეთი): რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა გამოუშვა ვერცხლის მონეტები, რომლებზეც თხაბა-იერდის ქართული ტაძარია აღბეჭდილი

„ტერტი" (სომხეთი): სომეხ პოლიტოლოგთა კომენტარები თბილისში სურბ ეჩმიაძინის ეკლესიასთან მომხდარი ინციდენტის შესახებ

„ნოვოე ვრემია" (უკრაინა): კიევში ქართველი „კანონიერი ქურდი" რამაზ წიქორიძე, მეტსახელად „რამაზ ბაღდადელი" დააკავეს

-----------------------------------------------

 

 


„კომერსანტი" (რუსეთი), 22 ივლისის, 2014 წელი

 

 

http://www.kommersant.ru/doc/2530003?isSearch=True 

 

 

საქართველოს ახალი მთავრობა ეყოლება: კოალიციის მთავარმა პოლიტიკურმა ძალებმა თავიანთი მინისტრები შეინარჩუნეს

სტატიაში გადმოცემულია საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებაში მომხდარი საკადრო ცვლილებები.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობიდან ხუთი მინისტრი გაათავისუფლა, ორს კი მოღვაწეობის სფერო შეუცვალა და განაცხადა, რომ ეს  ყველაფერი გამიზნულია „მთავრობის მუშაობის ეფექტურობის ასამაღლებლად", - ნათქვამია სტატიაში. იქვე ჩამოთვლილია გათავისუფლებულ-გადაადგილებული მინისტრების ვინაობაც.

 

„კონსტიტუციის თანახმად, მთავრობის სამი წევრის შეცვლის შემდეგ (საქართველოს მინისტრთა კაბინეტში კი 19 წევრია) მთავრობა გადამდგარად ითვლება, ხოლო ახალმა შემად-გენლობამ პარლამენტში „ნდობის ვოტუმი" უნდა მიიღოს. „პრემიერი პრეზიდენტს კაბინეტის ახალ პერსონალურ შემადგენლობას ერთი კვირის განმავლობაში წარუდგენს, - განმარტა საპარლა-მენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ, - სახელ-მწიფოს მეთაური კი, თავის მხრივ, კანდი-დატურებს პარლამენტს გადასცემს. საკანონ-მდებლო ორგანოს აქვს ერთი კვირა, რათა კანდი-დატურები განიხილოს და „ნდობის ვოტუმი" ხმის მიცემით გამოუცხადოს", - აღნიშნულია სტატიაში.

 

„თბილისში ყურადღებას აქცევენ იმ გარემოებას, რომ იმ საკვანძო მინისტრებმა, რომლებიც მმართველ კოალიცია „ქართულ ოცნე-ბაში" შემავალ ძირითად პოლიტიკურ ძალებს წარმოადგენენ, თავიანთი თანამდებობები შეინარ-ჩუნეს: ესენია „თავისუფალი დემოკრა-ტების" ლიდერები ირაკლი ალასანია (თავდაცვის მინისტრი) და თეა წულუკიანი (იუსტიციის მინისტრი), აგრეთვე „რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენელი, სამოქალაქო თანასწორობისა და შერიგების მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი.

 

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მრჩეველმა, ეკონომისტმა გია ხუხაშვილმა „კომერსანტთან" საუბარში აღნიშნა, რომ ხუთი მინისტრის გათავისუფლებით პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დანარჩენებს მიანიშნა, რომ მათ „უფრო ეფექტურად იმუშაონ", - აღნიშნულია პუბლიკაციაში.

 

 


 

 

„ეხო" (აზერბაიჯანი), 22 ივლისი, 2014 წელი

 

http://echo.az/article.php?aid=67391

 

„კაბინეტური რევოლუცია" საქართველოში: პრემიერმა მინისტრები შეცვალა

 

საქართველოში „კაბინეტური რევოლუცია" მოხდა - ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური საკადრო ცვლილება მთავრობაში. ირაკლი ღარიბაშვილმა თავისი კაბინეტის 7 მინისტრი შეცვალა, - აღნიშნავს აზერბაიჯანის გაზეთი „ეხო".

 

ექსპერტები მრავალ ვერსიას ახმოვანებენ და ცდილობენ საქართველოს მთავრობაში მომხდარი ცვლილებები ახსნან. ზოგიერთი ამას ასოცირების შეთანხმებას და რუსეთის დაინტერესებას უკავშირებს, ზოგი კიდევ მმართველ კოალიცია „ქართულ ოცნებაში" ლიდერებს შორის არსებულ დაძაბულ ურთიერთობას, - აღნიშნულია პუბლიკაციაში. ავტორი იმოწმებს გაზეთ „კომერსანტს" და აღნიშნავს, რომ მმართველ კოალიცია „ქართულ ოცნებაში" შემავალმა ძირითადმა პოლიტიკურ ძალებმა თავიანთი მინისტრები შეინარჩუნეს: ესენია „თავისუფალი დემოკრატების" ლიდერები ირაკლი ალასანია (თავდაცვის მინისტრი) და თეა წულუკიანი (იუსტიციის მინისტრი), აგრეთვე „რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენელი, სამოქალაქო თანასწორობისა და შერიგების მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი. „მაგრამ რამდენად „საიმედოა" ამგვარი „თანამდებობრივი დაზღვევა", ამას დროს აჩვენებს", - ნათქვამია სტატიაში.

 


„ნოვოე ვრემია" (უკრაინა), 22 ივლისი, 2014 წელი

 

http://nvua.net/opinion/kobalija/Pochemu-RF-pytaetsya-vernutsya-v-proshloe-3776.html

 

ვერა ქობალია: „ჩვენ ბრძოლა იმ პარტიასთან წავაგეთ, რომელიც უფრო პრორუსული გამოდგა, ვიდრე გვინდოდა"

 

უკრაინულ პრესაში ყოფილმა ქართველმა მინისტრებმა სტატიების გამოქვეყნება დაიწყეს. ისინი თავიანთ პუბლიკაციებში მხარს უჭერენ უკრაინის ხელისუფლებას რუს აგრესორებთან და იმპერიალისტებთან ბრძოლაში.

 

ერთ-ერთი ასეთი ავტორთაგანია საქართველოს ეკონომიკის ექს-მინისტრი ვერა ქობალია, რომლის სტატია  ჟურნალ „ნოვოე ვრემიაში" გამოქვეყნდა სათაურით „რატომ ცდილობს კრემლი რუსეთის მოსახლეობის წარსულში დაბრუნებას". მასში „გაანალიზებულია" რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკა აგიტაცია-პროპაგანდის სფეროში და რასაკვირველია, დასკვნებიცაა „გაკეთებული", თან საქართველოს გამოცდილების გათვალისწინებით.

 

როგორც სტატიის შინაარსიდან ირკვევა, ეკონომიკის ექს-მინისტრი პოლიტიკურ პრობლემების კვლევაზე გადართულა და რუსული პროპაგანდის მეთოდები გამოუკვლევია. „რუსეთი „ძველი კეთილი დროის" აღდგენის იდეაზეა ჩაციკლული, სწორედ ამიტომაა ამდენი პიონერები, სამაისო დღესასწაულები, ხუთწლედები... რას იზამ, ხალხს ნოსტალგია აქვს, ხელისუფლება კი ამით კარგად სარგებლობს. კრემლის პროპაგანდა  საბჭოთა კავშირის ნოსტალგიაზე პარაზიტობს და რუს ხალხს მომავლის ხედვა-გააზრებაში ხელს უშლის. როგორ უნდა აეხილოს ხალხს თვალები? ზოგჯერ ვხუმრობთ ხოლმე, რომ ყალბი რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში ყველაზე საუკეთესო ხერხია ინტერნეტი. ამ ხუმრობაში სიმართლის მარცვალი ნამდვილად არის, მაგრამ ინტერნეტი მოსკოვსა და პეტერბურგს იქთ, ფაქტიურად, არ არსებობს. პროვინციებში, ტელევიზორის გარდა, ინფორმაციის სხვა წყაროს ვერ ნახავ, - წერს საქართველოდან უკრაინაში წასული და ნათელი მომავლის მშენებელი ვერა ქობალია.

 

„რატომ? იმიტომ, რომ ტელევიზორიდან გავრცელებული ინფორმაციით ადამიანს ადვილად აკონტროლებ, მით უმეტეს, როცა ძირითადი სატელევიზიო არხები სახელმწიფოს ხელშია. თუმცა ინტერნეტშიც ფაქტები ძალიან დამახინჯებულია, მათ გადამოწმებას ვერ შეძლებ. მე აქ, უკრაინაში ყოფნისას რამდენჯერმე შევესწარი ისეთ ახალ ამბებს, რომლებშიც გადმოცემულია „კიეველი დამსჯელების" მიერ გამოწვეული მსხვერპლი და ნგრევა, არადა, ისინი სინამდვილეში სირიული და ერაყული კადრები გამომდგარა.

 

მოსკოვი იგივე სცენარით ცდილობდა საქართველოში თავისი პროპაგანდის გავრცელებას 2008 წლის აგვისტოში. რუსებს აჩვენებდნენ, თუ როგორ ბომბავდნენ გორს თვითონ და შემდეგ ამბობდნენ, რომ ცხინვალი ქართველებმა დაბომბესო. ეს ძალიან მკვეთრ დისონანსს იწვევდა: ჩვენ ვიცოდით, რომ ამ ყველაფერს რუსები სჩადიოდნენ, მაგრამ აგრესორებს მაინც ჩვენ გვიწოდებდნენ. აბა, რა უნდა გვეთქვა იმ ადამიანისათვის, რომელიც გეუბნება, რომ მან თავისი თვალით ნახა ტელევიზორით გადაცემული კადრები. ამას წინათ მე წავიკითხე სტატია, სადაც ნათქვამია, რომ ვლადიმერ პუტინი „კაგებე"-ში მუშაობის დროს პროპაგანდის საკითხებზე მუშაობდა, ანუ მან ეს საქმე კარგად იცის.

 

ამიტომაც ადამიანებს [ინფორმაციის მიღების თავისუფლება] და არჩევანის უფლება უნდა მისცე - მათ უნდა ისწავლონ დასკვნების დამოუკიდებლად გაკეთება, ანალიზი და ფაქტების ერთმანეთთან შედარება. 

 

 

საჭიროა ინფორმაციის მოპოვების ალტერნატიული გზების ძიება. საქართველოში დღეს ზალიან დიდი პროპაგანდა მიდის და მოსახლეობა დღემდე რუსულ ტელეარხებს უყურებს. ჩვენ მივხვდით, რომ ადამიანებისთვის ინტერნეტით სარგებლობის უფლება არასაკმარისია, მან უნდა იცოდეს ძიებაც არამარტო რუსულ, არამედ სხვა ენაზეც. ამიტომაც დავიწყებინეთ ბავშვებს უცხო ენების შესწავლა. კიდევ ერთი იდეა, რომელიც ჩვენ საქართველოში განვახორციელეთ, ეს კონოფილმების ინგლისურ ენაზე ჩვენებაა, ქართული სუბტიტრებით. თავის დროზე ამისთვის გვაკრიტიკებდნენ...

 

როცა დემოკრატიულ ქვეყანასა აშენებ, რეფორმების გატარება უფრო ძნელია. ვიდრე ავტორიტარიზმის დროს, მოსახლეობისათვის ცვლილებები ძნელი გადასატანია. ეს იმითაც დასტურდება, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ორი ვადის შემდეგ ბრძოლა იმ პარტიასთან წააგო, რომელიც უფრო პრორუსული გამოდგა, ვიდრე გვინდოდა.

 

რამდენად შევძელით საქართველოში რუსული პროპაგანდისა და რუსეთთან დაკავშირებული ილუზიების განეიტრალება? ვფიქრობ, რომ საკმარისად. ქართველი ახალგაზრდობა, ახალი თაობა უკვე აბსოლუტურად სხვაგვარად მსჯელობს და აზროვნებს. მათი საბჭოთა კავშირში ვერავინ ვეღარ დააბრუნებს", - წერს ვერა ქობალია.

 

 




„პარლამენტსკაია გაზეტა" (რუსეთი), 22 ივლისი, 2014 წელი

 

http://www.pnp.ru/news/detail/65234

 

ვლადიმერ ხომერიკი: „რუსეთის მთავრობა საქართველოს მოსახლეობას რუსული ენის შესწავლაში უნდა დაეხმაროს"

 

მოსკოვში, „პარლამენტსკაია გაზეტას" პრეს-ცენტრში, გუშინ, 21 ივლისს გაიმართა ვიდეოკონფერენცია თემაზე „რუსული ენის სტატუსი და შესწავლა დსთ-ის ქვეყნებში". 

 

როგორც ფონდ „ქართველი და რუსი ხალხების ერთობის" პრეზიდენტმა ვლადიმერ ხომერიკმა განაცხადა, რომ ქართველების ახლა თაობამ, ძველისაგან განსხვავებით, რუსული ენა ფაქტიურად აღარ იცის. ამ პრობლემის გადასაწყვეტად საქართველოს რუსეთის მთავრობის დახმარება ესაჭიროება. „როცა შენს ენას მსოფლიოს ქვეყნებში ავრცელებ, ამით მეგობრებს, მხარდამჭერებს და მოამაგეებს იძენ. ამიტომაც რუსეთი უნდა ეცადოს, რომ რუსული ენის ცოდნა და შესწავლა რაც შეიძლება მეტი ადამიანისათვის იყოს ხელმისაწვდომი", - აღნიშნა ვლადიმერ ხომერიკმა.

 

თავის მხრივ, მოსკოვის ლომონოსოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსული ენისა და კულტურის ინსტიტუტის დირექტორმა ვერა სტეპანენკომ დაამატა, რომ საქართველოში რუსული ენისადმი ინტერესი არასდროს არ შესუსტებულა: „ქართველი ახალგაზრდობა ჩვენთან, ტესტირების ცენტრში, სიამოვნებით მოდის, რათა რუსული ენის ცოდნის დონე თვითონვე შეამოწმონ. როცა ამის შესაძლებლობა საქართველოში არ იყო, ისინი სომხეთში დადიოდნენ", - აღნიშნა ექსპერტმა.






„კომსომოლსკაია პრავდა" (რუსეთი), 22 ივლისი, 2014 წელი

 

http://www.kp.ru/print/news/1797846/

 

რუსეთის ცენტრობანკმა გამოუშვა ვერცხლის მონეტები, რომლებზეც თხაბა-იერდის ქართული ტაძარია აღბეჭდილი

 

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა გამოუშვა სამრუბლიანი ვერცხლის მონეტები, რომელზეც ინგუშეთში, ჯეირახის რაიონში, საქართველოს საზღვართან მდებარე თხაბა-იერდის ტაძარია აღბეჭდილი. მონეტაზე წარწერაა - „ინგუშეთი. თხაბა-იერდის ტაძარი".

 

საინტერესოა, რომ თხაბა-ერდი რუსეთის ტერიტორიაზე არსებული ყველაზე უძველესი ქრისტიანული ტაძარია, აგებულია მე-8 - მე-9 საუკუნეებში.

 

ვერცხლის მონეტები, რომლის წონა თითოეულის 31,1 გრამია, სულ ხუთი ათასი ცალია გამოშვებული. დამზადდა აგრეთვე 10 მილიონი ეგზემპლარი 10-რუბლიანი მონეტა, რომლებზეც ინგუშეთის ღერბია აღბეჭდილი.

 

- მიმოქცევაში იმ მონეტების გაშვება, რომლებზეც თხაბა-იერდის უძველესი ტაძარი და ინგუშეთის ღერბია გამოხატული, მნიშვნელოვანი მოვლენაა. ძალიან სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ მონეტები მიმოქცევაში რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იქნება, - განაცხადა ინგუშეთის რესპუბლიკის მეთაურმა იუნუს-ბეკ ევკუროვმა.

 

შენიშვნა: თახაბა-იერდი არის შუა საუკუნეების ქართული ტაძარი ინგუშეთში, ჯეირაჰ-ასინის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე. ის ერთ-ერთია იმ ტაძართაგან, რომელიც ქართველმა მისიონერებმა ააგეს ვაინახურ ტომებში ქრისტიანობის გასამტკიცებლად. ტაძარი შეტანილია რუსეთის ფედერალური მნიშვნელობის ძეგლთა ნუსხაში.





„ტერტი" (სომხეთი), 22 ივლისი, 2014 წელი

 

http://www.tert.am/ru/news/2014/07/21/tbilisi3/

 

სომეხ პოლიტოლოგთა კომენტარები თბილისში სურბ ეჩმიაძინის ეკლესიასთან მომხდარი ინციდენტის შესახებ

 

თბილისში სურბ ეჩმიაძინის ეკლესიასთან მომხდარი ინციდენტის შესახებ კომენტარებს  სომეხი პოლიტოლოგები აკეთებენ, - იუწყება სომხური გამოცემა „ტერტი".

 

როგორც ალიკ ეროიანცი მიიჩნევს, ინციდენტი ნამდვილად ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე მოხდა, რადგან გაისმოდა დედის გინება სომხებისა და სომხური მრევლის მიმართ. მისი აზრით, ქართველმა სამართალდამცველებმა ვერ იმოქმედეს კანონის თანახმად, თორემ ადრევე რომ ჩარეულიყვნენ, ჩხუბს ადვილად აღკვეთავდნენ. „ეს ინციდენტი გამოძიებული უნდა იყოს", - დასძინა ალიკ ეროიანცმა.

 

 

 

 

არარეგისტრირებული პარტია „ვირქის" თანათავმჯდომარის დავით რსტაკიანის თქმით, მას ამ კონკრეტულ ინციდენტზე არაფრის თქმა არ შეუძლია, რადგან დეტალები არ იცის, მაგრამ ის, რომ საქართველოში რელიგიური შეუწყნარებლობა ხშირად ხდება, ეს ფაქტია: „ვინც გინდა იყოს ლიდერი - სააკაშვილი, ივანიშვილი თუ მარგველაშვილი, დაპირისპირება ხან ძლიერდება, ხან სუსტდება", - თქვა მან, - ეკლესიასთან გოგო-ნას ავტომანქანის გამო მომხდარი ინციდენტის ნამდვილი მიზეზები რომ ჩამოვთვალო, ქრონოლოგიურად მეფე არგიშდამდე მივალ... აი,  სულ ორიოდე დღის წინათ, ახალქალაქში მდებარე სომხური ციხე-სიმაგრის კედლებთან ქართულ სამღვდელოებას ქვები სატვირთო მანქანებით მოაქვს. საქართველომ ევროკავ-შირთან დადებული შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა, და მოვლენები ერთიანი ჯაჭვით განვითარდა".

 

სომხეთის პარლამენტის ჯავახკელი ექს-დეპუტატმა აიკ სანოსიანმა განაცხადა, რომ ანტისომხური ტენდენცია იგრძნობა, თუმცა ეს ანტისომხური პროპაგანდა მაინც არ არის.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავაეროვნული საქართველოს" თავმჯდომარეარნოლდ სტეპანიანმა „ტერტ"-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჩხუბი მოხდა არა თვით ეკლესიაში, არამედ მის გარეთ, ეზოში, სპორტულ მოედანზე. „იქ იყო არა 50, არამედ 13 ადამიანი და თითქმის ყველა სომეხი... საერთოდ კი, კონფლიქტი სამ ადამიანთან არის დაკავშირებული: სომხეთის სამოციქულო ეკლესიის ქართული ეპარქიის იურიდიული განყოფილების უფროს ლევონ ისახანიანთან, მის ძმასთან და ეკლესიის სულიერ მწყემსთან ტერ მანუკთან... სწორედ იგი აღმოჩნდა ნაცემი, რადგან ძალიან იგინებოდა".

 

არნოლდ სტეპანიანმა აღნიშნა, რომ ეპარქიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ჰაერში გაისროლა და ეს გასროლა მოხდა არა ერთჯერ, როგორც ამტკიცებენ, არამედ შვიდჯერ.

 

საქრთველოში სომხური დიასპორის ერთ-ერთმა  კარგად ინფორმირებულმა წყარომ „ტერტს" აცნობა, რომ ლევონ ისახანიანს უშუალო კონსულტაციასა და მხრადაჭერას უწევს საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მრჩეველი ვან ბაიბურთი. წყაროს თქმით, გუშინ საღამოს და დღეს ლევონ ისახანიანს ყოფილი მმართველი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დელეგაცია ეწვია. შევნიშნავთ, რომ ვან ბაიბურთს რამდენიმე წუთით ვესაუბრეთ. მან აღგვითქვა, რომ დაგვირეკავდა, მაგრამ მან დაპირება არ შეასრულა, - დასძენს „ტერტი"..


 

 


„ნოვოე ვრემია" (უკრაინა), 22 ივლისი, 2014 წელი

 

http://nvua.net/ukraine/V-Kieve-zaderzhan-vor-v-zakone-Ramaz-Bagdadskiy-pytavshiysya-organizovat-shodku-4322.html

 

კიევში ქართველი „კანონიერი ქურდი" რამაზ წიქორიძე, მეტსახელად „რამაზ ბაღდადელი" დააკავეს

 

კიევში ცნობილი „კანონიერი ქურდი" - საქართველოს მოქალაქე რამაზ წიქორიძე, მეტსახელით „რამაზ ბაღდადელი" დააკავეს, - იუწყება უკრაინის შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო.

 



 

 

ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, დაკავებული პიროვნება უკრაინის ტერიტორიაზე მოქმედ იმ დანაშაულებრივ დაჯგუფებას აკონ-ტროლებდა, რომლებიც ბინებს ძარცვავდა და ავტომანაქანებს იტაცებდა. „42 წლის რამაზ წიქორიძე არაერთხელაა ნასამართლევი რუსეთში და საქართველოში. იგი შედის იმ პირთა სიაში, რომლებიც ე.წ.„კანონიერი ქურდების" სახელით არიან ცნობილნი - კრიმინალური ავტორიტეტები, დანაშაულებრივი ჯგუფების ლიდერები და მონაწილეები", - იუწყება კიევის მილიცია.

 

რამაზ წიქორიძე უკრაინის სამართალ-დამცველებს ადრეც ჰყავდათ დაკავებული ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნის წესების დარღვევის გამო, იგი არაერთხელ გაუძევებიათ უკრაინიდან. ამჯერადაც ასე მოუწევს.

 


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016