reportiori.ge - ნოდარ ხადური დღეს 2013 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს წარადგენს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 00:04
ეკონომიკა
ნოდარ ხადური დღეს 2013 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს წარადგენს
22 ივლისი, 2014. 14:40


ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დღეს საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს წარუდგენს.


უმცირესობასთან შეხვედრა 15:00 საათზეა დანიშნული. უმრავლესობას მინისტრი 17:00 საათზე შეხვდება. გასული წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვა ასევე გაიმართება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში. საკითხზე იმსჯელებს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტიც.


პარლამენტში წარდგენილი დოკუმენტის მიხედვით, 2013 წელს მშპ-ს რეალური ზრდის პროგნოზი 6%-ს შეადგენდა, ხოლო ნომინალურ გამოხატულებაში იგი 28.9 მლრდ ლარი იყო. ფაქტიური მაჩვენებლების მიხედვით, 2013 წელს წინა წელთან შედარებით მშპ 3.2%-ით გაიზარდა და 26.8 მილიარდი ლარი შეადგინა.


მშპ-ს ზრდაში ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი ვაჭრობის, გადამამუშავებელი მრეწველობის, სოფლის მეურნეობის დარგებმა და უძრავი ქონებით ჩატარებულმა ოპერაციებმა შეიტანეს. საშუალო წლიურმა ინფლაციამ 0.5 % შეადგინა. 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 7422 500 ათასი ლარით განისაზღვრა, საანგარიშო პერიოდში კი საპროგნოზო მაჩვენებლის 92.1% იქნა მობილიზებული.


2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში გასულ კვირას კომიტეტებში განიხილეს. მისი საბოლოო განხილვა კი, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე შედგება.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016