reportiori.ge - თბილისში უმაღლესი სამედიცინო სტანდარტების ამერიკული ჰოსპიტალი აშენდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 02:14
ეკონომიკა
თბილისში უმაღლესი სამედიცინო სტანდარტების ამერიკული ჰოსპიტალი აშენდება
ავტორი:
22 ივლისი, 2014. 16:51


თბილისში უმაღლესი სამედიცინო სტანდარტების ამერიკული ჰოსპიტალი ფუნქციონირებას ორ წელიწადში დაიწყებს.


ამ საკითხზე სასტუმრო „თბილისი მერიოტში" დღეს პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, „თი ბი სი ჯგუფის" პრეზიდენტი მამუკა ხაზარაძე, გლობალური დეველოპერული და სამშენებლო ჰოლდინგ "კონტის" ხელმძღვანელი კურტ კონტი და ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი დიმიტრი ტვილდიანი ესწრებოდნენ.


ახალი ჰოსპიტალი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება. პროექტს ერთობლივად ახორციელებენ კომპანია „თიბისი ჰოლდინგი," ჰოლდინგი „კონტი" და დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტი (აიეტი).    


ინვესტიციის ოდენობა 60 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ჰოსპიტალში  400 ადამიანის დასაქმდება იგეგმება.


აღსანიშნავია, რომ  დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტი  უცხოეთში „ქართველ ექიმთა სპეციალიზაციის ფონდის" დამაარსებელია, სადაც ამჟამად ამერიკასა და სხვა განვითარებულ ქვეყნებში მოღვაწე 200-ზე მეტი ექიმია გაერთიანებული.


ეს იქნება საერთაშორისო დონის, ამერიკული სტანდარტების მიხედვით აშენებული სამედიცინო დაწესებულებამოგეხსენებათ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მიდის საქართველოს ფარგლებს გარეთ და ხარჯავს უამრავ თანხას სამკურნალოდეს ჰოსპიტალი  კი საშუალებას მისცემს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სამხრეთ კავკასიის მოსახლეობას, საქართველოში მიიღონ უმაღლესი დონის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება. აღსანიშნავია, რომ ფასები იქნება ხელმისაწვდომი და იმაზე ბევრად ნაკლები, რასაც ჩვენი მოქალაქეები ხარჯავენ უცხოეთის სხვადასხვა კლინიკებში. ეს იქნება სამედიცინო ჰაბის დანიშნულების ობიექტი, რომელიც ამავდროულად ამერიკაში და საქართველოს ფარგლებს გარეთ სხვა ქვეყნებში მომუშავე უმაღლესი რანგის პროფესიონალებს საშუალებას მისცემს  მონაწილეობა მიიღონ ამ ჰოსპიტალის ჩამოყალიბებაში არა მარტო როგორც ექიმებმა, არამედ როგორც დამფუძნებელმა აქციონერებმაძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნის წარმატებულნიჭიერ მოქალაქეებს მიეცემათ საშუალება დაბრუნდნენ საქართველოში და აქ იმუშავონ უმაღლესი რანგის სამედიცინო დაწესებულებაშიმივესალმები ამ პროექტს," - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. 


როგორც პრესკონფერენციაზე აღინიშნა, 150 საწოლზე გათვლილ ამერიკული სტანდარტების მრავალპროფილიან ჰოსპიტალში დაინერგება უმაღლესი ამერიკული სტანდარტები და ტექნოლოგიები, რომელსაც ანალოგი არ აქვს საქართველოში. ჰოსპიტალში სამუშაოდ მოწვეულნი იქნებიან  ამერიკაში ლიცენზირებული ქართველი ექიმები. 


ჰოსპიტალის ბაზაზე, სამედიცინო ინსტიტუტ „აიეტისა" და აშშ-ის წამყვანი სამედიცინო უნივერსიტეტების მონაწილეობით, ჩამოყალიბდება და განვითარდება სასწავლო-სამედიცინო ცენტრი, რომელიც ხელს შეუწყობს სამედიცინო დარგის პროფესიონალთა ქსელის გაფართოებას.   





(მოამზადა ნინი მოდრეკილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016