reportiori.ge - რუსი დიპლომატი ბაჩო ახალაიას ცოლის სახლში – ნადარეიშვილებს ბინის ქირას რუსეთის ხელისუფლება უხდის (ვიდეო)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 09:11
პრეს-დაიჯესტი
რუსი დიპლომატი ბაჩო ახალაიას ცოლის სახლში – ნადარეიშვილებს ბინის ქირას რუსეთის ხელისუფლება უხდის (ვიდეო)
ავტორი:
23 ივლისი, 2014. 10:22


ბაჩო ახალაიას მეუღლის ანი ნადარეიშვილის ძმის, ვლადიმერ ნადარეიშვილის საქმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებმა სკანდალური დეტალი ამოატივტივა. მას შემდეგ, რაც სამართალდამცველები ვლადიმერ ნადარეიშვილის საქმესთან დაკავშირებით


მისი მშობლების კუთვნილი ერთ-ერთი ბინის გასაჩხრეკად მივიდნენ, მათ ბინაში შესვლის უფლება მეიჯარემ არ მისცა და განაცხადა, რომ ის რუსი დიპლომატია, რომელიც წლებია აღნიშნულ ბინაში ცხოვრობს.


„კვირა" შეეცადა აღნიშნული დიპლომატის სტატუსის და საქართველოში მოღვაწეობის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას. როგორც აღმოჩნდა პირი, რომელიც ნადარეიშვილების ბინაში წლებია ცხოვრობს, საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციის ხელმძღვანელი ანდრეი სმაგაა.



ვინ არის ანდრეი სმაგა?



10566011_275054302700760_1215633110_ნსაგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური გვერდიდან ირკვევა, რომ ანდრეი სმაგა აღნიშნულ პოსტზე 2009 წლის მარტიდან მუშაობს. მანამდე ის მოსკოვში, ევროკავშირის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. სხვადასხვა დროს დაჯილდოებულია საპატიო სიგელებით, მათ შორის - 2009 წელს, როდესაც ის უკვე საქართველოში იმყოფებოდა, მიღებული აქვს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ჯილდო.

 

 

ცნობისთვის, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 29 აგვისტოს გადაწყვეტილებით, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები შეწყდა. უკვე 2009 წლის 5 მარტს საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან რუსეთის ფედერაციის და 1საქართველოს ინტერესების სექციები გაიხსნა. როგორც აღვნიშნეთ, ანდრეი სმაგა სწორედ ფედერალური ხელისუფლების განყოფილებას ხელმძღვანელობს.


ახალაიას სიდედრმა ლიდია ყურაშვილმა "კვირასთან" საუბრისას დაადასტურა ფაქტი, რომ სახლი ნამდვილად ერთ-ერთ დიპლომატზე, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდშივე აქვს გაქირავებული. თუმცა ახალაიას სიდედრმა მისი ვინაობის დაკონკრეტება არ ისურვა და განმარტა, რომ ამ თემაზე ყურადღების გამახვილება არ სურს.


"ბინა, სადაც ეს დიპლომატი ცხოვრობს, მეუღლის ბინაა და მისი გარდაცველების შემდეგ ჩვენ იმ ბინაში არ შევსულვართ. ეს ბინა 10 წელიწადია დაკეტილია. მას სხვადასხვა დროს სხვადასხვა ადამიანზე ვაქირავებდით. რაც შეეხება ამ დიპლომატს, ის სახელმწიფომ შეუშვა სახლში, ჩვენ ჩვეულებრივ ქირას გვიხდიან. დანარჩენს ვერაფერს ვიტყვი. ეს არის თემა, რომელზეც მე მითხრეს, რომ ნაკლები უნდა ვილაპარაკო, რადგან სახელმწიფო დონის თემაა...გასაკვირს მე ვერაფერს ვერ ვხედავ", - განუცხადა "კვირას" ლიდია ყურაშვილმა.


ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი, დედამისის მსგავსად, "კურიერთან" საუბარში აცხადებს, რომ ათი წელია აღნიშნულ სახლში არ ცხოვრობენ და მისთვის გაუგებარია, რა მოტივით გადაწყვიტეს სამართალდამცველებმა ჩხრეკის ჩატარება.


სტატიები1_55809426ანი-20ნადარეისჰვილი-20პროკურატურასჰი-20იმკოფება-208832თავდაცვის საკითხებში ექსპერტი გიორგი თავდგირიძე ბაჩო ახალაიას ოჯახის წევრების მიერ რუს დიპლომატზე გაქირავების ფაქტს "კვირასთან" აფასებს. თავდგირიძის თქმით, თუ დადასტურდა, რომ აღნიშნული დიპლომატი ბაჩო ახალაიას ოჯახის წევრების ბინაში, ახალაიას თავდაცვისა და შს სამინისტროების ხელმძღვანელის პოსტზე მუშაობის პერიოდშიც ცხოვრობდა - ეს ახალაიას მხრიდან, სულ ცოტა, სახელმწიფო ინტერესების აგდებული დამოკიდებულების გამოვლინება იქნება.


თავდგირიძის თქმით, იმ ფონზე, როდესაც ყოფილი ხელისუფლების ძალოვანი უწყებების მაღალჩინოსნები ღალატისა და ჯაშუშობის ბრალდებით ადამიანებს სასიკვდილოდ სჯიდნენ და უამრავ ადამიანს რუსეთის აგენტობას აბრალებდნენ, გაუგებარია, რა უფლებით ცხოვრობდა ახალაიას სიმამრის ოჯახში რუსი დიპლომატი.


მახრესდეფაულტ1როგორც ექსპერტი განმარტავს, ბაჩო ახალაიას, რომელიც ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების დაცვას კურირებდა, გაცილებით მეტი სიფრთხილე უნდა გამოეჩინა.


"ის ადამიანები, რომლებიც თავდაცვის, ქვეყნის უსაფრთხოების სფეროს კურირებენ, მათ მიმართ ასეთ შემთხვევებში გაცილებით მაღალი მოთხოვნები არსებობს, რიგით მოქალაქეს კანონის ფარგლებში ნებისმიერი სახის კომერციული საქმიანობის განხორციელება შეუძლია, მაგრამ როდესაც საქმე ეხებათ იმ ადამიანებს, რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ საიდუმლო დოკუმენტაციასთან, ამბებთან, რა თქმა უნდა, დამოკიდებულება გაცილებით ფაქიზი უნდა იყოს.


ბაჩო ახალაია, ყოფილი ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად ის ადამიანი იყო, რომელიც რუსეთთან დაახლოებულ პირებს რუსეთის აგენტს უწოდებდა და მათ უმკაცრესად სჯიდა. "ნაციონალური მოძრაობა" კულტურულ კონტაქტებსაც კი ღალატად აფასებდა. ამ ფონზე მისი ოჯახი მატერიალურ ინტერესებზე მაღლა უნდა დამდგარიყო, ასეთი საქციელი და რუსი დიპლომატისთვის ბინის მიქირავება სულ ცოტა მწარე ღიმილს იწვევს", - განუცხადა ექსპერტმა "კვირას".


ცნობისათვის, "ნაციონალურ მოძრაობას" რუს დიპლომატებთან კავშირში არაერთხელ დაუდანაშაულებიათ როგორც რიგითი მოქალაქეები, ისე პოლიტიკოსები. ხშირად მხოლოდ იმის გამო, რომ ფედერალური ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელთან უვახშმიათ, ან სტუმრად მისულან.



"კვირამ" რამდენიმე ასეთი მაგალითი გაიხსენა:



0002007 წელი. ნოემბერი - 7 ნოემბერს ხელისუფლების საწინააღმდეგო მიტინგის დარბევის შემდეგ, სამართალდამცავებმა გამოაქვეყნეს ფარული ვიდეოჩანაწერი, სადაც ცოტნე გამსახურდია ხვდებოდა თბილისის საელჩოში მომუშავე რუს დიპლომატს. მის შესახებ გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერში, სადაც თითქოსდა ცოტნე გამსახურდია საყვედურით მიმართავდა თავის ძმას, პარტია „თავისუფლების" ოპოზიციონერ ლიდერს კონსტანტინე გამსახურდიას, თუ როგორ გაუშვა ოპოზიციამ მომენტი ხელიდან, როცა 150 ათასი ადამიანი იყო შეკრებილი პარლამენტის წინ 2 ნოემბერს. "ნაციონალებმა" რუს დიპლომატთან გამასახურდიას შეხვედრა ამ აუდოჩანაწერთან დააკავშირეს და "საქმეც შეიკერა". გამსახურდია 2008 წელს დააკავეს. საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, რომელსაც 14 წლითა და 6 თვით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, 2012 წელს, პატრიარქის შუამდგომლობის შედეგად გაათავისუფლეს.



02011 წელი - სერგო თეთრაძის საქმე - პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე და კიდევ  სამი პირი 2011 წლის 18 სექტემბერს პასუხისგებაში ჯაშუშობის ბრალდებით მისცეს, რის საფუძველზეც ისინი სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში მოათავსეს. ცნობილია, რომ სასურველი ჩვენების მისაღებად ახალაიას ბრძანებით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის რამდენიმე თანამშრომელი, ჯაშუშობის აღიარების მოთხოვნით, დაახლოებით 4-5 საათის განმავლობაში განუწყვეტლივ ცემდნენ და დამამცირებლად ეპყრობოდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიცერს, ვიცე-პოლკოვნიკ დავით ლონდარიძეს, თადარიგის პოლკოვნიკს სერგო თეთრაძეს და მოქალაქეებს, სერგეი ჩაპლიგინს და გიორგი გორელაშვილს. სასტიკი წამების შედეგად თეთრაძე მე-8 დაწესებულებაში მოთავსებიდან მე-4 დღეს გარდაიცვალა.



გეტ_იმგ07 ივლისი. 2011 წელი: "ნაციონალური მოძრაობა" რამდენიმე ფოტორეპორტიორს აკავებს. მათ ბრალი ჯაშუშობაში ედებათ. დაკავებული არიან: საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე, პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე და მისი მეუღლე ნათია გედენიძე, ევროპის ფოტოსააგენტოს ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე და "ასოშიეიტედ პრესის" ფოტორეპორტიორი შახ აივაზოვი. 2012 წელს ნათია გედენიძე წინასწარი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. დანარჩენი ფოტოგრაფები კი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, 22 ივლისს, პირობითი სასჯელით სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.



012009 წელი. 6 მაისი - ჯაშუშობის ბრალდებით ყოფილი ხელისუფლება სამხედრო ექსპერტს ვახტანგ მაისაიას აკავებს. „ნაციონალური მოძრაობის" შს სამინისტროს ინფორმაციით, მაისაიას კავშირი ჰქონდა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების თანამშრომლებთან და, მათგან მიღებული დავალებების შესაბამისად, ამზადებდა და დაშიფრული სახით, ელექტრონული ფოსტით აგზავნიდა სხვადასხვა ინფორმაციას, რომელთა ნაწილი სახელმწიფო საიდუმლოებას შეიცავდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ექსპერტს 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. პროკურატურა 24-წლიან პატიმრობას მოითხოვდა. ის 2013 წლის 13 იანვრამდე იყო დაკავებული. მაისაიას დღეს პოლიტპატიმრის სტატუსი აქვს და ამბობს, რომ საპატიმრო დაწესებულებაში მის მიმართ წამებას და არაადამიანური მოპყრობას ჰქონდა ადგილი.



ეს ჩამონათვალი ძალიან დიდია და, ძირითადად, "კუდიანებზე ნადირობის" ეს ვრცელი და გახმაურებული საქმეები არარსებული მტკიცებულებების გამო დაიხურა. საინტერესოა, რამდენად 10565712_275054582700732_48924858_ნდაინტერესდებიან სამართალდამცველები ბაჩო ახალაიას სახლის რუსი მდგმურის საქმით? იყო, თუ არა ეს მხოლოდ კომერცია, თუ საქმე გაცილებით სერიოზულ თემასთან გვაქვს? არსებობს თუ არა თეორიული შანსი მაინც, რომ პუტინის მიერ დაჯილდოებული ანდრეი სმაგა რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომელია? ეს ის საკითხებია, რომლის გამოძიებაც ძალოვანი უწყებების პრეროგატივაა, თუ, რა თქმა უნდა, ისინი ამ ფაქტებით დაინტერესდებიან.



 

 

(წყარო: კვირა.გე)

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016