reportiori.ge - ცხვირიდან სისხლდენის მიზეზები და პირველადი დახმარება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 10:04
სხვადასხვა
ცხვირიდან სისხლდენის მიზეზები და პირველადი დახმარება
ავტორი:
23 ივლისი, 2014. 12:10


ცხვირიდან სისხლდენა საკმაოდ არასასიამოვნო მოვლენაა, მითუმეტეს თუ  საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას ვიმყოფებით, ანდა სტუმრად. ის მეტწილად გაზაფხულისა და ზაფხულის პერიოდშია გახშირებული, როდესაც მზის აქტიობა მაღალია.


ეპისტაქსისის, ცხვირიდან სისხლდენის გამომწვევი ფაქტორი შეიძლება იყოს: ტრავმა,  ცხვირისა და ცხვირის ახლომდებარე წიაღების დაავადება (მაგალითად, რინიტი - ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება, ჰაიმორიტი - ზედა ყბის წიაღის ლორწოვანის ანთება); ზოგიერთი მედიკამენტი; სისხლის პათოლოგიები და სხვა.


ეპისტაქსისი ყოველთვის არ წარმოადგენს დაავადების შედეგს და ის შეიძლება ჯანმრთელ ადამიანსაც განუვითარდეს, ძირითადად ფიზიკური დატვირთვისა და ემოციური დაძაბულობის დროს. ამ დროს სისხლდენა მოკლე,  ინტენსიური და სუსტია. როგორც ითქვა, ცხვირიდან სისხლდენის მიზეზად, შეიძლება იქცეს მზის დაკვრა, რასაც ახლავს საერთო  სისუსტე, თავის ტკივილი და  შუილი ყურებში. არც გულის წასვლაა გამორიცხული.


პირველი დახმარება ეპიტაქსისის დროს

 

 

1. ადამიანი უნდა დავსვათ და თავი ოდნავ წინ დავახრევინოთ. დაუშვებელია თავის უკან გადაწევა (ჩვეულებრივ, სწორედ ეს შეცდომა მოსდით, როდესაც ცხვირიდან სისხლდენის შეჩერებას ცდილობენ) - შესაძლოა, ადამიანს სისხლი გადაეყლაპოს, გულისრევა აუვარდეს ან სისხლი სასუნთქ გზებში გადასცდეს.


2. ეპისტაქსისის დროს აუცილებელია სუფთა ჰაერის მიწოდება. ადამიანს უნდა შეუხსნათ საყელო და გამოაღოთ სარკმელი, რათა თავისუფლად ისუნთქოს.


3. სასურველია ცხვირთან ყინულიანი ტომსიკის მიდება. თუ სისხლდენა არ შეწყდა, თითით ნესტოს ისე უნდა მიაწვეთ, რომ ის ცხვირის ძგიდეს მიებჯინოს და 5-10 წუთს ასე გაჩერდეთ. ნესტოზე თითის მიჭერის დროს ლორწოვანი გარსის სისხლძარღვებზე ზეწოლა ხდება და სისხლდენა უმეტესად წყდება.


4. ეპისტაქსისის დროს არ შეიძლება ცხვირის მოხოცვა - ეს ხელს უშლის სისხლის კოლტის წარმოქმნას და სისხლძარღვის დეფექტის არეში მის დაცობას. აქედან გამომდინარე, სისხლდენა არათუ შეწყდება, შესაძლოა გაძლიერდეს კიდეც.


5. თუ ეპისტაქსისის დროს ადამიანს გული წაუვიდა, აუცილებლად უნდა დააწვინოთ ზურგზე, თავი გვერდზე მიუბრუნოთ და სასწრაფოდ გადაიყვანოთ კლინიკაში.


6. თუ ეპისტაქსისი ტრავმით არის გამოწვეული და ცხვირის კონტურის ან მთელი სახის შეშუპება და დეფორმაცია ახლავს თან, პაციენტს ცხვირის არეზე ცივ წყალში დასველებული ნაჭერი ან ყინულიანი ტომსიკა უნდა დაადოთ, მერე კი სასწრაფოდ მიმართოთ ექიმს.


ამ ცდების მიუხედავად, თუ სისხლდენა ვერ შეაჩერეთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ სისხლძარღვთა შემავიწროებელი საშუალებები (მაგალითად, ნაფტიზინი, ნაფაზოლინი, სანორინი): დოლბანდისგან უნდა გააკეთოთ მცირე ზომის ტამპონი, დაასველოთ ამ სითხეში და პაციენტს ნესტოში შეუდოთ. როდესაც ეპისტაქსისი რინიტის შედეგია, ცხვირის ღრუში ვაზელინით გაჟღენთილი ბამბის ტამპონი უნდა მოათავსოთ. ვაზელინი ცხვირის ლორწოვანზე გაჩენილ ფუფხს არბილებს და ხელს უწყობს სისლხდენის შეჩერებას. თუ სისხლდენა გადახურების შედეგად აღმოცენდა, პაციენტი აუცილებლად უნდა გადაიყვანოთ ჩეროში, სადაც გრილა და მზის სხივები ვერ აღწევს, ცხვირზე კი ყინულიანი ტომსიკა ან ცივ წყალში დასველებული ნაჭერი დაადოთ.


როდესაც ეპისტაქსისი ცხვირის ღრუში მოხვედრილი უცხო სხეულის ბრალია. ასეთ დროს არაფრით არ შეიძლება საკუთარი მეთოდებით უცხო სხეულის ამოღება. დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ყელ-ყურ-ცხვირის ექიმს (ოტორინოლარინგოლოგს).


(მოამზადა სალომე ნაცვლიშვილმა)



წყარო: mkurnai.ambebi.ge


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016