reportiori.ge - ვარსკვლავების ყველაზე სულელური გამონათქვამები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 09:28
სხვადასხვა
ვარსკვლავების ყველაზე სულელური გამონათქვამები
ავტორი:
23 ივლისი, 2014. 15:03


გთავაზობთ ცნობილი ადამიანების სულელურ გამონათქვამებს სხვადასხვა ინტერვიუს დროს. მათი სასაცილო და ბრიყვული პასუხები მაყურებელს ან მკითხველს  აოცებდა და ღიმილს  ჰგვრიდა.


2003 წლიდან კი დაწესდა პრიზი ცნობილი ადამიანებისთვის "საყოველთაო მსოფლიო პრემია სულელური გამონათქვამისთვის". პრემიის სპონსორი კომედიური ფესტივალი  "Just for Laughs"-ია.  საინტერესოა, რომ ხმის მიცემა პლანეტის ნებისმიერ მცხოვრებს შეუძლია.



1)                  ქრისტინა აგილერა:" წელს სად იმართება კანის ფესტივალი?"


2)                  ბრიტნი სპირსი: "მე ხშირად მიწევს მოგზაურობა ოკეანეს იქეთ, მაგალითად კანადაში..."კიდევ ერთი გამონათქვამი:" მე არასდროს არ მინდოდა იაპონიაში, იმიტომ რომ მე არ მიყვარს თევზი, არა და ვიცი რომ იქ აფრიკაში ძალიან პოპულარულია.



3)                  მერაია ქერი: " როცა ამ საცოდავ მოშიმშილე ბავშვებს ვუყურებ ტელევიზიით, ყოველთვის თვალზე  ცრემლი მადგება, მეც მინდა ისეთივე გამხდარი ვიყო, როგორც ისინი, მხოლოდ ამ ბუზების და სიკვდილიანობის გარეშე".


4)                  ჯესიკა სიმპსონი: "მე ანორექსია არ მჭირს(დაავადება, რომლის დროსაც შიმშილს ვერ გრძნობ), იმიტომ რომ ტეხასელი ვარ, გაგიგიათ ვინმე ტეხასელი რომ ანორექსიით იყოს დაავადებული?"


5)                  ტომ კრუზი: " მიყვარს ბავშვები, იმიტომ რომ მეც ერთ დროს ბავშვი ვიყავი".



6)                  არნოლდ შვარცნეიგერი: "ჰომოსექსუალური ქორწინება მხოლოდ ქალსა და მამაკაცს შორის უნდა იყოს".




7)                  ანა ნიკოლ სმიტი: "მოჩვენება ფეხზე შემომაცოცდა და ჩემთან სექსით დაკავდა, მე მეგონა, რომ ის ჩემი ბოიფრენდი იყო, მაგრამ როცა გავიღვიძე მივხვდი, რომ ის არ იყო"


8)                  დევიდ ბექჰემი: "მე მინდა მოვნათლო ბრუკლინი(დევიდის უფროსი შვილი), მაგრამ ჯერ რელიგიაში ვერ გავერკვიე".



9)                  სელინ დიონი: "როდესაც შენი ნათესავი შენს ხელში კვდება, ეს ღმერთისგან ნაბოძები ყველაზე დიდი საჩუქარია".


10)              მიშა ბარტონი: "მე მომწონს ჭკვიანი ბიჭები, იმიტომ, რომ მეც მიყვარს ჟურნალების კითხვა"



11)              ვაინონა რაიდერი: " მაშინ ვგრძნობ თავს კარგად, როდესაც ბედნიერი ვარ"...


12)              ლინდა ევანგელისტა: " დიეტაზე არ ვზივარ, უბრალოდ იმდენს კი არ ვჭამ, რამდენიც მინდა, არამედ ცოტას".


13)              გრეგ ნორმანი: "მე მადლიერი ვარ ჩემი მშობლების, განსაკუთრებით დედის და მამის"....


14)              ბრუკ შილდსი: "მოწევა კლავს და თუ მოკლული ხართ, თქვენ მაშინ დაკარგეთ ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი"



15)              სტივენ სიგალი: "მთელი მსოფლიოს ხალხები სულიერ ლიდერად მიმიჩნევენ".

 

 

წყარო: dainteresdit.ge


( მოამზადა სალომე ნაცვლიშვილმა) 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016