reportiori.ge - 231 წელი გავიდა ციხე-სიმაგრე გეორგივსკში „სამეგობრო შეთანხმებიდან“ რუსეთსა და გაერთიანებულ ქართლ-კახეთის შორის
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 10:36
სხვადასხვა
231 წელი გავიდა ციხე-სიმაგრე გეორგივსკში „სამეგობრო შეთანხმებიდან“ რუსეთსა და გაერთიანებულ ქართლ-კახეთის შორის
ავტორი:
24 ივლისი, 2014. 11:26


231 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ციხე-სიმაგრე გეორგივსკში დაიდო „სამეგობრო შეთანხმება" რუსეთსა და გაერთიანებულ ქართლ-კახეთის სამეფოს შორის, რომლის მიხედვით ეს უკანასკნელი რუსეთის მფარველობის ქვეშ გადადიოდა.


მოვლენები, რომელიც მე-18 საუკუნის 80-90 წლებში დატრიალდა დღემდე განხილვის  თემად რჩება.  გეორგიევსკის ტრაქტატი-სწორი ნაბიჯი თუ შეცდომა? ეს კითხვა უკვე რამდენი წელია აქტუალურია და ყველა ქართველს აწუხებს.


ისტორიული წყაროებიდან  ცნობილია, რომ  ირანისა და ოსმალეთის  მხრიდან მზარდი საშიშროება საქართველოს სახელმწიფოებრივ არსებობას საფრთხის ქვეშ აყენებდა. ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-ს ერთადერთ გამოსავლად რუსეთთან კავშირის დამყარება მიაჩნდა.


XVIII საუკუნის 80-იან წლებში მკვეთრად შეიცვალა რუსეთის მმართველი წრეების დამოკიდებულება საქართველოსადმი. მას შემდეგ, რაც რუსეთმა თავისი გავლენა ყირიმზე გაავრცელა და მისი საზღვრები თითქმის კავკასიონის ქედს მიებჯინა, საიმპერატორო კარს აშკარად გაუძლიერდა ინტერესი ამიერკავკასიისადმი. თუკი აქამდე საქართველოს მეფეების თხოვნას კავკასიონის გადმოღმა ქვეყნების საქმეებში აქტიური ჩარევის შესახებ რუსი პოლიტიკოსები მაინცდამაინც დიდის ხალისით არ ეკიდებოდნენ, ახლა საწინააღმდეგო მდგომარეობა შეიქნა. რუსეთის საგარეო პოლიტიკის მესვეურებმა დაიწყეს კავკასიის გზით წინა აზიაში რუსეთის გავლენის გავრცელების გეგმების შედგენა. ამ გეგმებში ქრისტიანულ საქართველოს ერთ-ერთი უპირველესი ადგილი ეკავა. აქედან გამომდინარე, ერეკლე მეორის კარზე გაახშირეს სტუმრობა რუსმა მოხელეებმა, ელჩებმა, მოგზაურებმა, რომლებიც ბეჯითად ურჩევდნენ ქართლ-კახეთის მეფეს რუსეთთან კავშირის აღდგენას, იმპერატორისთვის მფარველობის ოფიციალურად თხოვნას. ერეკლე მეორე საქმის ასეთ შემობრუნებას კმაყოფილი შეხვდა.



1782 წლის ბოლოს ერეკლე II-მ ეკატერინე II-ს მიმართა თხოვნით საქართველო რუსეთის მფარველობის ქვეშ აეყვანა. ამიერკავკასიაში რუსეთის პოზიციების გამყარების მიზნით ეკატერინე II-მ თავად პავლე პოტიომკინს გაფართოებული უფლებამოსილება მიანიჭა ერეკლე მეფესთან სამოკავშირეო შეთანხმების მისაღწევად. ქართული მხრიდან მეფის მიერ ხელდასმული იყვნენ თავადები ი. ბაგრატიონი და გარსევან ჭავჭავაძე.


ეს ფაქტი რუსეთის მთავრობის საგარეო პოლიტიკისათვის მეტად სასურველი იყო. საიმპერატორო კარმაც არ დააყოვნა საქმით დაემტკიცებინა ერეკლესთვის თავისი კეთილგანწყობილება. რუსეთის სარდლობის ბრძანებით ფათალი-ხანმა ქართლ-კახეთის წინააღმდეგ ლაშქრობა მოშალა, ხოლო ალექსანდრე ბაქარის ძე იძულებული გახდა უცხოეთში გადახვეწილიყო.



1783 წლის 18 ივლისს გეორგიევსკის ციხესიმაგრეში, წინასწარ შემუშავებული ცერემონიალის მიხედვით, საქართველოს დელეგაცია დიდი ზეიმით მიიღეს. დაიწყო სხდომები ხელშეკრულების მუხლების დაწვრილებით განსახილველად



  24 ივლისს ტრაქტატს ხელი მოაწერეს საქართველოს მხრიდან - იოანე მუხრან-ბატონმა და გარსევან ჭავჭავაძემ, ხოლო რუსეთის მხრიდან - გენერალ-პორუჩიკმა პავლე სერგის ძე პოტიომკინმა.




(მოამზადა სალომე ნაცვლიშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016