reportiori.ge - „ამბავი „რუსთავი 2”-ისა, როგორ წაართვეს უნივერსიტეტის პრესკლუბელ მეგობრებს მე-12 მეტრული არხი აქიმიძემ, დვალმა და კიწმარიშვილმა!“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 13:38
მედია
„ამბავი „რუსთავი 2”-ისა, როგორ წაართვეს უნივერსიტეტის პრესკლუბელ მეგობრებს მე-12 მეტრული არხი აქიმიძემ, დვალმა და კიწმარიშვილმა!“
ავტორი:
24 ივლისი, 2014. 11:11


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეს-კლუბმა facebook-ზე განცხადება გამოაქვეყნა შემდეგი სათაურით - „აქა ამბავი „რუსთავი2"-ისა, ანუ როგორ წაართვეს უნივერსიტეტის პრესკლუბელ მეგობრებს მე-12 მეტრული არხი ჯარჯი აქიმიძემ, დათო დვალმა და ეროსი კიწმარიშვილმა!"

 

 

ტელეკომპანიასთან დაკავშირებული აღნიშნული განცახდება უნივერსიტეტის პრეს-კლუბმა 2012 წლის 22 დეკემბერს გამოაქვეყნა. „რეპორტიორი" ამ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

 

 

„1994 წელს, უნივერსიტეტის პრესკლუბის დამფუძნებლებმა (ფიქრია ჩიხრაძე, თედო ისაკაძე, ნიკო ნიკოლოზიშვილი), რომლებიც ტელეკომპანია „თამარიონის" ბაზაზე ფლობდნენ მე-12 მეტრული არხზე მაუწყებლობის უფლებას, სათანამშრომლოდ მოიწვიეს მათი უახლოესი მეგობარი ჯარჯი აქიმიძე. აქიმიძე იმ დროს ეროსი კიწმარიშვილთან და დათო დვალთან ერთად ფლობდა არხს, რომელიც ქალაქ რუსთავში მაუწყებლობდა „რუსთავი2"-ის სახელით (სინამდვილეში, როგორც შემდეგ გაირკვა, ეს იყო სარეკლამო კომპანია „გამა +", რომელსაც ტელემაუწყებლობის უფლებაც არ გააჩნდა). პრესკლუბელმა მეგობრებმა, ჯენტლმენური შეთანხმება დადეს „რუსთავი2"-ის სახელით მოღვაწე ამ პიროვნებებთან. პრესკლუბი სთავაზობდა მათ, მათივე ინტელექტუალური ძალებით, საქართველოს მასშტაბით ეთერში მაუწყებლობის შესაძლებლობას, „თამარიონის" ტექნიკურ და იურიდიულ ბაზაზე. შეთანხმება ითვალისწინებდა ორივე მხარის პარიტეტულ, თანაბარუფლებიან მონაწილეობას; უბრალო ენით რომ ვთქვათ 50/50 - ერთ მხარეს უნივერსიტეტის პრესკლუბი, მეორე მხარეს „გამა+"/"რუსთავი2".

 

 

იმის გამო, რომ ტელეკომპანია „თამარიონის" ლიცენზიას მე-12 მეტრულ არხზე მაუწყებლობის ვადა მალე უნდა გასვლოდა, ხოლო თავად კომპანია უქმდებოდა, ახალი ფირმის შესაქმნელად საჭირო დროის დაზოგვის მიზნით, პრესკლუბელებმა გადაწყვიტეს, რომ მე-12 მეტრულ არხზე მაუწყებლობის ლიცენზია დროებით გადაფორმებულიყო უკვე არსებულ „გამა+"-ზე (რათა არ დაკარგულიყო არხზე მაუწყებლობის უფლება). როდესაც „რუსთაველებმა" თავიანთ ფირმაზე გადაფორმებული არხი დაიგულეს, ყოფილ მეგობრებთან პროცენტებზე ვაჭრობა დაიწყეს და მათ შეთანხმებული 50-ის ნაცვლად 25%-ი შესთავაზეს, რაზეც პრესკლუბელებისგან უარი მიიღეს.

 

 

დავამ სასამართლოში გადაინაცვლა. პრესკლუბმა 2 ინსტანცია მოიგო. უზენაესმა სასამართლომ კი (მოსამართლე მინდია უგრეხელიძე) ქვემდგომი სასამართლოების ეს გადაწყვეტილებები გააუქმა. თუ ვინ და რამ იმოქმედა უზენაესის გადაწყვეტილებაზე, ეროსისთვის დაეტოვებინათ ეს არხი, მხოლოდ მაშინ გაირკვევა, თუ საქმე ხელახლა სასამართლომდე მივა. რამდენიმე მოქმედ და აწ უკვე ყოფილ პოლიტიკოსს მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე პასუხის გაცემა.

 

 

ასე, უღალატა ჯარჯი აქიმიძემ თავის ბავშვობისა და სტუდენტობის უახლოეს მეგობრებს და მოტყუებით გაიფორმა ტელევიზია ეროსისთან და დათო დვალთან ერთად, რომელიც იმ დროიდან დღემდე ტყუილებით მოდის.

 

 

ეს ვიდეო არის 1996 წელს გასული გადაცემა (გადაცემა 50/50, სიუჟეტის ავტორი ნინო მდივანი), საიდანაც კარგად ჩანს, რომ პრესკლუბელები, სასამართლოში საქმის მოგების შემდეგაც კი ცდილობენ არ დაკარგონ და არ გაწირონ თავიანთი უძღები მეგობარი. რამდენიმე წლის შემდეგ ეროსიმ იგივე ჩაუტარა ჯარჯის და დვალს და ამ მიტაცებულ ქონებაში თვითოეულს „სიმბოლური თანხა" (აქიმიძის სიტყვები), 1 მლნ. 200 ათასი ლარი გადაუხადა. ახლა კი დვალი და აქიმიძე ხელახლა ცდილობენ ისარგებლონ სიტუაციით და ერთხელ უკვე მეგობრების მოტყუებით მიტაცებული ქონება ხელახლა მიიტაცონ. ნეტავ ვის მოტყუებას აპირებენ ამჯერად? აღდგება როდესმე სამართლიანობა?", - ნათქვამია განცხადებაში.

 

 



 

 

ამასთან, მე-12 მეტრული არხის ერთ-ერთი მფლობელი თედო ისაკაძე აცხადებდა, რომ აქიმიძემ, კიწმარიშვილმა და დვალმა ტელეკომპანია გუბერნატორის დახმარებით ჩაიგდეს ხელში.

 

 

 „რუსთავი 2" გადიოდა რუსთავში დეციმეტრულ არხზე და იყო ეროსის, ჯარჯის და დათოსი. „2" იმიტომ ქვია (არ გიფიქრიათ?) რომ მანამდე იყო ტელეკომპანიარუსთავი", რომლის სიხშირეც გუბერნატორის დახმარებით ჩაიგდეს ხელში ჩამოთვლილმა პირებმა (ფარულად ჩაწერეს როგორ ლანძღავდა ძველი მეპატრონე მამალაძეს). ჩვენ ვფლობდით მე-12 მეტრულ არხს („თამარიონი"). ჯარჯი ჩემი კლასელია და თან სამივეს კურსელი (ნიკო მეჯვარეცაა). დაიწყო რეორგანიზაცია. მოვილაპარაკეთ-ჩვენ შევდიოდით სიხშირით, აპარატურით, გადამცემით, შენობით. ისინი-კოლექტივით. გარდა ამისა მოვიპოვეთ პირველი გრანტი 150 000 $. (პროცენტები იქნებოდა გადანაწილებული ექვსივეზე თანაბრად). ფიქრიამ სამეწარმეო საქმეში გამოუცდელობის გამო (ჯარჯიმ უთხრა-რაღა ახალი ფირმა დავაფუძნოთ, აგერ ჩვენიგამა+" დრო არ დავკარგოთ, გავაფორმოთ ყველაფერი ამაზე და მერე შემოგიყვანთ 3- დამფუძნებლადო) გადააფორმა ყველაფერი მაგათზე. ამის მერე 2 თვე გვემალებოდნენ. ესაა მოკლედ მთელი ანატომია", აცხადებდა თედო ისაკაძე.

 


 

 


(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016