წელიწადის ყველაზე ცხელი დრო მწერების სიმრავლითაც გამოირჩევა. თითქმის შეუმჩნეველ კოღოს შეუძლია უსიამოვნებები მოუტანოს ადამიანს. მის ნაკბენს ახასიათებს ქავილი, რომელიც ხშირად ინფექციის შეჭრის ძირითადი მიზეზი ხდება.
იმისათვის რომ არ გაგვიღიზიანდეს კანი და თავი ავარიდოთ ინფექციის შეჭრას აუცილებელია მივმართოთ შემდეგ მეთოდებს:
1) შევიკავოთ თავი ქავილისგან, რადგან ხშირად ქავილი ხდება ნაკბენის გაღიზიანებისა და დიდხანს მოუშუშებლობის მიზეზი.
2) ქავილის მოხსნის მიზნით ნაკბენი მრავალჯერადად გავიწმინდოთ სოდიანი ხსნარით.
3) დავიმუშაოთ ნაკბენი ადგილი სპირტით, კალენდულას ნაყენით, კორვალოლით ან ვალოკორდინით. ან რომელიმე სხვა ანტიჰისტამინური საშუალებით, ჩაის ხის ზეთით, პროპოლისი ხსნარით და ა.შ.
4) ნაკბენ ადგილას უნდა დავიდოთ რაიმე ცივი. ცივი ხსნის ქავილს და აცხრობს შეშუპებას.
5) შეიძლება ანტიჰისტამინური საშუალების დალევა (მაგალითად, სუპრასტინი, ტავეგილი ან სხვა). ეს იქნება ალერგიული რეაქციის პროფილაქტიკა.
6) თუ სახლიდან გასვლას არ გეგმავთ აუცილებლად წაისვით ნაკბენზე ბრილიანტის მწვანე.
თუ კოღოს ნაკბენი ადგილი ძლიერ შეშუპდა და გაწითლდა, მაშინ აუცილებელია ალერგოლოგთან დროული ვიზიტი.
(მოამზადა სალომე ნაცვლიშვილმა)
წყარო: mkurnali.ge