reportiori.ge - ჯანსაღი რუჯი დიდი ხნით
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 09:16
სხვადასხვა
ჯანსაღი რუჯი დიდი ხნით
ავტორი:
24 ივლისი, 2014. 18:40


საზღვაო სეზონი დიდი ხანია დაიწყო და ზოგმა  რუჯი უკვე  მოიხდინდა სხეულზე, ზოგი კი ახლა  მიეშურება მცხუნვარე სანაპიროზე. კოსმეტიკური საშუალებები ზრუნავენ, რომ დამსვენებელმა მიიღოს სასურველი რუჯი და მზეზეც სასიამოვნოდ  გაატაროს დრო  დამწვრობის გარეშე. რუჯის მიღება რთული არ არის, მაგრამ მისი სიჯანსაღის შენარჩუნება კი გაცილებით ძნელია.  იმისათვის რომ შევინარჩუნოთ რუჯი, საჭიროა სწორად მოვუაროთ კანს.


დავიწყოთ კანის გასუფთავებით. ნუ მიიღებთ ცხელ აბაზანას - ცხელი წყალი არღვევს კანის დამცავ შრეს, რამაც შესაძლოა აქერცვლა და გაღიზიანება გამოიწვიოს. ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილებაა 5-10-წუთიანი თბილი ან გრილი შხაპი.


კარგია თბილი და ცივი წყლის მონაცვლეობაც - კონტრასტული პროცედურები ძალიან სასარგებლოა არა მარტო კანისთვის, არამედ მთელი ორგანიზმისთვის. რუჯის მიღების შემდეგ განსაკუთრებით უნდა ვერიდოთ კანის გამოშრობას, ამიტომ გამოიყენეთ ზეთოვან საფუძველზე დამზადებული საშხაპე გელი. კანის მოვლის მომდევნო ეტაპია კვება და დატენიანება. ამისთვის შესანიშნავია საბავშვო ზეთი ან გარუჯვის შემდეგ წასასმელი სპეციალური კრემ-ბალზამი. ის ამშვიდებს კანს, თავიდან გვაცილებს აქერცვლას და დიდხანს გვინარჩუნებს რუჯს.


 დილა-საღამოს წაისვით დამატენიანებელი კრემი. უმჯობესია, ისეთი, რომელიც შეიცავს E ვიტამინს, ჰიალურონის მჟავას და თერმულ წყალს. გარუჯული კანისთვის ძალიან სასარგებლოა ავოკადოს ზეთი და გლიცერინი. შესანიშნავია დამატენიანებელი კოსმეტიკური საშუალება შარდოვანას საფუძველზე. შარდოვანა ახანგრძლივებს რუჯს და არბილებს კანს.


სახისა და მკერდის მოვლა

 

სახეზე და დეკოლტეს ზონაში კანი ნაზი და სათუთია. სხეულის ეს უბნები მზის ზემოქმედებას მთელი წლის განმავლობაში განიცდის, ამიტომ მათზე განსაკუთრებულად უნდა ვიზრუნოთ. დამატენიანებელი საცხი არ არის საკმარისი; აუცილებელია სპეციალური მარეგენერირებელი კრემი UV-ფილტრით, რომელიც კანს მავნე ულტრაიისფერი სხივებისგან იცავს. ასეთი კრემის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს ვიტამინები და მკვებავი ნივთიერებები. კარგი იქნება, თუ შეიძენთ პეპტიდებით გამდიდრებული ბრინჯის ექსტრაქტის საფუძველზე დამზადებულ მარეგენერირებელ კრემს. პეპტიდები ხელს უწყობს კანის უჯრედების განახლებას.


მარეგენერირებელი კრემები აჯანსაღებს სახისა და დეკოლტეს ზონის კანს, უბრუნებს მას ელასტიკურობასა და სიმკვრივეს. ასეთი კრემი საღამოობით უნდა წავისვათ. ნიღბები გარუჯვის შემდეგ კანის მოვლის განუყოფელი ნაწილია. ნიღაბი უნდა გავიკეთოთ კვირაში 2-3-ჯერ. სპეციალური მარეგენერირებელი ნიღბები E ვიტამინით ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას. ნიღაბი უნდა წავისვათ 10-15 წუთით (გაშრობამდე) და ჩამოვიბანოთ ნელთბილი წყლით.


გარუჯვიდან რამდენიმე კვირის შემდეგ გამოიყენეთ ბალზამი ავტორუჯის მსუბუქი ეფექტით. ის გაამკვეთრებს, თანაბარ ფერს მისცემს რუჯს და თავიდან აგვაცილებს ღია ფერის ლაქებს, რომლებიც რუჯის გადასვლის დროს ჩნდება. ტანისა და სახისთვის ერთი და იგივე ავტორუჯი გამოიყენეთ, რათა კანის ფერი თანაბარი იყოს. რჩევა: მზეზე გარუჯვის შემდეგ ნუ მიმართავთ სოლარიუმს - ეს უფრო მეტად გამოაშრობს კანს. ნურც მზის აბაზანები გაგიტაცებთ - მუქი რუჯი აბერებს ქალს, გარდა ამისა, ჭარბი ინსოლაცია მავნებელია კანისთვის და მის ნაადრევ დაბერებას იწვევს.




(მოამზადა სალომე ნაცვლიშვილმა)



წყარო: mkurnali.ge


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016