reportiori.ge - ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია 60 წლისაა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 04:49
საზოგადოება
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია 60 წლისაა
03 სექტემბერი, 2013. 18:26

საქართველოს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტი (GIEV) ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 60 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

,,1953 წლის 3 სექტემბერს ძალაში შევიდა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია. ევროპის საბჭოს უკლებლივ ყველა წევრი სახელმწიფო ევროპული კონვენციის ხელშემკვრელი მხარეა. სწორედ ევროპული კონვენცია წარმოადგენს ადამიანის უფლებათა და ასევე ძირითად თავისუფლებათა დაცვის ყველაზე ეფექტურ საერთაშორისო ინსტრუმენტს და არა მხოლოდ ევროპის კონტინეტზე. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დებულებებმა და აღნიშნული კონვენციით დაფუძნებულმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულმა სამართალმა ევროპის ფარგლებს გარეთ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არაერთ საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტსა თუ ინსტიტუტის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი.
ევროპული კონვენციით დაფუძნებული ინსტიტუტი დღემდე რჩება ევროპის ყველა მოქალაქის და ცალეკულ შემთხვევებში არა მარტო მათთვის, საკუთარი უფლებების დაცვისა და თავისუფლებების განხორციელების უზრუნველყოფის ბოლო ინსტანციად. სტრასბურგის სასამართლო დღემდე აღიქვავს ევროპულ კონვენციას "ცოცხალ ინსტრუმენტად" და კონვენციის სულისკვეთებისა და თანამედროვე გამოწვევების შეჯერებითა და გაანალიზებით განმარტავს და ავითარებს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დოქტრინას.
ევროპული კონვენცია მეტად აქტუალურია ჩვენი საზოგადოებისა და სახელმწიფოსათვის. საზოგადოების თითოეული წევრისათვის აღნიშნული მექანიზმი უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენის შესაძლებლობას. ევროპულ სასამართლოში განხილვის პროცესში არსებული ორი სახელმწიფოთაშორისი სარჩელი "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს გარდაუვალი დეოკუპაციისა და მთელს ჩვენს ტერიტორიაზე სუვერენიტეტის აღდგენისათვის აუცილებელი და დამატებითი საერთაშორისო-სამართლებრივი ბერკეტების დამტკიცების კონტექსტში. ვიმედოვნებთ, რომ მიუხედავად პოლიტიკური ზეწოლისა, საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურები ყველაფერს გააკეთებენ ევროპულ სასამართლოში საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების ეფექტურად დაცვის თვალსაზრისით. ამასთან, საქართველოს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტი მოუწოდეს ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში მოახდინონ კონვენციის მე-15 და მე-16 ოქმების ხელმოწერა/რატიფიცირება.
2013
წლის 3 სექტემბერს, საქართველოს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტი ულოცავს ევროპის საბჭოს, ამ ორგანიზაციის ყველა ინსტიტუტს, ევროპისა და მათ შორის საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-60 წლისთავს".


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016