reportiori.ge - დავით ნარმანია: მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს ბიზნესის განვითარებას
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 09:22
მთავარი თემა
დავით ნარმანია: მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს ბიზნესის განვითარებას
24 ივლისი, 2014. 20:39



თბილისის ახლად არჩეული მერი დავით ნარმანია გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების წევრებს შეხვდა. ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გერმანია-საქართველოს ბიზნეს- გაერთიანებაში საკმაოდ ბევრი და საინტერესო ბიზნესკომპანიები არიან გაწევრიანებული.
მისი თქმით, ბევრ კომპანიას საკმაოდ საინტერესო ბიზნესი აქვს თბილისში.


„ჩვენ ვაპირებთ მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ამ გაერთიანებასთან და მის წევრებთან, რომლებიც დაინტერესებულები არიან დედაქალაქში გააფართოონ თავიანთი ბიზნესი. ჩვენ მათთვის გვექნება შესაბამისი პირობები, მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს ბიზნესის განვითარებას. ჩვენი წინასაარჩევნო პროგრამა მიმართულია, რომ თბილისი გახდეს ეკონომიკური და ტურისტული ცენტრი და საინტერესოა ასეთ კომპანიებთან თანამშრომლობა", - აღნიშნა ნარმანიამ.


მისი თქმით, მსგავსი კომპანიებისთვის შეიქმნება სპეციალური ბიზნესცენტრი.


„გვექნება სპეციალური შეთავაზება, რომ მეტი ინვესტიცია მოვიზიდოთ. ხელი შევუწყოთ ბიზნესის განვითარებას, რათა დასაქმდნენ ადამიანები და ხელი შეუწყონ წარმოების ზრდას და ბიუჯეტში შენატანების გაზრდას", - განაცხადა ნარმანიამ.


თბილისის ახლად არჩეული მერის თქმით, განაშენიანების გენერალური გეგმის მიხედვით იგეგმება, რომ თბილისში ლოჯისტიკურ ცენტრებთან ახლოს ცალკე გამოიყოს ტერიტორია და ეს ტერიტორია შეღავათიანი პირობებით იყოს შეთავაზებული ბიზნესისთვის, რომელიც გააკეთებს თბილისში სპეციალურ საწარმოს.


„ეს იქნება უშუალოდ წარმოება, გადამუშავება და ა.შ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთ კომპანიებს არა მხოლოდ შევთავაზოთ ფართი, არამედ გავაკეთოთ სპეციალური ბიზნესცენტრი, რომ შეძლონ დაინტერსებულმა ინვესტორებმა ბიზნესის მართვა", - განაცხადა ნარმანიამ.

23 დეკემბერი, 2015. 17:51
‹ წინა123...910შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016