„ძალიან მომენატრა საქართველო და ძალიან მომენატრეთ თქვენ," - მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ყოვლადწმინდა სამების ტაძარში შეკრებილ მრევლს, რომელიც პატრიარქს გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ ტაძარში დახვდა.
"ძალიან მომენატრა საქართველო და ძალიან მომენატრეთ თქვენ, მე ვგრძნობდი თქვენს ლოცვებს, ღმერთმა დაგლოცოთ." - ბრძანა უწმინდესმა.
ექიმი ცისანა შარტავას განცხადებით პატრიარქი გერმანიაში სამკურნალოდ იმყოფებოდა.
"პატრიარქის გერმანიაში ყოფნას ორი მიზანი ჰქონდა. კერძოდ, მას კარდიოლოგიური კუთხით გეგმური-პროფილაქტიკური გამოკვლევა ჩაუტარდა და 18-დღიანი სარეაბილიტაციო კურსი გაიარა. შედეგები ძალიან კარგი იყო. შევეცდებით, ექიმების მიერ შემოთავაზებული რეკომენდაციები განვახორციელოთ. ზოგადად, მისი მდგომარეობა, დამაკმაყოფილებელი, ძალიან კარგია." - აღნიშნა ექიმმა.