reportiori.ge - შუა საუკუნეებში მოღვაწე მეფეების, მთავრებისა და იმპერატორების გარდაცვალების უცნაური ფაქტები.
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 08:01
სხვადასხვა
შუა საუკუნეებში მოღვაწე მეფეების, მთავრებისა და იმპერატორების გარდაცვალების უცნაური ფაქტები.
25 ივლისი, 2014. 15:51


  ზენონი, ბიზანტიის იმპერატორი (491 წ.)

 

ზოგიერთი წყაროს მიხედვით, იმპერატორი უგონოდ დათვრა, დედოფალმა არიადნემ მკვდრად გამოაცხადა და ბრძანა სარკოფაგში ჩაეწვინათ, შემდეგ კი როდესაც ზენონი შიგნიდან შველას ითხოვდა, კარის გაღების უფლება არავის მისცა

 

ფილიპი, ლუი VI-ს ძე (1131 წ.)

 

გადმოცემის მიხედვით, ლუი VI-ს ვაჟი ფილიპი თავის მეგობრებთან ერთად ცხენით მისეირნობდა პარიზის ქუჩებში, როდესაც უეცრად ღორი გადმოუხტა წინ. ფილიპი ცხენიდან გადმოვარდა და `ისე მოიტეხა კიდურები, მეორე დღესვე მოკვდა.

 

   სიგურდ ეისტეინსონი, ორკნეის ერლი (892 წ.)

 

სიგურდ ეისტეინსონმა, ორკნეის ერლმა მაელ ბრიგტეს დამარცხების შემდეგ, მისი მოჭრილი თავი  უნაგირზე დაიმაგრა და სახლისკენ გასწია. ჭენების დროს, მალე ბრიგტეს კბილი მას ფეხზე გაეკრა და გაკაწრა, რის გამოც ინფექცია შეეჭრა და მალე მისი სიკვდილიც გამოიწვია.

 

გრიფიდ აპ ლიველინი (1244 წ.)

 

უელსის პრინცის ვაჟი, გრიფიდი, მძევლად იმყოფებოდა ლონდონის ტაუერში, საიდანაც გაქცევა სცადა და თოკით დაეშვა კედლიდან. თოკი გაწყდა, გრიფიდი 90 ფუტის (27 მ) სიმაღლიდან ჩამოვარდა და დაიღუპა.


   პაპი ადრიან IV (1159 წ.)


წარმოშობით ინგლისელი რომის პაპი ადრიან IV ნუშისებრი ჯირკვლის ანთებით იტანჯებოდა, რის გამოც ყელი გასიებული, დაჩირქებული ჰქონდა და ყლაპვა უჭირდა. ერთი გადმოცემის მიხედვით, მან მოსვა ღვინო, რომელშიც ბუზი ტივტივებდა და დაიხრჩო.



ანრი II, შამპანის გრაფი (1197 წ.)

 

ჯვაროსანთა ერთ-ერთი მეთაური, თავის მეომრებს გადაჰყურებდა ქალაქ აკრის სასახლის აივნიდან, როდესაც მოაჯირი ჩატყდა და ის ძირს დაეცა. მისი ჯუჯა მსახური, შეშინებული და დამწუხრებული, თვითონაც გადმოვარდა და ბატონს დაეცა. როგორც ამბობენ, მას რომ ჯუჯა არ დასცემოდა, ასე მალე არ დაიღუპებოდა

 

   ჰენრი I, ინგლისის მეფე (1135 წ.)

 

ნადირობის შემდეგ, მეფემ ექიმის რჩევის მიუხედავად, სალამურა თევზებით ივახშმა. იმ ღამეს ის ცუდად გახდა და მალე გარდაიცვალა.

 

ბასილი I, ბიზანტიის იმპერატორი (886 წ.)

 

75 წლის იმპერატორი სანადიროდ იყო, როდესაც მისი ღვედი ირმის რქებს გამოედო და ცხოველმა 16 მილის მანძილზე ტყეში ათრია. იმპერატორი იხსნა თანხმლებმა, რომელმაც გადაჭრა ღვედი დანით, მაგრამ ბასილი I-მა გადაწყვიტა რომ მსახური მის მოკვლას ცდილობდა და მალევე სიკვდილით დაასჯევინა, სანამ თვითონ მოკვდებოდა.



   ჯორჯ პლანტაგენეტი, კლარენსის ჰერცოგი (1478 წ.)

 

ედუარდ IV-ის ძმა მის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობდა და ამისთვის სიკვდილი მიუსაჯეს. ზოგიერთი გადმოცემის მიხედვით, მან მოითხოვა დაეხრჩოთ მალმაზიის ღვინის დიდ კასრში. ეს ღვინო მისი საყვარელი სასმელი იყო.

 

    მარტინ I მოწყალე, არაგონის მეფე (1410 წ.)

 

მარტინი იტანჯებოდა კუჭის აშლილობით ბატის ჭამის შემდეგ, როდესაც მისი მსახური ოთახში შემოვიდა. მარტინმა ჰკითხა  სად იყო აქამდეო, მსახურმა უპასუხა: `ვენახის ბოლოს, სადაც დავინახე ახალგაზრდა ირემი, რომელიც კუდით იყო ჩამოკიდებული ხეზე, თითქოს ვინმემ ის ლეღვის მოპარვისთვის დასაჯაო". მეფეს ისტერიული სიცილი აუტყდა, დაეცა და მოკვდა.

 

(მოამზადა სალომე ნაცვლიშვილმა)


წყარო: samxedro-istoria.blogspot.com


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016