reportiori.ge - ილია მეორე: ჩვენი მთავარი საზრუნავი მატერიალური დოვლათი არ უნდა იყოს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 21:29
რელიგია
ილია მეორე: ჩვენი მთავარი საზრუნავი მატერიალური დოვლათი არ უნდა იყოს
27 ივლისი, 2014. 14:50



არ უნდა შევეჩვიოთ იმას, რომ ჩვენი მთავარი საზრუნავი მატერიალური დოვლათი იყოს,“ - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

 

 

"ძალიან მომენატრა სამშობლო და ძალიან მომენატრეთ თქვენ. სამი კვირა ჩვენ არ გვინახავს ერთმანეთი. ადამიანმა თავისი სამშობლო და ახლობლები რომ დააფასოს, ალბათ უცხოეთში უნდა წავიდეს. იქ იხილავს სამშობლოს სიდიადეს, სიწმინდეს. ასე დავინახე მეც. ასე დიდხანს – სამი კვირა არასდროს ვყოფილვარ უცხოეთში. მინდა გითხრათ, რომ საქართველო მართლა განსაკუთრებული ქვეყანაა. მართლა ღვთისმშობლის წილხვედრია, მართლა გამოიყოფა თავისი სიწმინდით, სიდიადით. როცა ვუყურებთ და შედარებას ვაკეთებთ სამშობლოსა და უცხო ქვეყანას შორის, ვხედავთ, რომ შეიძლება უცხოეთში მეტი მატერიალური სიდიადეა, მეტი სიუხვეა, მაგრამ ის, რაც მთავარია, რაც კვებავს სულს, გონებას და სულიერ სამყაროს.  არსად არის იმდენი, რაც არის საქართველოში. ეს მეტყველებს იმის შესახებ, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია. ვხედავთ, რამდენად განსხვავდება საქართველო. იქ, ჩვენთან ბევრი ქართველი ახალგაზრდა მოვიდა. გვქონდა შეხვედრები. ერთ საღამოს 500-მდე ახალგაზრდა მოვიდა. გვქონდა მათთან საუბარი. ისინიც გრძნობენ ამ განსხვავებას. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ყველაფერმა შეჩვევა იცის – სიკეთემაც და ბოროტებამაც. ამიტომ არ უნდა შევეჩვიოთ ბოროტებას, არ უნდა შევეჩვიოთ იმას, რომ ჩვენი მთავარი საზრუნავი იყოს მატერიალური დოვლათი. მატერიალური დოვლათი საჭიროა, მაგრამ მატერიალურ დოვლათზე მეტი არის სულიერი დოვლათი, სულიერი სიწმინდე და ამას უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენ", - მიმართა სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს ილია მეორემ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016