reportiori.ge - გიგა ბოკერია- “დღევანდელი ამბები არ უკავშირდება იმ საკითხს, რა მოხდა 2007 წელს“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 10:03
პოლიტიკა
გიგა ბოკერია- “დღევანდელი ამბები არ უკავშირდება იმ საკითხს, რა მოხდა 2007 წელს“
28 ივლისი, 2014. 18:44


„მიხეილ სააკაშვილის დევნა, როგორც ჩანს პუტინთან ურთიერთობის დალაგების ნაწილია"-აცხადებს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია.


მისი განცხადებით-"დღევანდელი განცხადება არის ღია დეკლარაცია ივანიშვილის და მისი პოლიტიკური მონების გუნდის, მისი ჯიბის პროკურორების მხრიდან,  რომ სანამ ისინი არიან ხელისუფლებაში და სანამ ივანიშვილი აკონტროლებს საქართველოს მთავრობას, ერთადერთი, რის კეთებასაც აპირებენ და რითიც დაკავდებიან, არის სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის დევნა. ეს ხდება იმიტომ, რომ ბოლო არჩევნებმა აჩვენა, რომ ნაციონალური მოძრაობა ვერ გაანადგურეს, ეს ხდება, როგორც ჩანს, იმიტომ, რომ პუტინთან ურთიერთობის დალაგების ნაწილია სააკაშვილის დევნა, მე მინდა ვუთხრა ივანიშვილს და მისი მონების გუნდს, ამ მეთოდებით ავტორიტარულ რეჟიმს ვერ შეინარჩუნებენ. ქართული საზოგადოება აუცილებლად შეცვლის ამ ხელისუფლებას კონსტიტუციური მეთოდებით".


გიგა ბოკერიას განცხადებით, 2007 წლის 7 ნოემბერს განვითარებული მოვლენებისას ადგილი ჰქონდა  ოლიგარქის მხრიდან სახელმწიფო გადატრიალების ღია მცდელობას, მათ შორის ძალადობრივი მეთოდებით.


"ვითარება იყო საკმაოდ სერიოზული. მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან ადგილი ჰქონდა ცალკეულ შემთხვევებში ძალის გადამეტებულ გამოყენებას და ყველა ნაბიჯი შეიძლება არ იყო სწორი. სწორედ ამიტომ, პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო მაშინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა, ის გადადგა და დანიშნა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, ყველა შემთხვევაში, დღევანდელი მოვლენები არ უკავშირდება იმ საკითხს, თუ რა მოხდა 2007 წელს", - განაცხადა ბოკერიამ.


მისივე თქმით, დღეს რაც ხდება, ნაკარნახევია პოლიტიკური მოტივით. ბოკერიას განმარტებით, პოლიტიკური დევნის მთავარი მახასიათებელი არის ის, რომ იძიებენ არა ფაქტებს, არამედ აქვთ სამიზნეები ამორჩეული და მერე ამის გარშემო კერავენ საქმეებს.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს  ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებთან ერთად ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა. საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევას, ტელეკომპანია "იმედში" შეჭრას და ბადრი პატარკაციშვილის ქონების ხელში ჩაგდებას.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016