საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზურაბ ტყემალაძე ამერიკის შეერთებული შტატების სენატორების განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც სენატორებმა მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენის გამო იმედგაცრუება გამოთქვეს.
ტყემალაძის თქმით, საერთაშორისო საზოგადოებისთვის დემოკრატია და სამართლიანობა მნიშვნელოვანი უნდა იყოს.
,,მინდა მივმართო ყველას, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოებას, რომ მთავარი დემოკრატია და სამართლიანობაა. მნიშვნელოვანია, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორი იყოს. როგორც ვიცი, ამისკენ მიისწრაფის შეერთებული შტატები და ეს პრინციპი აქვს ევროკავშირსაც", - განაცხადა ტყემალაძემ.
სენატორების, ჯონ მაკკეინის, ბენ კარდინის, ჯინ შაინის და ჯიმ რიშის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის გამო იმედგაცრუებულნი არიან.