reportiori.ge - ირაკლი ალასანია: მესმის, რომ სენატორები შეშფოთებულები არიან, მაგრამ პატივი სცენ საქართველოს კანონებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 12:15
პოლიტიკა
ირაკლი ალასანია: მესმის, რომ სენატორები შეშფოთებულები არიან, მაგრამ პატივი სცენ საქართველოს კანონებს
29 ივლისი, 2014. 15:53


თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ამერიკის შეერთებული შტატების რამდენიმე სენატორის განცხადებას გამოეხმაურა, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წაყენება უარყოფითად შეაფასეს. ალასანიას თქმით, უმძიმესი დანაშაულებების გამოძიება მიმდინარეობს, მათ შორის, მოსახლეობის წინააღმდეგ შეიარაღებული ძალების უკანონოდ გამოყენებაცაა.


"ეს ყველა ჩვენგანის თვალწინ ხდებოდა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, რომ შეიარაღებული ძალები მოსახლეობის წინააღმდეგ უკანონოდ გამოიყენეს. აქედან გამომდინარე, ყველა ველოდებით გამოძიებას და მის შედეგებს. უნდა გამოავლინონ დამნაშავეები. მთავარია, რომ გამოძიება იყოს ობიექტური, გამჭვირვალე და სასამართლო იყოს დამოუკიდებელი", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

 

 

ალასანიამ ასევე განაცხადა, რომ სენატორების შეშფოთება მისთვის გასაგებია, თუმცა, საქართველოს კანონებს პატივი უნდა სცენ.



"ეს არის ძალიან გამაფრთხილებელი სხვა ხელისუფლებებისათვის, რომლებიც საქართველოში იქნებიან, პირველ რიგში კი  ჩვენი ხელისუფლებისთვის, რომ თანამდებობაზე ყოფნა არ ნიშნავს ყველაფრის უფლებას და კანონის წინაშე ყველა თანასწორია. რა თქმა უნდა, ძალიან დიდ პატივს ვცემ სენატორებს, ჩვენს მეგობრებს, ისინი მართლა საქართველოს მეგობრები არიან. მესმის, რომ შეშფოთებულები არიან, მაგრამ დაელოდონ მართლმსაჯულებას და პატივი სცენ საქართველოს კანონებს", - განაცხადა ალასანიამ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016