reportiori.ge - ემზარ კვიციანის ადვოკატი და ოჯახის წევრები ხელახალ გამოძიებას ითხოვენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 07:45
სამართალი
ემზარ კვიციანის ადვოკატი და ოჯახის წევრები ხელახალ გამოძიებას ითხოვენ
29 ივლისი, 2014. 16:25


2006 წელს მომხდარ, კოდორის ხეობის მოვლენებთან დაკავშირებით ახალი დეტალების გამო, ემზარ კვიციანის ადვოკატი და ოჯახის წევრები საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვენ.


ამ თემაზე,  დღეს, „დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა-ირაკლი ბათიაშვილმა ემზარ კვიციანის დასთან-ნორა კვიციანთან და ადვოკატ-რეზო კახნიაურთან ერთად პრესკონფერენცია  გამართა. შეხვედრაზე საუბარი იყო 2006 წლის კოდორის ხეობის მოვლენებთან, რომლის დროსაც ემზარ კვიციანი დააპატიმრეს.


ბათიაშვილმა კოდორის მოვლენები მთავრობის მიერ დაგეგმილ ავანტიურად დაასახელა. მისივე განცხადებით, ბატალიონ "მონადირის" განიარაღების შედეგად ხეობა სეპარატისტებისა და რუსეთის ძალებისგან დაუცველი აღმოჩნდა და სააკაშვილმა იგი ტყვიის გაუსროლად დათმო.


ბათიაშვილი ამ საქმესთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილის, მაშინდელი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილისა და შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის პასუხისგებას ითხოვენ.


პრესკონფერენციაზე ემზარ კვიციანის ადვოკატმა საქმის ახალ დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ დაკითხეს  ორი მფრინავი, რომელთაც ემზარ კვიციანის სოფლის, ჩხალთას მიწასთან გასწორება ჰქონდათ დავალებული.


ადვოკატ რეზო კახნიაურის განცხადებით, მფრინავმა იმედა მაისურაძემ მათ მოუთხრო, რომ სოფლის მიწასთან გასწორების ბრძანება  მაშინდელი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის სახელით  გენშტაბის უფროსისგან მიიღო. მას ეუბნებოდნენ, რომ სოფლიდან მშვიდობიანი მოსახლეობა გაყვანილი იყო. რეალურად კი მაისურაძემ სოფელში ქალი და ბავშვი შენიშნა, რის შემდეგაც სოფლის დაბომბვა გადაიფიქრა. აღნიშნულის გამო კი მას მაშინდელი ხელისუფლებისგან სერიოზული პრობლემები შეექმნა და სამსახურიდან გაათავისუფლეს.


რეზო კახნიაურმა აღნიშნა, რომ სპეცოპერაციის ჩატარების მომენტში სოფლიდან კვიციანი უკვე გასული იყო.


ადვოკატმა და პრესკონფერენციის მონაწილეებმა, პროკურატურაში საქმის ხელახალი აღძვრა და ემზარ კვიციანის პატიმრობიდან გათავისუფლება მოითხოვეს.


ემზარ კვიციანის მიმართ წარდგენილი 9 ბრალდებიდან მას ერთი ბრალდება დარჩა _ ამბოხი და უკანონო ფორმირების შექმნა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016