„თქვენი აფერისტი რეჟისორის დაბადების დღეა!
ესეც შენ, ჩემო ბატონო რობერტ! დღეს კი გოგოებთან ერთად წინასწარ იხდის ღრმა სიბერეში შებრძანებას. როგორც ერთ პოლონურ ფრაშკაში(შაირში) თქმულა: იდიოტი სიბერეშიც იდიოტად რჩება, უბრალოდ უფრო სანდომიანად გამოიყურება. ესეც შენ, ჩემო ერთგულო ძმაო! წინასწარ გილოცავ.
ვიტოლდ-როლანდ (ბონდო)“- ასე მიულოცა საკუთარ თავს დაბადების დღე დიდმა ქართველმა რეჟისორმა რობერტ სტურუამ. „რეპორტიორიც“ უერთდება მილოცვას და დღეგრძელობასა და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს დიდ მაესტროს!
დღეს, 31 ივლისს, დიდი ქართველი რეჟისორის, რობერტ სტურუას დაბადების დღეა. იგი 1938 წლის 31 ივლისს დაიბადა. მილოცვას კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროც ეხმიანება.
„საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ულოცავს მას დაბადების დღეს ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და სიხარულს უსურვებს!“- წერს სამინისტრო.