reportiori.ge - ლეილა აბაშიძე იუბილარია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 08:17
კულტურა
ლეილა აბაშიძე იუბილარია
01 აგვისტო, 2014. 14:47

 

დღეს, 1 აგვისტოს, ქართველი კინომსახიობის, ლეილა აბაშიძის დაბადების დღეა. მსახიობი 1929 წლის 1 აგვისტოს, თბილისში დაიბადა.


აბაშიძე 1940 წლიდან მუშაობს კინოსტუდია „ქართულ ფილმში". 1941 წელს ითამაშა კატოს როლი კონსტანტინე პიპინაშვილის ფილმში „ქაჯანა". 1951 წელს დაამთავრა თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1966 წელს ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის სიკო დოლიძის ფილმში „შეხვედრა წარსულთან" ლენინგრადის საკავშირო კინოფესტივალის პირველი პრემია მიიღო. კონსტანტინე პიპინაშვილთან ერთად დაწერა სცენარი „მოლოდინი" რომელიც შოთა და ნოდარ მანაგაძეებთან ერთად გადაიღო. შექმნა მრავალი კომედიური და დრამატული სახე. არის მხატვრული ფილმების „მოლოდინი," „კოშკები სდუმან" სცენარის ავტორი, მხატვრული ფილმის „თბილისი, პარიზი, თბილისი" სცენარის ავტორი და რეჟისორი.


1958 წლიდან ლეილა აბაშიძე კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრია.


აბაშიძეს საქართველოს კულტურისა და ძეგლტა დაცვის სამინისტრო დაბადების დღეს ულოცავს.



საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ულოცავს მას დაბადების დღეს ჯანმრთელობასა და ბედნიერებას უსურვებს!"- აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ მისალოც განცხადებაში.


ქართველი მსახიობი განსაკუთრებული სილამაზითა და სარმით გამოირჩეოდა.

„ლეილა აბაშიძე ქართული კინოსათვის ყოველთვის იყო ერის ხასიათის, რწმენის და ეროვნულობის სახე."- ასე ახასიათებს  კინორეჟისორი რეზო ჩხეიძე აბაშიძეს.


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016