reportiori.ge - „ფულის ხე“ - როგორც სამკურნალო საშუალება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 09:51
სხვადასხვა
„ფულის ხე“ - როგორც სამკურნალო საშუალება
03 აგვისტო, 2014. 13:00



თითქმის ყველას აქვს სახლში ჯუჯა ტიპის მარად მწვანე, ლამაზი ხე, რომელსაც „ფულის ხე“-ს უწოდებენ. „ფულის ხე“   დიასახლისებისა და მთელი ოჯახის განსაკუთრებულ სიყვარულს იმსახურებს.  „რეპორტიორი“ იმ სასარგებლო და სამკურნალო თვისებებზე მოგითხრობთ, რომელიც ამ მცენარეს გააჩნია.

 

 

შემჩნეულია, რომ „ფულის ხე“ ძლიერ რეაგირებს იმ ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რომლებსაც სახლში ეს ჯადოსნური მცენარე აქვთ გახარებული.

 

თუ ვინმე ავად ხდება, მცენარის მდგომარეობა უარესდება, იწყებს ჭკნობას, ცვივა ფოთლები, თითქოს საკუთარ თავზე იღებს უარყოფით ენერგიას. და როცა ადამიანი უკეთ ხდება, "ფულის ხე" ისევ გარდაიქმნება.

 

"ფულის ხის" დიდი პოპულარობის მიუხედავად, ადამიანების უმრავლესობისთვის არ არის ცნობილი მისი შესანიშნავი ბაქტერიციდული, ანტივირუსული და ანთებითსაწინააღმდეგო თვისებები, რომლებიც სიძლიერით არ ჩამოუვარდება ალოეს.

 

ჰერპესი ტუჩზე - რამდენიმე ფოთოლს გამოწურეთ წვენი და ყოველ ნახევარ საათში წაისვით დაზიანებული ადგილი. ასევე შეგიძლიათ დაასველოთ ბამბის ტამპონი წვენში, დაიდოთ დაზიანებულ ადგილზე და დააფიქსიროთ ლეიკოპლასტირით.

 

ანგინა, ტონზილიტი - 10ც. ფურცელი გაწურეთ და წვენში დაუმატეთ 200 გ თბილი წყალი. გამოივლეთ ყელში 3-5-ჯერ დღეში.

 

ართრიტი, ართროზი - 10-15 ც. ფოთოლს გამოწურეთ წვენი და შეიზილეთ დაზიანებულ სახსრებში ძილის წინ.

 

ბუასილი - დაიდეთ გაჭრილი ფოთოლი, შველის უცბად.

 

დამწვრობა, ჭრილობები, ჩირქგროვა - გახეხეთ სახეხზე რამდენიმე ფურცელი და მიღებული ფაფა დაიდეთ დაზიანებულ ადგილზე, დააფიქსირეთ ბინტით. საფენი გამოიცვალეთ.

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016