reportiori.ge - მიხეილ სააკაშვილს სამხედრო ტრიბუნალი გაასამართლებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 09:00
პრეს-დაიჯესტი
მიხეილ სააკაშვილს სამხედრო ტრიბუნალი გაასამართლებს
ავტორი:
03 აგვისტო, 2014. 19:24



მიხეილ სააკაშვილმა,  გენერალურ პროკურატურაში 10-მდე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე, გამომძიებლის შეკითხვებს უნდა უპასუხოს.

 

თუმცა,  ეს იმ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი, თუკი ექს-პრეზიდენტი  საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას აღიარებს და მის მიმართ დაგროვილ შეკითხვებს თავს არ აარიდებს. ცნობილია ისიც, რომ მიხეილ სააკაშვილს სამართალდამცავებმა სკაიპით დაკითხვაც შესთავაზეს, მაგრამ  მან სამართალდამცველთა შეთავაზება არ მიიღო

 

2013 წლის შემოდგომაზე, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ორი დღით ადრე, უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანა დატოვა და  ბრიუსელში გაემგზავრა. მას შემდეგ მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდებოდამისი  თვითმფრინავი საქართველოში ცარიელი დაბრუნდა.

 

ექსკლუზივ ნიუსი“,   მიხეილ სააკაშვილის შესაძლო გაუჩინარების შესახებ წერდარამდენიმე ვარიანტი ვრცელდებოდა: ერთ შემთხვევაში ყოფილი პრეზიდენტი  საქართველოს ამერიკელების დახმარებით დატოვებდა, მეორე ვარიანტით კი - ამერიკელ ინვესტორებთან ერთად ერთ-ერთ ბანკში დაგეგმილ პრეზენტაციას  დაესწრებოდა ინაუგურაციის დღეს, 17 ნოემბერს და ამის შემდეგ  უცხოეთში გაემგზავრებოდა, მაგრამ, როგორც გაირკვამან ახალ ხელისუფლებას უნდობლობა გამოუცხადა, ბოლო წუთებში გეგმები შეცვალა და პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ორი დღით ადრე, ქვეყნიდან გაუჩინარდა. ამასობაში,  გიგი უგულავამ   ევროპაში სიარულს მოუხშირა და როგორც მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, ამის მთავარი მიზეზი, დავით კეზერაშვილისა და მიხეილ სააკაშვილის ბიზნესინტერესი იყო. ევროპაში რამდენჯერმე შედგა მიხეილ სააკაშვილისა და გიგი უგულავას შეხვედრა.

 

 ექსკლუზივ ნიუსი წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილის და გიგი უგულავას ევროპული ვოიაჟის მთავარი მიზეზი, საფრანგეთში დაკავებული ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის დვოკატთან შეხვედრა იყო. მათ სურდათ, დაპატიმრებულ კეზერაშვილთან   დაკავშირება, თუმცა ეს  ვერ მოხერხდა. რადგანაც დავით კეზერაშვილის ადვოკატმა, მის დაცვაზე უარი თქვა, რადგანაც ცნობილი გახდა, რომ კეზერაშვილს იარაღით უკანონო ვაჭრობა ედებოდა ბრალად. ცნობილია გახდა ისიც, რომ მიხეილ სააკაშვილის უძრავი ქონება და საბანკო აქტივები ოფშორულ ზონაში“, დავით კეზერაშვილის სახელზეა გაფორმებული. ფრანგული კანონმდებლობით კი პატიმრობაში მყოფ პირს, უფლება არა აქვს, არც საბანკო ტრანზაქციის შესრულების და მით უმეტეს, ყიდვა-გაყიდვის, სანოტარო ხელშეკრულებების გააფორმების. აქედან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილის მილიარდობით ღირებულების ქონება,  დე-ფაქტო ჰაერში იყო და დე-იურე კეზერაშვილის სახელზეა დღესაც.

 

 „საკუთარი ქონების მაძიებელი მიხეილ სააკაშვილი, მაშინ საფრანგეთიდან ხელმოცარული დაბრუნდა. მისი,   დავით კეზერაშვილთან კომუნიკაციის შანსი თეორიულ დონეზეც კი გამოირიცხა. ამას ისიც დაემატა, რომ საქართველოში ჩამოსულ ყოფილ ლიდერს არც ერთი ნაც-დეპუტატი სათოფეზე აღარ ეკარებოდა, მარტო დარჩენილმა კი მხოლოდ ის მოახერხა, რომ  უამრავი სისულელის ბჟუტური დაიწყო და ახალი ხელისუფლების ლანძღვით  გაერთო.

 

ამასობაში კი, საფრანგეთში იმჟამინდელი შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც  გაემგზავრა  და ამ ვიზიტის შედეგად, როგორც ბოლოს გაირკვა, დავით კეზერაშვილისა და მიხეილ სააკაშვილის მიერ მოპარული ქონების შესახებ, დოკუმენტაციას, ფრანგული მხარე  .  „საინფორმაციო ბანკსქართულ მხარეს გადმოსცემდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ქართველმა სამართალდამცავებმა  ექსტრადიცია მოითხოვეს და ფრანგ კოლეგებს  ამის შესაბამისი დოკუმენტაციაც გადაუგზავნეს, საფრანგეთის სასამართლომ კეზერაშვილის ექსტრადიცია არ მოახდინა და ის ქვეყნიდან  გაუსვლელობის ხელწერილით გაათავისუფლეს.

 

ფრანგული L Mონდე საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის დაკავების შესახებ წერდა, რომ დავით კეზერაშვილი 14 ოქტომბერს ნიცასა და მონაკოს შორის ტერიტორიაზე, ქართველი სამართალდამცავების მოთხოვნის საფუძველზე დააკავეს.

 

საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილს ბრალად თაღლითობა და კორუფცია ედება  ციხეში 40 დღეს გაატარებს. ამ დროის განმავლობაში იქნება მიღებული გადაწყვეტილება მის შესაძლო ექსტრადიციაზე“,  - წერდა მაშინ ფრანგული გამოცემა.

 

რამდენიმე დღის წინ კი, სანამ მიხეილ სააკაშვილის დაკითხვის შესახებ უწყებას გადასცემდნენ მის დედას, გიული ალასანიას, მთავარი პროკურატურის მოწვევით, თბილისში მსოფლიოში აღიარებული სისხლის სამართლის პრაქტიკოსი სპეციალისტების ჯგუფი  ჩამოვიდა. მოწვეული სტუმრები არიან  ყოფილი პროკურორები, რომლებსაც წარსულში საკუთარი ქვეყნების სამართლადამცავ ორგანოებში მაღალი თანამდებობები ეკავათ, უძღვებოდნენ ყოფილი სახელმწიფო მოხელეების გახმაურებულ საქმეებს, ასევე აქტიურად იყვნენ ჩართული საერთაშორისო ტრიბუნალების საქმიანობაში.

 

მთავარი პროკურატურა გეგმავს, რომ მოწვეული სპეციალისტებისგან დააკომპლექტოს კონსულტანტთა ჯგუფი, რათა მაქსიმალურად იქნას გაზიარებული მათი გამოცდილება და გათვალისწინებულ იქნას რეკომენდაციები. ეს მნიშვნელოვანია მაღალი თანამდებობის პირების საქმეების გამოძიების წარმოების და პროცესის გამჭვირვალობის საერთაშორისო სტანდარტების ამაღლებისათვის. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს საქართველოს პროკურატურის ახალ, განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლას.

 

მოწვეული სპეციალისტების ჯგუფს წარმოადგენენ:

 

სერ ჯეფრი ნაისი  (Sir Geoffrey Nice)  - 1998-2006 წლებში იყო იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის მთავარი პროკურორის მოადგილე და პირადად უძღვებოდა სერბეთის ყოფილი პრეზიდენტის, სლობოდან მილოშევიჩის საქმეს. ნაისი, სერ დეზმონდ დე სილვასა და დევიდ კრეინთან ერთადარის 2014 წელს გამოცემული საერთაშორისო ანგარიშის ავტორი, რომელიც სირიაში დაკავებულთა წამებისა და სიკვდილით დასჯის ფაქტებს ეხება. ამჟამად ის პერიოდულად მუშაობს მოსამართლედ და ლონდონის გრეშამის კოლეჯის სამართლის პროფესორია;

 

მოშე ლადორი (Sir Geoffrey Nice)  იყო ისრაელის სახელმწიფო პროკურორი 2013 წლის ბოლომდე. თანამდებობაზე  ყოფნისას ის  არაერთი პოლიტიკოსის წინააღმდეგ აღძრულ და გამოძიებულ საქმეებს ზედამხედველობდა, რომელთა შორისაც იყო ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ეჰუდ ოლმერტის საქმეც. ამ თანამდებობის დაკავებამდე მოშე ლადორი იყო იერუსალიმის მთავარი პროკურორი;

 

 

პოლ კაფი  (Paul Coffey) ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილების ყოფილი დირექტორი. საჯარო სამსახურიდან წასვლის შემდეგ, ის გაეროს მისიით  იმყოფებოდა კოსოვოში. პოლ კაფი კოსოვოს იუსტიციის სისტემის რეფორმაში აქტიურად მონაწილეობდა, ასევე ზედამხედველობდა, გაეროს მიერ კოსოვოში წარმოებულ ყველა საქმეს, მათ შორის, ომის დანაშაულებათა გამოძიებას.

 

 

მოწვეული ექსპერტები  უმაღლეს კვალიფიკაციასა და პროფესიონალიზმთან ერთად, პროფესიულ წრეებში მაღალი რეპუტაციითა და აღიარებით სარგებლობენ, როგორც მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი პროფესიონალები.

 

საქართველოში ხსენებული ჯგუფის წევრების მოწვევამ  და ქართველ სამართალდამცავებთან მათი თანამშრომლობის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ, „ნაციონალური მოძრაობისლიდერები გააბრაზა და ყველა სატელევიზიო არხსა თუ ინტერნეტ და ბეჭდურ გამოცემაში, აღშფოთებული წერდნენ, რისთვის იყო უცხოელების მოწვევა საჭირო, ეს ამ ხელისუფლებამ  „ნაციონალური მოძრაობისგასანადგურებლად გააკეთაო.

 

როგორც წესია, ნაციონალებს ინტუიცია არასდროს ღალატობთ და პროფესიონალ იურისტთა ჯგუფის სტუმრობიდან, ზუსტად  2 დღეში ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს.

 

ექსკლუზივ ნიუსისინფორმაციით, პირველ რიგში, შესაძლოა დავით კეზერაშვილის მიერ იარაღის უკანონო ვაჭრობასა დაოფშორულ ზონაშიუკანონო თანხების აკუმალაციით შექმნილიმრავალმილიონიანი საბანკო ანგარიშები გახდეს ამის მიზეზი. ცნობილია, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის სახელმწიფომ, ანტიტერორისტული ოპერაციების წინააღმდეგ მებრძოლი ჯგუფი შექმნა, რომელიც უმაღლესი კლასის პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული და გამოარკვია ის, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი და ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თავის ბიძასთან, თემურ ალსანიასთან  ერთად, იარაღით უკანონო ვაჭრობაში იყო ჩართული.

ყველაზე ცუდი და საგანგაშო, ამ ბინძურ ისტორიაში ისაა, რომ დავით კეზერაშვილი, იარაღს თავისი სამშობლოს, ისრაელის მოსისხლე მტრებს, ტერორისტებს  აწვდიდა. ის და მიხეილ სააკაშვილი, ამით  მილიონებს შოულობდნენ. ისრაელის სახელმწიფოს კი ამ დანაშაულებრივი სქემის გაშიფვრაში უდიდესი წვლილი მიუძღვის. ისეთი ქვეყანა, როგორიც ისრაელია, რომელიც თავისი თითოეული მოქალაქის უფლებებს ბოლომდე კბილებით იცავს, დავით კეზერაშვილის  შემთხვევაში მათ კრინტიც არ დაუძრავთ.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ მოწვეული სპეციალისტები, ისრაელიდან არიან, მათ ქვეყნის პირველი პირების მიერ ჩადენილი დანაშაულის გახსნის და გამოძიების დიდი გამოცდილება აქვთ.

 

ექსკლუზივ ნიუსისინფორმაციით, პირველი, რასაც უცხოელი სპეციალისტები გააკეთებენკეზერაშვილი-სააკაშვილის ბიზნეს საქმიანობის შესწავლა და მათი ტანდემის გაშიფვრა იქნება. სავარაუდოდ, თუ მიხეილ სააკაშვილი  პროკურატურაში  არ გამოცხადდა, მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება და საბოლოოდ, მიხეილ სააკაშვილს  სამხედრო ტრიბუნალი  გაასამართლებს.

 

 


Pia.Ge



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016