reportiori.ge - რა ხდება „ნაცმოძრაობაში“ გაეროს დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ?“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 09:01
პრეს-დაიჯესტი
რა ხდება „ნაცმოძრაობაში“ გაეროს დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ?“
ავტორი:
06 აგვისტო, 2014. 17:34


სააკაშვილ-კუბლაშვილის ე.წ. სასამართლო გადაწყვეტილებებმა ჩვენთვის ფარსად, ტაკიმასხრობად აქცია სამართლიანობის პროცესი. როგორი მართალიც არ უნდა იყო, სასამართლო სპექტაკლებში მონაწილეობის შედეგი ისევ უსამართლობა იქნება, აზრს კარგავს ამ ჯამბაზობაში, თუ უარესი არა - აღვირახსნილ, უზნეო, ამორალურ შურისმაძიებელ სპექტაკლებში მონაწილეობა. გაზეთები „ალია" და კვირის ქრონიკა", პროტესტის ნიშნად, აცილებას აძლევენ სასამართლო ხელისუფლებას და არანაირ მონაწილეობას აღარ მიიღებენ სააკაშვილ-კუბლაშვილის უზნეო, უსამართლო ე.წ. სასამართლო პროცესში, სანამ სასამართლო სისტემა არ შეიცვლება და არ გაიწმინდება უზნეო მონა მოსამართლეებისგან,  რადგან ახლა აზრი არ აქვს, რა მტკიცებულებებს დადებ და ვის წარადგენ მოწმეებად პროცესზე. „ოცნების" ხელისუფლება საზოგადოებას დაჰპირდა, რომ არჩევნების შემდეგ დაამთავრებდა „ნაცმოძრაობას". დაიწყეთ ეს ბოროტების იმ ბუდიდან, რომელსაც „ნაციონალი" სააკაშვილ-კუბლაშვილის სასამართლო ჰქვია.

 

 

„ალიას, „ნაცმოძრაობასთან" დაახლოებულმა წყაროებმა აცნობეს, რომ მათი ლიდერის უმძიმესი მდგომარეობის გამო, პარტია, ფაქტობრივად, პარალიზებულია. ერთი უბედურება ხომ მიშას წინააღმდეგ საქმის აღძვრა იყო, მაგრამ უარესი წინ ელით. გაეროს ადამიანთა უფლებების კომიტეტმა, „ნაციონალებს" შავი დღე აყარა. ამ კომიტეტის დასკვნაში გარკვევით წერია, რომ გაერო აქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გამოიძიოს წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულები - ძალადობის, არასათანადო მოპყრობის, წამების, საკუთრების უკანონოდ ჩამორთმევის, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მთელი რიგი სერიოზული ფაქტები. კომიტეტი მოითხოვს, საქართველოს ხელისუფლებამ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს „მშვიდობიანი დემონსტრაციების ძალადობრივ დარბევას 2007 წლის 7 ნოემბერს, 2009 წლის 15 ივნისსა და 2011 წლის 3 იანვარს და ჟურნალისტებზე თავდასხმებს". დასკვნას ხელს აწერს კომიტეტის ყველა -  თვრამეტივე წევრი. მოკლედ, არც მეტი და არც ნაკლები, გაერო მიხეილ სააკაშვილსა და „ნაცმოძრაობას" კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებში სდებს ბრალს და თუ ეს დანაშაული სააკაშვილს დაუმტკიცდა, მასაც და მისი ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელს, საერთაშორისო ტრიბუნალი არ ასცდებათ.

 

 

„ნაცებისთვის" ეს დასკვნა ხომ თავისთავად შოკისმომგვრელია, მაგრამ ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ გაეროს დასკვნაში სწორედ იმ საქმეზეა ლაპარაკი,რის გამოც საქართველოს პროკურატურაში სააკაშვილის წინააღმდეგ საქმე აღიძრა - 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის ვანდალურად დარბევა. ამ დასკვნის შემდეგ, „ნაციონალთა" არც ერთ ჭკუათმყოფელ ლიდერს ეჭვი აღარ ეპარება, რომ მიშას წინააღმდეგ საქმის აღძვრა საქართველოს ხელისუფლების, ევროკავშირისა და ამერიკის ხელისუფლებების ერთობლივი გადაწყვეტილება იყო და მიშასა და „ნაციონალთა" მშველელი და პატრონი, დედამიწის ზურგზე, აღარავინ არის. „ნაციონალთა" ლიდერები, თურმე, იმაზეც წუხან, რაც თავად მიშა სააკაშვილისგან ამ დღეებში შეიტყვეს. სააკაშვილის ბიძას, თემურ ალასანიას, მოგეხსენებათ, გაეროს განიარაღების კომიტეტში სერიოზული თანამდებობა უკავია. ალასანიას გაეროს ადამიანის უფლებათა დასკვნაზე არათუ გავლენა ვერ მოუხდენია, მეტიც, ამ დასკვნის საფუძველზე, შესაძლოა, მის კარიერასაც საფრთხე დაემუქროს. ყველას კარგად მოეხსენება, რომ გაეროში და ცალკეულ პოლიტიკოსებთანაც, ალასანია საკუთარი დისშვილის ლობისტი და პატრონიც იყო. ახლა კი გამოდის, რომ გაეროს მიერ უმძიმეს დანაშაულებში ეჭვმიტანილ სააკაშვილს ლობირებდა და სერიოზულ პოლიტიკოსებს  ატყუებდა, როცა კრიტიკულ მომენტებში მის მხარდაჭერას სთხოვდა. ცხადია, თემურ ალასანიას ეს ძველი მოწადინება ყველას კარგად ახსოვს და თუ პოლიტიკური თამაშის წესებს გავითვალისწინებთ, ამას არ დაუვიწყებენ და მწარედ გაახსენებენ. მოკლედ, მიშას უთქვამს, - ბიძაჩემს ჩემთვის აღარ სცალია, თავი აქვს გადასარჩენი და მის იმედად ვერ ვიქნებითო.


აი, სწორედ გაეროს ეს დასკვნა იქცა იმის მიზეზად, რომ დასავლელმა პოლიტიკოსებმა სააკაშვილისთვის ზურგის შექცევა დაიწყეს. მართალია, მიშა ხან ერთ ქვეყანაშია, ხან მეორეში და ამით თავის მომხრეებს ამშვიდებს, - პოლიტიკური თავშესაფარი არ მჭირდება, ხომ ხედავთ, ყველა ქვეყანა სიამოვნებით მმასპინძლობსო, მაგრამ მალე ერთი ქვეყნის მასპინძლობაც კი სანატრელი გაუხდება.


მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმე აღიძრა თუ არა, ოთხმა ამერიკელმა სენატორმა, ჯონ მაკკეინის მეთაურობით, საქართველოს მთავრობას წერილი გამოუგზავნა და ექსპრეზიდენტის პოლიტიკურ დევნაში დასდო ბრალი, მიშა კი წმინდანად გამოიყვანეს. ამ ოთხი სენატორიდან ორი დემოკრატია - ბენ კარდინი და ჯიმ შაჰინი. აშშ-ში მყოფი სააკაშვილი ამ ორივე სენატორთან შეხვედრას და მათგან დამატებით პოლიტიკური მხარდაჭერის მიღებას შეეცადა, მაგრამ მიშას არც შაჰინი შეხვდა და არც კარდინი. ორივემ თანაშემწეების მეშვეობით არაორაზროვნად შემოუთვალა, რომ გაეროს დასკვნის შემდეგ, მათგან მიშას აღარანაირი მხარდაჭერის იმედი აღარ უნდა ჰქონდეს და მას ორივე სენატორი ემიჯნება. სააკაშვილის ბოლო იმედი მისი „მამობილი" ჯონ მაკკეინია, მაგრამ შესაძლოა, მანაც ზურგი აქციოს, რადგან მიშას ისეთ უმძიმეს დანაშაულებებში ედება ბრალი, მაკკეინი სულელი მართლა არ არის, საკუთარ პოლიტიკურ კარიერას მის გამო ხაზი გადაუსვას და, ფაქტობრივად, გაეროს მიერ დიქტატორად შერაცხულ სააკაშვილს თან გადაჰყვეს. ვერც არდაჭერა უშველით და ვერც ვერანაირი პიარი. სააკაშვილი ორი დღე დასდევდა ამერიკაში ამ ქვეყნის გავლენიან პოლიტიკოსებს, რომ ვინმეს შეხვედროდა, მაგრამ ყველამ რაღაც მიზეზით უთხრა უარი. საინტერესოა, რომ სააკაშვილს თეთრ სახლში, ამერიკის კონგრესსა და სენატში, „რუსთავი 2"-ის გადამღები ჯგუფი თან დაჰყვებოდა, თუ მიშა რომელიმე გავლენიან პოლიტიკოსს შეხვდებოდა, ეს შეხვედრა გადაეღოთ და გაეპიარებინათ, მაგრამ, როგორც მოგახსენეთ, სააკაშვილს ხელი მოეცარა. ერთი საყურადღებო ფაქტიც. „ნაციონალთა" კულუარებში აცხადებენ, გაეროს დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილსა და „ნაცმოძრაობის" მომსახურებაზე უარი განაცხადეს იმ ამერიკულმა ლობისტურმა კომპანიებმა, რომლებიც წლების მანძილზე ემსახურებოდნენ მათ. კერძოდ, „მოდესტა გრუპ"-მა და „ორიონ სტრატეჯი"-მ. ეს უკანასკნელი ჯონ მაკკეინის ყოფილი მრევლის, რენდი შუნემონის დაფუძნებულია და ამ კომპანიასთან საქმის დაჭერა, თავის დროზე, სწორედ მაკკეინმა ურჩია სააკაშვილს. ეს გასაკვირი სულაც არ არის - უმძიმეს დანაშაულებებში გაეროს მიერ ეჭვმიტანილი, საკუთარი ქვეყნის პროკურატურის მიერ ბრალდებულ ექსპრეზიდენტების ლობისტობას ყველა ერიდება, რადგან საკუთარ იმიჯს უფრთხილდებიან.


რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილი უნგრეთის პრემიერს, ვიქტორ ორბანს სტუმრობდა და იმის დასტურად, ორბანი ჩემი ძმაკაციაო, ბუდაპეშტში „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი ჩაიყვანა და მისგან ბლიც-ინტერვიუ ააღებინა. ორბანმა საკმაოდ მოზომილად კი ისაუბრა, თუმცა ისიც თქვა, ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ საქმის აღძვრა საფრთხილო საქმეა და სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური დევნა არ უნდა გახორციელდესო. „რუსთავი 2"-ის მესვეურებს ვურჩევ, მიშა სააკაშვილისა და ვიქტორ ორბანის შეხვედრის ეს კადრები გულმოდგინედ შეინახონ, რადგან, შესაძლოა, ორბანი ბოლო ევროპული ქვეყნის უკანასკნელი ლიდერი აღმოჩნდეს, ვინც მიშას ეგეთი შთამბეჭდავი შეხვედრა მოუწყო. ორბანთან შეხვედრის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილი უნგრეთში აპირებდა პოლიტიკური თავშესაფრის მიღებას და ამ ქვეყნის პრემიერსაც ამიტომ შეხვდა. კი, ნამდვილად ასე იყო და ამას „ნაციონალებთან" დაახლოებული წყაროც ადასტურებს. თუმცა, შესაძლოა, არა მხოლოდ უნგრეთში, ევროკავშირის ვერც ერთ ქვეყანაში ვერ მიიღოს სააკაშვილმა თავშესაფარი.


ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების ლიდერები დიდად აღფრთოვანებულნი არ დარჩენილან იმ ფაქტით, რომ ორბანმა სააკაშვილი განსაკუთრებულად მიიღო და უნგრეთის პრემიერს, ამის გამო არაერთი საყვედური  მიუღია კოლეგებისგან. ევროკავშირის ძლიერ სახელმწიფოებს ასეთი მოსაზრება ჰქონიათ - თუ მიხეილ სააკაშვილის მიმართ გაეროს მიერ გაჟღერებული ბრალდებების თუნდაც ნაწილი სიმართლესათან ახლოს დგას, ამ გაერთიანების არც ერთი წევრი ქვეყანა სააკაშვილს პოლიტიკურ თავშესაფარს არ მისცემს. გაეროს დასკვნაში მოყვანილი ფაქტების უტყუარობაში, ცხადია, არც ერთ ამ ლიდერს ეჭვი არ ეპარება, რადგან კომიტეტის დასკვნის შესახებ ინფორმაციას გაეროში ამ ქვეყნების წარმომადგენლები მიაწვდიდნენ. მეტიც, ამ ქვეყნების წარმომადგენელთა გარეშე არც ეს დასკვნა დაიწერებოდა, მაგრამ ამ ეტაპზე მეტი კატეგორიულობისგან თავს იკავებენ. თუმცა, ესეც დიდი ტრაგედიაა მიშასთვის და მისი გუნდისთვის.

 

 

ბობოლა „ნაციონალთათვის" მეხის დაცემის ტოლფასი იყო იმის გაგება, რომ ვიქტორ ორბანს სააკაშვილისთვის შეუთვლია, - ჩემი იმედი ნუ გექნება, შესაძლოა, უნგრეთში პოლიტიკური თავშესაფარი ვერ მიიღო და სხვა ქვეყანაზე ამთავითვე  იფიქრეო. გარდა ამისა, „ნაციონალთა" ოფისიდან გამოჟონა ინფორმაციამ, რომ უნგრეთის შესაბამისი სამსახურები აპირებენ, ხელახლა გადახედონ იმ მასალებს, რაც უნგრეთის პროკურატურას საქართველოს პროკურატურამ ზურაბ ადეიშვილის შესახებ გაუგზავნა. შესაძლოა, ზურაბ ადეიშვილს პოლიტიკური დევნილის სტატუსიც შეუწყვტოს უნგრეთის ხელისუფლებამ და საქართველოში მისი ექსტრადირება მოახდინოს. ამის მიზეზი კი მარტივია - ზურაბ ადეიშვილი გაეროს დასკვნაში მოყვანილი დანაშაულების ერთ-ერთი სულისჩამდგმელია და ეს ჩინებულად იციან უნგრეთის ხელისუფლებაშიც. კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულების თანაავტორი კი არც ერთ ქვეყანას არ უნდა, მით უფრო, პოლიტიკური დევნილის სტატუსით. „ნაციონალთათვის" ეს ინფორმაცია იმის გამოც არის შემაშფოთებელი,რომ მათი ლიდერების ერთი ნაწილი, ახლო მომავალში, სწორედ უნგრეთში აპირებდა გაქცევას და პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნას. თუმცა, უნგრეთი კი არა, გამორიცხული არ არის, არც ერთ „ნაციონალს", არც ამერიკამ და არც ევროკავშირის არც ერთმა ქვეყანამ არ მისცეს პოლიტიკური თავშესაფარი. ადეიშვილისა არ იყოს, მათაც არაერთ უმძიმეს დანაშაულში ედებათ ბრალი და ძალიან მალე, ამ ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ.


ეს კიდე არაფერი. შესაძლოა, მალე სააკაშვილს უკრაინაში ჩასვლაც აუკრძალონ. ევროკავშირის ლიდერებს, უკრაინის პრეზიდენტს, პიოტრ პოროშენკოსთვის შეუთვლიათ, რომ სააკაშვილისგან შორს დაიჭიროს თავი, მისგან ნელ-ნელა დისტანცირება მოახდინოს და საბოლოოდ, კიევშიც შეამცირონ მისი ვიზიტები. უცხოელმა პოლიტიკოსებმა კარგად იციან, რომ უკრაინაში კონფლიქტი რუსეთის გარეშე ვერ მოგვარდება და ახლო მომავალში, შესაძლოა, რუსეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების გამართვა მოუწიოთ. ამ საქმეში კი სააკაშვილი ხელის შემშლელი, ფაქტორია. სხვათა შორის, ვიდრე უცხოელი ლიდერები პოროშენკოს სააკაშვილის ჩამოცილებას ურჩევდნენ, იგივეს ეუბნებოდა პრეზიდენტს პარლამენტს თავმჯდომარე, არსენ იაცენიუკი, რომელსაც განსაკუთრებით ის არ მოსწონდა, რომ სააკაშვილი ხშირად უკრაინის სახელითაც აკეთებდა განცხადებებს. ამბობენ,რომ პოროშენკოსთვის, იაცენიუკის რჩევისგან განსხვავებით, ევროკავშირის ლიდერების სიტყვა, ბრძანებაა. სააკაშვილი უკრაინაში რუსეთს ებრძოდა, მაგრამ რეალურად თავის საქმეს აკეთებდა - ცდილობდა, საერთაშორისო მასშტაბით კვლავ ანგარიშგასაწევი ფიგურა გამხდარიყო. ნაწილობრივ ეს მოახერხა, მაგრამ საქმის აღძვრამ და ბოლოს, გაეროს დასკვნამ, მიშას ხელი მოუთავა. არც ის არის გამორიცხული, პოროშენკომ სააკაშვილის „რეფორმატორი" ძმაკაცებიც დაიფრინოს, ვითომ ახალი უკრაინის ასაშენებლად პოროშენკოს ხელისუფლებას კონსულტაციებს რომ უწევენ.

 

 

მოკლედ, მთელი მსოფლიო მიხეილ სააკაშვილს ისე ექცევა, როგორც პოტენციურ დამნაშავეს. არავის არ უნდა, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში საქართველოს ხელისუფლების მიერ ბრალდებული და გაეროს მიერ ეჭვმიტანილი ახლოს გაიკაროს, მით უფრო, მალე მიშას ინტეპოლიც დაუწყებს ძებნას და უფრო დიდი თავის ტკივილი გახდება ნესბიმიერი პოლიტიკური ლიდერისთვის. სააკაშვილის სართაშორისო იზოლაციის პროცესის დაწყება კიდევ ერთი დასტურია, რომ საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო საზოგადოების სერიოზული მხარდაჭერა ექნება ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურების წარმოებისთვის, რეალური შანსი არის, რომ სააკაშვილს რომელიმე ქვეყანაში ჩაავლონ და ქართულ მხარეს გადმოსცენ. საქმე ისე მიდის, რომ მიშა სააკაშვილს პოლიტიკური თავშესაფრის ძიება სამხრეთ ამერიკასა და აფრიკის იმ ქვეყნებში შეიძლება მოუწიოს, რომელთანაც საქართველოს ან დიპლომატიური ურთიერთობა საერთოდ არ აქვს, ან ამ ქვეყნებს ინტერპოლთან ხელშეკრულება და ძებნილთა გადაცემის ვალდებულება არ გააჩნია.

 

 

სხვათა შორის, არც ერთი დირექტორი და სამხედრო დამნაშავე, რომელიც საერთაშორისო სასამართლოს გაუსამართლებია, ერთ დღეში არ დაუჭერიათ და ეგრევე ციხეში არ ჩაუსვამთ. ყველა მათგანი ჯერ საერთაშორისო იზოლაციაში მოექცა, მერე მათ მიმართ მკვეთრად უარყოფითი საერთაშორისო აზრი ჩამოყალიბდა და შემდეგ, უკვე პროლემა არც მათი დაჭრა იყო და არც გასამართლება. ამ პრაქტიკის გათვალისწინებით, უნდა ველოდოთ, რომ მალე მიხეილ სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის" კრიტიკას ის პოლიტიკოსებიც კი დაიწყებენ, ადრე მხარს რომ უჭერდნენ. მალე გაჩნდება უცხოელ პოლიტიკოსთა ლექსიკაში „საერთაშორისო დამნაშავე", „დიქტატორი" და სხვა ტერმინები სააკაშვილის დანაშაულთა შესაფასებლად.

 

 

მიხეილ სააკაშვილის გზა, საქართველოს სასამართლოსკენ თუ ჰააგის ტრიბუნალისკენ ნელ-ნელა მოკლდება და წესით, მალე ვნახავთ განსასჯელის სკამზე, თუ, ცხადია, რომელიმე მესამე სამყაროს განვითარებად ქვეყანაში არ გაასწრო.


ლევან ჯავახიშვილი

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016