2014 წლის სექტემბრიდან ამერიკის შეერთებული შტატები ქართულ კინოს გაიცნობს.
ქართული ფილმების ყველაზე მასშტაბურ რეტროსპექტივას ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე - MoMA - ნიუ იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი 23 სექტემბრიდან უმასპინძლებს. გახსნა დაგეგმილია 23 სექტემბერს.
50-მდე ქართული ფილმის ჩვენება MoMA-ს პარალელურად გაიმართება ბერკლიში და მოგვიანებით ვაშინგტონში.
ნაჩვენები იქნება დაახლოებით 45 ქართული ფილმი - როგორც საუკუნოვანი ქართული უხმოკინო და საბჭოთა პერიოდის კინოკლასიკა,ისე ახალი ქართული წარმატებულიფილმები.
ფილმების სიას თავად მასპინძელი მხარე - MoMA-ს წარმომადგენლები ადგენენ. პროექტის პირველ ნაწილს სიმბოლურად ეწოდა ოჯახური ამბავი, რომელიც მოიცავს 1920 წლიდან დღემდე - სამი სხვადასხვა თაობის კინემატოგრაფისტი ოჯახების შემოქმედებას (23 სექტემბერი -16 ოქტომბერი, 2014,) მეორე ნაწილს კი ქვია -ცისფერი მთები და მას შემდეგ ( 22 ნოემბერი - 21 დეკემბერი, 2014).
პროექტს შესაძლოა ეწოდოს საუკუნის პროექტი. მასზე მუშაობა მიმდინარეობდა თითქმის 25 წლის განმავლობაში. ქართული ფილმების ასეთი მასშტაბური რეტროსპექტივა პარიზში პომპიდუს ცენტრის (მე-20 საუკუნის 80-იანი წლები) შემდეგ მსოფლიოში არ ყოფილა.
ქართული კინოს დღეების ორგანიზატორები - ნიუ იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი MoMA, კალიფორნიის უნივერსიტეტი - ბერკლი, Pacific Film Archive;
რეტროსპექტივის მხარდამჭერები საქართველოდან: საქართველოს საელჩო აშშ-ში; საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, საქართველოს კულტურისა დაძეგლთა დაცვის სამინისტრო; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
MoMA-ს მიერ შერჩეული ფილმების დიდინაწილი ამერიკის სხვადასხვა არქივში ინახება, გარკვეული ნამუშევრები საქართველოდან იგზავნებადა კინოფირების დიდი ნაწილი მსოფლიოს სხვადასხვა არქივიში მოიძებნა, მათ შორის მოსკოვის კინოარქივში - "გოსფილმფონდი".
ნიუ იორკში ქართული ფილმების რეტროსპექტივის გახსნა ემთხვევა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეას.
წყარო: http://www.gnfc.ge/geo/news/354
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)