reportiori.ge - ქართული კინოს ფესტივალი ამერიკაში!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 08:41
კულტურა
ქართული კინოს ფესტივალი ამერიკაში!
ავტორი:
06 აგვისტო, 2014. 23:08


2014 წლის სექტემბრიდან ამერიკის შეერთებული შტატები ქართულ კინოს გაიცნობს.


ქართული ფილმების ყველაზე მასშტაბურ რეტროსპექტივას ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე - MoMA - ნიუ იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი 23 სექტემბრიდან უმასპინძლებს. გახსნა დაგეგმილია 23 სექტემბერს.


50-მდე ქართული ფილმის ჩვენება MoMA-ს პარალელურად გაიმართება ბერკლიში და მოგვიანებით ვაშინგტონში.


ნაჩვენები იქნება დაახლოებით 45 ქართული ფილმი - როგორც საუკუნოვანი ქართული უხმოკინო და საბჭოთა პერიოდის კინოკლასიკა,ისე ახალი ქართული წარმატებულიფილმები.


ფილმების სიას თავად მასპინძელი მხარე - MoMA-ს წარმომადგენლები ადგენენ. პროექტის პირველ ნაწილს სიმბოლურად ეწოდა ოჯახური ამბავი, რომელიც მოიცავს 1920 წლიდან დღემდე - სამი სხვადასხვა თაობის კინემატოგრაფისტი ოჯახების შემოქმედებას (23 სექტემბერი -16 ოქტომბერი, 2014,) მეორე ნაწილს კი ქვია -ცისფერი მთები და მას შემდეგ ( 22 ნოემბერი - 21 დეკემბერი, 2014).



პროექტს შესაძლოა ეწოდოს საუკუნის პროექტი. მასზე მუშაობა მიმდინარეობდა თითქმის 25 წლის განმავლობაში. ქართული ფილმების ასეთი მასშტაბური რეტროსპექტივა პარიზში პომპიდუს ცენტრის (მე-20 საუკუნის 80-იანი წლები) შემდეგ მსოფლიოში არ ყოფილა.



ქართული კინოს დღეების ორგანიზატორები - ნიუ იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი MoMA, კალიფორნიის უნივერსიტეტი - ბერკლი, Pacific Film Archive;



რეტროსპექტივის მხარდამჭერები საქართველოდან: საქართველოს საელჩო აშშ-ში; საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, საქართველოს კულტურისა დაძეგლთა დაცვის სამინისტრო; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.



MoMA-ს მიერ შერჩეული ფილმების დიდინაწილი ამერიკის სხვადასხვა არქივში ინახება, გარკვეული ნამუშევრები საქართველოდან იგზავნებადა კინოფირების დიდი ნაწილი მსოფლიოს სხვადასხვა არქივიში მოიძებნა, მათ შორის მოსკოვის კინოარქივში - "გოსფილმფონდი".



ნიუ იორკში ქართული ფილმების რეტროსპექტივის გახსნა ემთხვევა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეას.




წყარო: http://www.gnfc.ge/geo/news/354



(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა) 


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016