reportiori.ge - ობამას წინააღმდეგ საქმის აღძვრას გეგმავენ, სააკაშვილის გამო კი შეშფოთებულია ორიოდ კინკილა სენატორი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 09:12
პრეს-დაიჯესტი
ობამას წინააღმდეგ საქმის აღძვრას გეგმავენ, სააკაშვილის გამო კი შეშფოთებულია ორიოდ კინკილა სენატორი
ავტორი:
06 აგვისტო, 2014. 23:17


მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წაყენების გამო ცალკეულ სენატორთა (ჯონ მაკკეინი, ბენ კარდინი, ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში) მხრიდან გამოთქმული უკიდურესი შეშფოთების ტალღა ჯერ გადავლილი არ იყო, როცა ამერიკელმა კანონმდებლებმა თავადვე დაამტკიცეს კანონპროექტი, რომლის საფუძველზეც კონგრესს პრეზიდენტ ოაბამას წინააღმდეგ საქმის აღძვრა შეუძლია.



„რესპუბლიკელი" კანონმდებლები აცხადებენ, რომ პრეზიდენტმა ობამამ უფლებამოსილებას გადაამეტა და კანონი დაარღვია, როცა 2013 წელს კონგრესის თანხმობის გარეშე, ხელი მოაწერა ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების კანონს.



ქართველების გადმოსახედიდან, პრეზიდენტ ობამას ეს ადმინისტრაციული კანონდარღვევა არაფერია ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილის სისხლის სამართლებრივ ბრალეულობასთან შედარებით, რომელსაც რატომღაც ცალკეული კონგრესმენები „გაგებით ეკიდებიან". საინტერესოა, რას მოასწავებს ეს ორმაგი სტანდარტი, როცა ამერიკელები თავიანთ პრეზიდენტებს ყოველ ჯერზე იმპიჩმენტს უწყობენ, ხოლო სხვა ქვეყნის პრეზიდენტთან მიმართებით დიდსულოვნებას მოითხოვენ?!



ამერიკის პრეზიდენტების ბიოგრაფი, ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი ალან ლიხტმანი ფიქრობს, რომ კონგრესის გადაწყვეტილება აშკარად პოლიტიკურადაა მოტივირებული და ეს პოლიტიკური მანევრი, საპაუხო ცეცხლია, ზუსტად ისეთი, როგორიც 90-იან წლებში ბილ კლინტონის იმპიჩმენტი იყო.



სხვათა შორის, ობამას ქმედების შემზღუდავი კანონპროექტის დამტკიცების დღე კონგრესში ძალზე ემოციურად წარიმართა. პალატის „რესპუბლიკელი" წარმომადგენლები ობამას აკრიტიკებდნენ, რადგან პრობლემების გადასაწყვეტად აუცილებელი ზომების გატარება გახდა საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრეზიდენტი ობამა მათ დაუკითხავად მიიღებდა უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა იმიგრაცია და ჯანდაცვა.



თუმცა, „დემოკრატი" კანონმდებლების უმრავლესობა პრეზიდენტ ობამას წინააღმდეგ კანონის მიღებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა და მას შეურაცხმყოფელ და დამამცირებელ რეზოლუციად მიიჩნევდა. თავად პრეზიდენტი ობამა ამ რეზოლუციამ ხუმრობის ხასიათზე დააყენა - „რესპუბლიკელები" დროს ფუჭად კარგავენ და აგვისტოს არდადეგებამდე დარჩენილ ორიოდე დღეს ტყუილად აცდენენ.



დასავლეთის ორმაგი სტანდარტების შესახებ თავისებური აზრი აქვს ყოფილ პოლიტპატიმარს, სამხედრო ექსპერტს ვახტანგ მაისაიას. მისი აზრით, მარტო ამერიკაში კი არა, ნებისმიერ ქვეყანაში სენატორები ორმაგი სტანდარტით მოქმედებენ. რუმინეთის პრეზიდენტ ბასესკუს წინააღმდეგაც რუმინეთის სენატმა აღძრა სისხლის სამართლის საქმე კორუფციისა და სამსახურებრივი მოვალეობის გადაჭარბებისთვის. ამ დროს კი ზოგიერთები უცხოეთში სააკაშვილის დამცველებად გვევლინებიან. თუმცა, ამის მიუხედავად, ამერიკის მთავრობა სააკაშვილს თავშესაფარს არ მისცემს, რადგან ამერიკაში არ არსებობს ამის პოლიტიკური პრეცედენტი. სააკაშვილს კი არა, ამერიკამ გაცილებით უფრო ძლიერ სტრატეგიულ პარტნიორს, ირანის შაჰს - მუხამედ ფეხლევს არ მისცა პოლიტიკური თავშესაფარი, რომელიც რევოლუციის შემდეგ ქვეყნიდან გაიქცა და კიბოს მძიმე სტადიაში იყო, ბოლოს იგი ეგვიპტის პრეზიდენტმა შეიფარა.



მაისაიას თქმით, ამერიკელები თავშესაფარს არ აძლევენ სისხლის სამართლის დამნაშავეებს. მართალია, სენატორთა უმცირესობა თავს იკლავს სააკაშვილისთვის, მაგრამ გაცილებით უფრო საინტერესოა მით რომნის პოზიცია, რომელიც „რესპუბლიკური" პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და პრეზიდენტობის ერთერთი კანდიდატია, ვიდრე „მაკკეინის და სხვა მარგინალი, წარსულში მყოფი" პოლიტიკოსების შეფასებები. ამ დროს კი მით რომნი დუმს, ისევე, როგორც ჰილარი კლინტონი და პრეზიდენტ ბუშის უმცროსი ძმა, რომელიც  ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატია.



„ბოლოს და ბოლოს, ამერიკის რამდენიმე კონგრესმენმა თავის დროზე ჰიტლერს დაუჭირა მხარი, სომოსას უჭერდნენ მხარს და პინოჩეტს. ამერიკა დემოკრატიული ქვეყანაა. ზოგი მხარს უჭერს ეშმაკს, ზოგი - ღვთის წარგზავნილს. გიგა ბოკერიამ 18 მილიონი დოლარი დახარჯა ლობისტური საქმიანობისთვის, ამიტომ უფრო ის მიკვირს, რომ ბევრი ამერიკელი არ გამოექომაგა სააკაშვილს? რაც შეეხება ობამას, მას არ აქვს სისხლის სამართლის დანაშაულზე ბრალი წაყენებული. უბრალოდ, რამდენიმე სენატორი თუ კონგრესმენი აპირებს მისი იმპიჩმენტის დაწყებას. ასეთი იმპიჩმენტი იყო ბილ კლინტონის სექსუალურ სკანდალთან დაკავშირებითაც. კენედისთვისაც აპირებდნენ იმპიჩმენტის წაყენებას კუბის კრიზისთან დაკავშირებით, ნიქსონს უფრო ჰქონდა ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაული, ვიდრე ობამას ან კლინტონს.



for.ge-სთან საუბრისას იურისტი ლევან ალაფიშვილი განმარტავს, რომ სააკაშვილისა და ობამას საქმეები განსხვავებულია - ერთია სისხლის სამართლის და მეორე - სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმე. ამერიკული გადაწყვეტილება არის დამატებით მექანიზმი იმ ამერიკულ კონსტიტუციურ სისტემაში, რომელიც მეტ კონტროლის მექანიზმს აძლევს კონგრესს, რომ ამერიკული სისტემის ძლიერი პრეზიდენტი კონტროლქვეშ ჰყავდეს. ეს ხდება მისი გადაწყვეტილების რევიზიისთვის.



„კიდევ ერთი დამატებითი მძლავრი მექანიზმი შეიძინა კონგრესმა,რომ სასამართლოში დამატებითი მსჯელობის საგანი გახდეს პრეზიდენტის კანონშეუსაბამო გადაწყვეტილება. ამ მხრივ საქართველოს კანონმდებლობა წინ არის წასული, რადგან კომპეტენციათა დავა, გადაწყვეტილებები შესაძლებელია, გახდეს საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი. როგორი ავტორიტეტულიც არ უნდა იყოს ამა თუ იმ ქვეყნის პოლიტიკოსის, სენატორის შეფასება, ჩემთვის მაინც მთავარია სახელმწიფოსა და საერთაშორისო ინსტიტუციების შეფასებები. ამ კონტექსტში გასათვალისწინებელია მაკკეინის თუ სხვა ავტორიტეტული პოლიტიკოსების განცხადებები, მით უმეტეს,როცა მათ აქვთ პოლიტიკაზე გავლენის საშუალება", - აცხადებს ლევან ალაფიშვილი და დამაფიქრებლად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ სააკაშვილის შემთხვევაში, სამწუხაროდ, ჩვენი დიდი მეგობარი და მხარდამჭერი ამერიკა, ასევე, იქაური მნიშვნელოვანი პოლიტიკოსები შეშფოთებულნი არიან და ეს პოზიცია უკვე სახელმწიფო დეპარტამენტმაც გაახმაურა.




მანანა ნოზაძე

გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016