საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შედის. ცვლილებები ტურისტული ობიექტების საგადასახადო ვალდებულებებს შეეხება და მათი შესრულების მექანიზმი გამარტივდება. აღნიშნულზე განცხადება ფინანსტა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა მთავრობის ადმინისტრაციაში სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. ხადურის თქმით, აღნიშნული ინიციატივა ახალი ტურისტული ობიექტების მშენებლობას წაახალისებს.
„საქართველოს კურორტებზე უკვე ძალიან განვითარდა ისეთი მიმართულება, როგორიცაა ტურისტული ობიექტის აშენება და შემდეგ ცალკეული ნომრების გაყიდვა. ამავე დროს, მფლობელებს საშუალება ეძლევათ რომ დარჩენილ პერიოდში, როცა თავად არ ხმარობენ ამ ნომრებს, გააქირავონ. ხდება შეღავათების დაწესება და გამარტივდება ადმინისტრირება. ვფიქრობ, ამით წავახალისებთ ახალი ტურისტული ობიექტების მშენებლობას.“ – განაცხადა ნოდარ ხადურმა.