reportiori.ge - ბათუმის ახალი ლოგო შერჩეულია! ACT-ი განცხადებას ავრცელებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 09:48
სხვადასხვა
ბათუმის ახალი ლოგო შერჩეულია! ACT-ი განცხადებას ავრცელებს
08 აგვისტო, 2014. 10:00


ბათუმის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ქალაქ ბათუმის ახალი სიმბოლოს შერჩევის ხმის მიცემის პროცესი დასრულდა. კომპანია "ეისითი" ოფიციალურ გაცხადებას ავრცელებს,რომელსაც  უცვლელად გთავაზობთ:


ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი მოქალაქეების უფლებას, თავისუფლად მიიღონ გადაწყვეტილება და აირჩიონ ლოგო, ამიტომაც, მხოლოდ მას მერე ვაქვეყნებთ განცხადებას, რაც ხმის მიცემის პროცესი დასრულდა.

 

ხმათა უმრავლესობით გამოვლინდა გამარჯვებული ლოგო - ფოერვერკი, რომელიც ბათუმის განწყობას და ხასიათს გადმოსცემს და, რაც მთავარია, შეესაბამება ბათუმის კონცეფციას.

 

 

ბათუმი-ლოგო

ლოგო ყოველთვის ხდება დავის მიზეზი, მაგრამ არჩევანის გაკეთების დროს მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იყოს ის იდეა, რასაც ლოგო უნდა გადმოსცემდეს.

 

 

იდეა კი ასეთია: ბათუმი არის თავისუფლების, ჩარჩოებს გარეთ აზროვნების ქალაქი, რომელიც შენ შენი თავის, ოცნებების, სურვილების, შესაძლებლობების გამოხატვის საშუალებას გაძლევს. ეს ერთგვარი თავისუფლების დღესასწაულია, რომელსაც ლოგოში ფოერვერკი გამოხატავს.

 

ჩვენთვის გასაგებია, რომ ადამიანებს გული წყდებათ, როცა ვერ მონაწილეობენ ასეთ მნიშვნელოვან პროექტებში. თუმცა არ არის გასაგები ის ტაქტიკა, რომელსაც ზოგიერთი მათგანი იყენებს კონკურენტთან ბრძოლაში. ზოგი ისე შორს მიდის, რომ კონკურენტის სიძულვილით ეჭვქვეშ აყენებს კლიენტის, ამ შემთხვევაში სახელმწიფო სტრუქტურის კომპეტენციას.

 

თუმცა სასიხარულოა, რომ კონკურენტებშიც არიან პროფესიონალები, რომლებიც სხვისი შემოქმედების კრიტიკის თუ შეფასების დროს არიან თანმიმდევრულნი და ობიექტურები.

 

ბრენდირების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი დასრულდა და მადლობა გვინდა გადავუხადოთ თითოეულ იმ მოქალაქეს, რომელმაც მიიღო მონაწილეობა ქალაქ ბათუმის ლოგოს შერჩევის პროცესში;

 

დიდი მადლობა ანა მაღალაშვილს, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო დიზაინერია საქართველოში და ჩვენი ლოგოების ავტორი.

 

და ბოლოს, დიდი მადლობა ბათუმის მერიის განსაკუთრებულ გუნდს, ეფექტური თანამუშაობისთვის, პროფესიონალიზმისა და ობიექტურობისთვის.

 

ACT  აგრძელებს ქალაქ ბათუმის ბრენდირების პროექტს და მომავალშიც განაგრძობს საზოგადოების ინფორმირებას პროექტის შესახებ."- აღნიშნულია განცხადებაში.Description: C:UsersAnaDesktop10434308_10202126087584198_7742061270883575242_n.jpg Description: C:UsersAnaDesktop10366321_10202126089144237_5506943027083708918_n.jpg


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016